„მასწავლებლობა ყველაზე საპატიო პროფესიაა“-იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის N2 საჯარო სკოლა პედაგოგებს პროფესიულ დღეს ულოცავს
06-10-2021
დაკოპირებულია
-
+
5 ოქტომბერს მასწავლებელთა პროფესიული დღე აღინიშნება. იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის N2 საჯარო სკოლის დირექტორი მურად ჯიშკარიანი ყველა მასწავლებელს ულოცავს ამ დღეს და პროფესიულ წინსვლასა და წარმატებას უსურვებს.
დირექტორი მურად ჯიშკარიანი მასწავლებლებისადმი მისალოც წერილს ავრცელებს:
„5 ოქტომბერს მასწავლებელთა საერთაშორისო დღე აღინიშნება. მასწავლებლობა ერთ-ერთი ყველაზე საპატიო, ღირსეული, საინტერესო, გამომწვევი, შემოქმედებითი, რთული და საპასუხისმგებლო პროფესიაა, რომელიც მოითხოვს მოტივაციას, შრომას, შემართებას, ცვლილებებისთვის ფეხის აწყობას და თვითგანვითარებისკენ მუდმივ სწრაფვას. მასწავლებლობა ბუნებრივად ასოცირდება გონიერებასთან, ინტელექტთან, თავისუფალ აზროვნებასთან, სწორ გადაწყვეტილებებთან. წარმატებული მასწავლებელი, წარმატებულ მოსწავლეებს და წარმატებულ ახალ თაობას ნიშნავს. ეს კი, ჩვენი სკოლის წარმატების საფუძველია. იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის N2 საჯარო სკოლა გილოცავთ მასწავლებელთა საერთაშორისო დღეს“, - წერს მურად ჯიშკარიანი.