მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
5 ოქტომბერს მასწავლებლებმა პროფესიული დღე იზეიმეს. ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ლომატურცხის საჯარო სკოლის დირექცია ყველა პედაგოგს ულოცავს მასწავლებლის დღეს.
სკოლის დირექცია თითოეულ მასწავლებელს უსურვებს ჯანმრთელობას, პროფესიულ წინსვლას და მომავალი თაობების სამსახურში დიდხანს ყოფნას.
შეგახსენებთ, რომ 5 ოქტომბერს მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში მასწავლებელთა საერთაშორისო დღე აღინიშნება.
ამ დღის მთავარი მიზანი მასწავლებელთა მხარდაჭერა, ღვაწლის დაფასება და მადლობის გადახდაა საზოგადოებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის.
იუნესკოს თანახმად, მასწავლებელთა საერთაშორისო დღის აღნიშვნა სათავეს 1994 წლის 5 ოქტომბრიდან იღებს. თუმცა, მანამდე, 1966 წლის 5 ოქტომბერს, იუნესკოსა და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ მოწვეულ კონფერენციაზე, შემუშავებულ იქნა რეკომენდაცია „მასწავლებელთა მდგომარეობის შესახებ“ - ეს იყო პირველი საერთაშორისო დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავდა მასწავლებელთა შრომის პირობებს.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მასწავლებლები ამ საგნებში გამოცდას პირველად ჩააბარებენ - შეფასების სქემა და ტესტის ნიმუშები
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა