ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში „ეტალონის“ ინოვაციურ პროექტებს გაეცნენ
31-01-2018
დაკოპირებულია
-
+
„ეტალონის“ ავტორი და წამყვანი, გოჩა ტყეშელაშვილი დღეს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტს სტუმრობს. გოჩა ტყეშელაშვილმა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერს ანივარდ მოსოიანს „ეტალონის“ პროექტები - Etaloni.ge და Izrune.ge გააცნო.
ანივარდ მოსოიანმა „ეტალონის“ პროექტებს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა.
აღნიშნული შეხვედრის შემდეგ, ინტელექტ-ჩემპიონატის ავტორი და წამყვანი ნინოწმინდის საგანმანათლებლო რესურსცენტრს ეწვია და ინოვაციური საიტის Izrune.ge - ს პრეზენტაცია ჩაატარა.
პრეზენტაციას რესურსცენტრის ხელმძღვანელი დავით ზედგინიძე და სკოლის დირექტორები ესწრებოდნენ.
შეგახსენებთ, რომ Izrune.geარის მოსწავლეთა ტესტირების ინოვაციური საიტი, რომლის მთავარი მიზანია მშობლის ჩართულობის გაზრდა შვილის აღზრდა-განათლება-წახალისების პროცესში. მოსწავლეებს აქვთ საშუალება საკუთარი კლასის შესაბამისად ყოველდღიურად ივარჯიშონ მათთვის სპეციალური ალგორითმით შექმნილ უნიკალურ ტესტებში, გაიმეორონ და გაამყარონ განვლილი მასალა, ხოლო თავის მხრივ მშობლებს და არა მარტო მშობლებს, არამედ მთლიანად ოჯახს, აქვს საშუალება თვალყური მიადევნოს ბავშვის განვითარებას, მონაწილეობა მიიღოს მისი აღზრდა-განათლების და წახალისების პროცესში, იამაყოს მისი მიღწევებით.