სიახლეები
სიახლეები

ვინ უნდა ასწავლოს საგანი - მე და საზოგადოება? - უთანხმოება პედაგოგებში
23-10-2021
-
+


საგანი მე და საზოგადოება დაწყებით კლასებში ისწავლება და ხშირად მასწავლებელთა შორის უკმაყოფილების მიზეზი ხდება, რადგან დაწყებითის სერტიფიცირებული პედაგოგები მიიჩნევენ, რომ საათები მათ ეკუთვნით, სამოქალაქოს მასწავლებლები კი ამბობენ, რომ საგანი მხოლოდ მათ უნდა ასწავლონ.

ვინაა მართალი და ვის ეკუთვნის დანამატი ამ საგნის სწავლებისას?

მე და საზოგადოება, რომელიც ისწავლება III-IV კლასებში, ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, საზოგადოებრივი მეცნიერებების საგნობრივ ჯგუფშია გაერთიანებული. მასთან ერთადაა ჩამონათვალში შემდეგი სავალდებულო საგნები:

  • ჩვენი საქართველო (ისწავლება V-VI კლასებში);
  • საქართველოს და მსოფლიო ისტორია (ისწავლება VII-XII კლასებში);
  • გეოგრაფია (ისწავლება VII-VIII კლასებში);
  • საქართველოს გეოგრაფია (ისწავლება IX კლასში);
  • მსოფლიოს გეოგრაფია (ისწავლება X კლასში);
  • გლობალური პრობლემების გეოგრაფია (ისწავლება XI კლასში);
  • სამოქალაქო განათლება (ისწავლება VII-X კლასებში).

საათები, პირველ რიგში, მოგეხსენებათ, უფროს, წამყვან და მენტორ მასწავლებლებს შორის ნაწილდება, მათ უნდა მიეცეთ სრული დატვირთვა, მინიმუმ 15 საათი რომ დანამატი დაერიცხოთ. შესაბამისად, თუ სკოლაში სრულ დატვირთვამდე საათები აკლდება საგნობრივი ჯგუფის - სამოქალაქოს, ისტორიის ან გეოგრაფიის სტატუსიან პედაგოგს, დირექტორს უფლება აქვს საგანი - მე და საზოგადოება მას მისცეს, რათა მასწავლებელს სტატუსის შესაბამისი დანამატი სრულად მიეცეს.

თუ საზოგადოებრივი მეცნიერებების საგნობრივი ჯგუფის მასწავლებლებს აქვთ საკმარისი საათები, რომ დანამატი მიიღონ, ამ შემთხვევაში მე და საზოგადოების სწავლების უფლება აქვთ დაწყებითის (I-IV) სერტიფიცირებულ მასწავლებლებს.

თავდაპირველად, როდესაც განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ამ საგნის სწავლების გადაწყვეტილება მიიღო, მე და საზოგადოება კლასის დამრიგებლებს უნდა ესწავლებინათ, ახლა ეს გადაწყვეტილება შეიცვალა და საათები, პირველ რიგში, საგნობრივი ჯგუფის პედაგოგებს უნაწილდებათ.

მასწავლებლები ამბობენ, რომ საგანი ისეთი თემებითაა დაკომპლექტებული, სადამრიგებლო პროგრამა უფროა, თუმცა სამოქალაქო განათლების სერტიფიცირებული პედაგოგები საათებზე უარის თქმას არ აპირებენ.

თუ III-IV კლასის დამრიგებელი დაწყებითთან ერთად სამოქალაქო განათლების, ისტორიის ან გეოგრაფიის სერტიფიცირებული მასწავლებელიცაა, ამ შემთხვევაში მას სრული უფლება აქვს, ასწავლოს მე და საზოგადოება.

დღესდღეობით სკოლებში აღნიშნულ საგანს დაწყებითის მასწავლებლებიც ასწავლიან. მათ შესაბამისი ტრენინგები ჩაუტარდათ და სწავლების უფლება მიეცათ, თუმცა საათების მიხედვით სრული დანამატი მხოლოდ საგნობრივი ჯგუფის პედაგოგებს ეკუთვნით.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

„უფლის ჯვარცმით კაცობრიობამ განაჩენი საკუთარ თავსაც გამოუტანა“...

პასქა ხატისპური არ არის - რა დატვირთვა აქვს ამ ორ სარიტუალო ნამზადს - ეთნოგრაფის განმარტება

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება