ქუთაისის ქართულ-ამერიკულმა სკოლა „პროგრესმა“ პედაგოგებს მასწავლებელთა საერთაშორიო დღე მიულოცა
06-10-2021
დაკოპირებულია
-
+
5 ოქტომბერს მასწავლებელთა პროფესიული დღესასწაული აღინიშნება. ეს დღე, რა თქმა უნდა, ყურადღების მიღმა არ დარჩენიათ, ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესის“ ქუთაისის ფილიალშიც.
სკოლამ მასწავლებლებს მათი დღე მიულოცა და წინსვლა და წარმატებები უსურვა.
„გილოცავთ მასწავლებლის საერთაშორისო დღეს! გისურვებთ წინსვლას და წარმატებებს!“,- ნათქვამია მისალოც წერილში.
შეგახსენებთ, რომ 5 ოქტომბერს მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში მასწავლებელთა საერთაშორისო დღე აღინიშნება.
ამ დღის მთავარი მიზანი მასწავლებელთა მხარდაჭერა, ღვაწლის დაფასება და მადლობის გადახდაა საზოგადოებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის.
იუნესკოს თანახმად, მასწავლებელთა საერთაშორისო დღის აღნიშვნა სათავეს 1994 წლის 5 ოქტომბრიდან იღებს. თუმცა, მანამდე, 1966 წლის 5 ოქტომბერს, იუნესკოსა და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ მოწვეულ კონფერენციაზე, შემუშავებულ იქნა რეკომენდაცია „მასწავლებელთა მდგომარეობის შესახებ“ - ეს იყო პირველი საერთაშორისო დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავდა მასწავლებელთა შრომის პირობებს.