სიახლეები
სიახლეები

აბრუნებს თუ არა ბუკს მოსწავლე, როდესაც სკოლიდან გადადის?
14-11-2021
-
+


პირველკლასელებს წიგნები სკოლაში მისვლისთანავე  გადაეცემათ, რომლთა ნაწილიც წლის ბოლოს უნდა დააბრუნონ, რათა მომდევნო წელს სხვა ბავშვებმა ისარგებლონ.

გარდა ამისა, ბავშვები პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ - ფარგლებში ე.წ. ბუკები იღებენ, თითოეული ბუკი 775 ლარადაა შეფასებული და მოსწავლეთა მშობლები ხელმოწერით ადასტურებენ მათ მიღებას.

როგორ უნდა მოიქცეს მშობელი, თუ შვილს, რომელმაც წიგნები და ბუკი უკვე მიიღო სკოლისგან, სხვა სკოლაში გადაიყვანს?

თუ ბავშვი საჯარო სკოლას შეიცვლის, თუმცა მოსწავლის სტატუსი მაინც ექნება, ამ შემთხვევაში, მას ბუკის სხვა სკოლაში წაღების უფლება აქვს, მაგრამ თუ მოსწავლეს სტატუსი შეუჩერდება ან I-III კლასის განმავლობაში ისეთ კერძო სკოლაში გადავა, სადაც პროგრამა „ჩემი პირველი კომპიუტერი“ არ ხორციელდება, ის ვალდებულია ბუკი დაუბრუნოს სკოლას.

რაც შეეხება წიგნებს - როდესაც მოსწავლე სკოლას იცვლის, მან წიგნები უნდა დაუბრუნოს იმ სკოლას, რომლისგანაც მიიღო. არც სხვა საჯარო და არც კერძო სკოლაში მას სკოლის წიგნების წაღების უფლება არ აქვს.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

„უფლის ჯვარცმით კაცობრიობამ განაჩენი საკუთარ თავსაც გამოუტანა“...

პასქა ხატისპური არ არის - რა დატვირთვა აქვს ამ ორ სარიტუალო ნამზადს - ეთნოგრაფის განმარტება

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება