სიახლეები
სიახლეები

ბავშვებს არც სასკოლო ნივთები აქვთ, არც ფეხსაცმელი - სწავლა ყველასთვის არ დაწყებულა
11-10-2021
-
+


4 ოქტომბერს სასწავლო წელი საკლასო ოთახებში განახლდა, ოღონდ არა ყველასთვის. დღეს ერთი ოჯახის შესახებ გიამბობთ, სადაც ორი მოზარდი ვერც სკოლაში წავიდა და ვერც მეგობრებსა თუ მასწავლებლებს შეხვდა. სოფელ კლდეში მცხოვრები ლია თაბუნიძის ოთხსულიანი ოჯახი საქონლის სადგომში ცხოვრობს, უკიდურეს გაჭირვებაში და მიუხედავად იმისა, ახლობლების დახმარებით შენობა, ასე თუ ისე, მოაწესრიგეს, ნორმალური არსებობისთვის ბევრი რამ აკლიათ... ინფორმაციას  „სამხრეთის კარიბჭე“ ავრცელებს.

ლია თაბუნიძის 8 და 14 წლის შვილები პირველ სასწავლო დღეს სკოლაში იმიტომ ვერ წავიდნენ, რომ არც ფეხსაცმელი ჰქონდათ, არც - ტანსაცმელი და არც - სასკოლო ნივთები. ერთოთახიან შენობაში მხოლოდ სამი საწოლი, ღუმელი და მაგიდა დგას...

„ბოსელში ვცხოვრობთ უკვე მეორე წელია, გაჭირვებით გაგვაქვს თავი, ორი შვილი მყავს. არ მყოფნის შემოსავალი, ბავშვები სკოლაში რომ წავიყვანო. ფეხსაცმელი, ტანსაცმელი და სასკოლო ნივთები არ აქვთ, მეორე დღეა სახლში არიან, ასე თუ გაგრძელდა, კიდევ ვერ წავიყვან სკოლაში. თუ ვინმეს სურვილი აქვს, იქნებ დამეხმაროს. თბილი ქურთუკები, ჩექმები, რვეულები... ყველაფერი სჭირდებათ“, – ამბობს ლია.

ოჯახს არც საკმარისი შეშა აქვს, საკვებს კი ხშირად მეზობლები აწვდიან: „სახლიც გასაკეთებელი მაქვს, მინდა, რომ რაღაცები მივამატო, გავარემონტო, სამზარეულო გავაკეთო, არაფერია წესრიგში. არც კარადა მაქვს, ალბათ ყველაფერს სიხარულით მივიღებ, რითიც დამეხმარებიან“.

ეს ერთი ოჯახის ისტორიაა და სამწუხაროდ, ბევრია, ვინც სკოლაში ბავშვს უსახსრობის გამო ვერ უშვებს... ამ პატარებს არ აქვთ ფეხსაცმელი, ტანსაცმელი, სასკოლო ნივთები... ჰოდა, სანამ იმაზე ვისაუბრებთ, როგორი წარმატებული სახელმწიფო გვაქვს, წარმატებული სისტემებით და სანამ ათწლიანი გეგმებით, გაზრდილი ბიუჯეტებით და იმით ვტრაბახობთ, რომ დისტანციურ სწავლებაში მოსწავლეთა უმრავლესობა ჩართული იყო, ცოტა გვერდითაც გავიხედოთ - ჩვენს წინ ღატაკი საქართველოა, სადაც პატარები უკიდურესი გაჭირვების გამო სკოლაში ვერ მიდიან. არადა, საქართველოს კონსტიტუციით, სახელმწიფო ვალდებულია ყველა ბავშვს მისცეს ზოგადი განათლება. 


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება 

დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

„უფლის ჯვარცმით კაცობრიობამ განაჩენი საკუთარ თავსაც გამოუტანა“...

პასქა ხატისპური არ არის - რა დატვირთვა აქვს ამ ორ სარიტუალო ნამზადს - ეთნოგრაფის განმარტება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება