ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში ისტორიის ახალ სახელმძღვანელოს გამოსცემენ
31-01-2018
დაკოპირებულია
-
+
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში ისტორიის ახალ სახელმძღვანელოს 2018-2019 სასწავლო წლის დასაწყისში გამოსცემენ. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო რეს ავრცელებს.
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორის, რობერტ გაგლოითის ცნობით, სახელმძღვანელო მოიცავს რეგიონის ისტორიულ მოვლენებს უძველესი პერიოდიდან 2008 წლის ჩათვლით.
„დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ 2018-2019 სასწავლო წლიდან ჩვენი სკოლის მოსწავლეები ახალი სახელმძღვანელობით ისწავლიან რეგიონის ისტორიას,“ - აღნიშნა სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორმა.
სახელმძღვანელოს შექმნაზე მეცნიერთა ჯგუფი მუშაობდა, მათ შორის, იური გაგლოითი, მურატ ჯიოევი, ირინა გაგლოევა და კონსტანტინე პუხაევი.
სახელმძღვანელოს ოკუპირებულ რეგიონში გამოსცემენ და მისი ტირაჟი 500 ეგზეპლარს გადააჭარბებს.