სიახლეები
საინტერესო

განსაკუთებით მნიშვნელოვანია ემოციური ინტელექტის უნარ-ჩვევების განვითარება სკოლაში - გოლმანის თეორია ემოციური ინტელექტის შესახებ
31-01-2018
-
+


ამერიკელი ფსიქოლოგი გოლმანი (Goleman, 1946-) აყალიბებს თეორიას ემოციური ინტელექტის შესახებ, რომელიც არის ადამიანის უნარი, გაიგოს საკუთარი გრძნობები, გამოხატოს სხვის მიმართ ემპათია და მოახდინოს ემოციების ეფექტური რეგულირება/მართვა. 


საინტერესოა, რომ ემოციური ინტელექტის დონე/ხარისხი არ დგინდება გონებრივი ინტელექტის საზომი ტესტებით. 

ამ თეორიის მიხედვით, ადამიანის წარმატების წინასწარმეტყველებისათვის უფრო მნიშვნელოვანია მაღალი დონის ემოციური ინტელექტის ქონა, ვიდრე მაღალი დონის ზოგადი ინტელექტისა. 

განასხვავებენ ემოციური ინტელექტის ხუთ ძირითად უნარს: 

  • თვითშემეცნება
  • თვითრეგულაცია
  • მოტივაცია
  • ემპათია
  • სოციალური უნარ-ჩვევები

თვითშემეცნების დროს ადამიანი აცნობიერებს საკუთარ განცდებს, რაც მას ეხმარება გადაწყვეტილების მიღებასა და საკუთარი შესაძლებლობების სწორად შეფასებაში. 

თვითრეგულაცია გულისხმობს ადამიანის მიერ საკუთარი ემოციების მართვის უნარს, რაც მოიცავს სტრესული სიტუაციების დაძლევას, იმედგაცრუების და მარცხის გადატანას. 

მოტივაცია გულისხმობს მიზნის მისაღწევად ინიციატივის საკუთარ თავზე აღების უნარს. 

ემპათია ანუ თანაგანცდა ნიშნავს სხვა ადამიანების გრძნობების გაგების უნარს. ამ ემოციურ უნარს სხვანაირად „ადამიანური ურთიერთობის“ უნარსაც უწოდებენ. ეს არის სხვა ადამიანების თანაგრძნობასა და ემოციების გაგებაზე დამყარებული ურთიერთობის უნარი, რომელიც მჟღავნდება სხვების მიმართ კეთილგანწყობასა და სოციალური სიტუაციების სწორ შეფასებაში. მკვლევარები ფიქრობენ, რომ ემოციური კომუნიკაციის 90% არავერბალურია. 

სხვა ემოციური უნარების მსგავსად, ემპათია არის შინაგანი თვისება, რომელიც ყალიბდება გამოცდილებით. ჩვილი ბავშვები 3 წლის ასაკში განიცდიან ემპათიას, როცა ისინი გამოხატავენ წუხილს სხვა ბავშვის ტირილზე. უფრო პატარა ასაკშიც კი ბავშვები იმიტაციის საშუალებით სწავლობენ რეაქციის გამოხატვას სხვა ადამიანის მწუხარებაზე. თუმცა ამ უნარის განვითარებისთვის საჭიროა უფროსებმა შეამჩნიონ და ხელი შეუწყონ მათი ემოციების განმტკიცებას. 

სოციალური უნარ-ჩვევები, თავის მხრივ, მოიცავს: 

(1) ურთიერთობის წარმართვისა და სოციალური სიტუაციების ზუსტი აღქმის უნარს; 
(2) ურთიერთობის დროს ზომიერების დაცვას; 
(3) სხვების ადვილად დაყოლიების, ლიდერობის, მოლაპარაკებებისა და დისკუსიების წარმართვის უნარს და 
(4) ურთიერთთანამშრომლობისა და გუნდური მუშაობის საფუძველზე პრობლემების გადაჭრის უნარს. 

განსაკუთებით მნიშვნელოვანია ემოციური ინტელექტის უნარ-ჩვევების განვითარება სკოლაში. 

სკოლას შეუძლია მოახდინოს „ემოციური განათლების“ პროგრამის დანერგვა. ეს პროგრამა ასწავლის მოსწავლეებს სიბრაზით, იმედგაცრუებით და მარტოობით გამოწვეული ემოციების მართვას. განათლების სპეციალისტები მიუთითებენ ამგვარი უნარ-ჩვევების განვითარების დიდ მნიშვნელობაზე, რადგან მოსწავლეები, რომლებიც დეპრესიაში ან გაბრაზებულნი არიან და კონფლიქტები აქვთ თანატოლებთან, ვერ შესძლებენ სწავლაში წარმატების მიღწევას.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

11-12 თებერვალს საქართველოში შედარებით ცივი და უნალექო მინდი შენარჩუნდება.

სპეციალური მოთხოვნები ბაღების თანამშრომლებისთვის - დოკუმენტი

ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე მოსწავლეები 150-ლარიან დახმარებას მიიღებენ - ვის ეკუთვნის დაფინანსება 

ქართული ენის მოსამზადებელი პროგრამის გამოწვევებზე კვლევების ეროვნული ცენტრი ანგარიშში საუბრობს

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

პროექტის მიზანია, საქართველოს ისტორიისა და მეფეების შესახებ ინფორმაციის მიღება და გააზრებ



საინტერესო

უმთავრესი დილემა, რასაც „რომ“ კავშირის გამოყენებისას ვაწყდებით, არის - ყველა „რომ“ კავშირთან დაისმის თუ არა მძიმე და კონკრეტულად, სად უნდა დაიწეროს ეს მძიმე

თუ არ იცით, რომ იოსებ გრიშაშვილი, ვასილ ბარნოვი, ეგნატე ნინოშვილი  - იცით ამ მწერლების ნამდვილი სახელი და გვარი ?

სიახლეები
საზოგადოება