მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ მიზანს მოსწავლეებში განათლების ხელშეწყობა, მოტივაციის გაზრდა და წახალისება წარმოადგენს. ინტელექტუალური კონკურსი კორონავირუსის გამო დისტანციურ ფორმატში უკვე მეორე წელია ტარდება და მოსწავლეები თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების უნარ-ჩვევებსაც ივითარებან.
5 ოქტომბერს საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ დისტანციურ რეჟიმში ჩხოროწყუელი მოსწავლეებისთვის ჩატარდა. ინტელექტუალურ კონკურსში ჩხოროწყუს სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ.
კონკურსის მნიშვნელობაზე ჩხოროწყუს საჯარო სკოლების დირექტორები etaloni.ge-სთან საუბრობენ.
მირანდა წურწუმია, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ხაბუმეს თემის N3 საჯარო სკოლის დირექტორი:
საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ ჩვენი სკოლა სულ მონაწილეობდა და სხვათა შორის 2017-2018 სასწავლო წლის „ჩხოროწყუს ეტალონი მოსწავლე“ გვყავს, რომელიც მე-8 კლასში იყო, როდესაც გაიმარჯვა. ჩემპიონატით ძალიან კმაყოფილი ვარ, რადგან „ეტალონი“ მოსწავლის აზროვნებას და ზოგად განვითარებას უწყობს ხელს, მით უმეტეს პანდემიის პირობებში, როდესაც პროექტის განხორციელება მაინც ხერხდება ეს ძალიან კარგია. ბავშვებმა ჩემპიონატში მონაწილეობა აუცილებლად უნდა მიიღონ, რადგან მეტად განვითარდებიან და ყველა ის თვისება ჩამოუყალიბდებათ, რაც მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი. მინდა, „ეტალონი“ პირდაპირ ეთერში დაბრუნდეს და კონკურსი ძველებური ფორმატით გააგრძელოს. მოსწავლეებისთვის და სხვათა შორის მათი ოჯახებისთვის ძალიან სასარგებლო პროექტია, რადგან მშობლებიც აქტიურად არიან ჩართულები. „ეტალონს“ ვუსურვებ წარმატებებს და მსურს, კიდევ დიდხანს იყოს მოსწავლეებისა და სკოლების გვერდით.
მანანა სიჭინავა, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ლესიჭინეს თემის N3 საჯარო სკოლის დირექტორი:
საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ ყოველთვის ვიღებთ მონაწილეობას, რადგან ძალიან მომწონს. გამომდინარე იქიდან, რომ შეკითხვები ყველა საგანს ეხება ეს მოსწავლეებისთვის ძალიან კარგია. ბავშვები ხედავენ სად უჭირთ და რომელ საგანში არიან ძლიერები. „ეტალონის“ საშუალებით ბევრ სიახლეს და ინოვაციას ეცნობიან. მოსწავლეებმა ჩემპიონატში მონაწილეობა აუცილებლად უნდა მიიღონ, რადგან უფრო მეტს წაიკითხავენ და მეტად ისწავლიან. ვისურვებდი ეს კონკურსი უფრო ხშირადაც ტარდებოდეს. ძალიან დასაფასებელია, რომ „ეტალონმა“ ტრადიციას არ უღალატა და ინტელექტ-ჩემპიონატი დისტანციური ფორმატით მაინც ჩაატარა.
მერაბ ძაძამია, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ლეწურწუმეს თემის საჯარო სკოლის დირექტორი:
პირადად მე „ეტალონის“ პროექტით ძალიან კმაყოფილი ვარ და საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ ყოველთვის სიხარულით ვიღებთ მონაწილეობას. ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია და ეს ჩემპიონატი უფრო ხშირადაც უნდა ტარდებოდეს; რა თქმა უნდა სჯობს, კონკურსი პირდაპირი ფორმატით ტარდებოდეს, თუმცა შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე მაინც რომ ტარდება ეს ძალიან კარგია. ბავშვებს მოდუნების საშუალება არ ეძლევათ და დასაფასებელია.
როდერი ცირდავა, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მუხურის თემის საჯარო სკოლის დირექტორი:
საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ დიდებული პროექტია და მოსწავლეებისთვის ძალიან საჭირო. ჩემპიონატის საშუალებით თავის ცოდნას, უნარებს ავლენენ და ეს მათი სამომავლო განვითარებისთვის მნიშვნელოვანია. დასაფასებელია, რომ პანდემიის პირობებში „ეტალონმა“ გამოსავალს მიაგნო და დისტანციურ ფორმატში ჩემპიონატი მაინც ჩაატარა.
ლონგინოზ თოდუა, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ თაიას საჯარო სკოლის დირექტორი:
საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ ჩვენი სკოლა ყოველთვის მონაწილეობდა. ბავშვებს როდესაც „ეტალონის“ ჩემპიონატის შესახებ ინფორმაცია მივაწოდეთ ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ჩვენი სკოლა მცირეკონტიგენტიანია და გამომდინარე აქედან მოსწავლეების ასეთი აქტიურობა იმის მანიშნებელია, რომ პროექტი მათთვის ძალზედ მნიშვნელოვანია. ეს პროექტი ურთიერთობებს, განვითარებას, სიახლეებს და ცოდნის გამოვლენას უწყობს ხელს. „ეტალონი“ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტია.
ფატიმა შენგელია, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ხაბუმეს თემის N1 საჯარო სკოლის დირექტორი:
ვფიქრობ, „ეტალონის“ კონკურსში მოსწავლეების მონაწილეობა და აქტიურობა მათი სამომავლო განვითარებისთვის მნიშვნელოვანია. ჩემპიონატში მათ საკუთარი ინტელექტის გამოვლენა უწევთ; ასევე, იმის ჩვენება, რამდენად ნაკითხები არიან და დამოუკიდებლად აზროვნება თუ შეუძლიათ. საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ მასშტაბური ღონისძიებაა, რომელიც ინტელექტის, ცოდნისა და უნარების გარშემო ტარდება. მინდა „ეტალონს“ ვუსურვო წარმატებები და სკოლის მოსწავლეებისთვის კიდევ უფრო მეტი სიახლეები დაენერგოს.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭო სხდომას 27 დეკემბერს გამართავს
„სასკოლო საზოგადოების სიძლიერე გულისხმობს ურთიერთთანამშრომლობას და მოვალეობის სწორად გადანაწილებას“
„პოზიტიური სასკოლო გარემო პირველ რიგში ნიშნავს გარემოს, რომელიც ხელსაყრელი და შესაბამისია თავისუფალი და კრიტიკულად მოაზროვნე მოქალაქის ჩამოყალიბებისთვის“
6 ყველაზე რთული გამოცდა მსოფლიოში
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლების პროცესში ნაბიჯები გადაიდგა, ჯერ კიდევ ბევრი გამოწვევაა
ზარდების ემოციური და ფსიქოლოგიური მდგომარეობა ხშირად იცვლება, რაც ზეგავლენას ახდენს მათ ქცევასა და სწავლის უნარზე