მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით საჯარო სკოლებში გამკაცრებული რეგულაციები დაწესდა. არ შეიძლება მოსწავლის სკოლის ტერიტორიაზე შესვლა არა მხოლოდ მაშინ, თუ მას სიცხე დაუფიქსირდა, არამედ მაშინაც, თუ მისი ოჯახის წევრია ავად. სკოლის ადმინისტრაციები დამრიგებლებს მკაცრად სთხოვენ, დაიცვან მითითებები. პედაგოგი ვალდებულია იცოდეს მოსწავლისა და მისი ოჯახის წევრების ჯანმრთელობის მდგომარეობა.
მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის ვალდებულებებში კი ნათლადაა გაწერილი, რომ I-XII კლასის მოსწავლეები სკოლაში არ უნდა გაუშვან პირბადის გარეშე, ასევე დაუშვებელია ცხელების/რესპირატორული დაავადების შემთხვევაში ბავშვის სკოლაში გაშვება და იკრძალება სკოლაში მისვლა მაშინაც, თუ მოსწავლის ოჯახის წევრს ცხელების/რესპირატორული დაავადების სიმპრომები აქვს.
იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლეს სკოლაში გამოუვლინდა ცხელების/რესპირატორული დაავადების სიმპტომები, ის დროულად უნდა გაიყვანოს მშობელმა სკოლიდან, უნდა მიმართოს ოჯახის ექიმს ან ცხელების ცენტრს შესაბამისი სამედიცინო მომსახურების მისაღებად.
რეგულაციების მიხედვით, პედაგოგებმა მშობლებს მოსთხოვეს, გაუზომონ სიცხე მოსწავლეებს, სანამ სკოლაში გამოუშვებენ.
გარდა აღნიშნული მითითებებისა, მკაცრად კონტროლდება, რომ თითოეულ მოსწავლეს ჰქონდეს თავისი პირადი სასკოლო ნივთი, რადგან არ შეიძლება სხვისი ნივთის შეხება-გამოყენება.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.