სიახლეები
ეტალონი

„ის რომ კონკურსი პანდემიის პირობებშიც გრძელდება, მოსწავლეებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია“ - ვანში ინტელექტ-ჩემპიონატის პირველი ეტაპი გაიმართა
06-10-2021
-
+


საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ დისტანციურ რეჟიმში გრძელდება. 5 ოქტომბერს კონკურსის პირველი ეტაპი ვანელი მოსწავლეებისთვის ჩატარდა.

პირველი ეტაპის შედეგების მიხედვით შეირჩნენ მეორე ეტაპზე გადასული მოსწავლეები. ამასთან, საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატში მონაწილე ვანელი მოსწავლე „ეტალონის“ სპეციალური ონლაინ სიგელით დაჯილდოვდა.

ვანის სკოლების დირექტორებმა Etaloni.ge-სთან პროექტის მიმდინარეობისა და მნიშვნელობის შესახებ ისაუბრეს.

მადონა კოპალეიშვილი, ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ მიქელეფონის საჯარო სკოლის დირექტორი:

„საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ ძალიან მისასალმებელი და კარგი პროექტია. პროცესმა ხარვეზების გარეშე ჩაიარა. ჩართულობა მაღალი იყო. ჩვენი სკოლის მოსწავლეები კონკურსში გასულ წლებშიც აქტიურად მონაწილეობდნენ. ამ პროექტს მხოლოდ მივესალმებით და მხარს ვუჭერთ. მოსწავლეები ტესტებს თავიანთი ცოდნით, სკოლის მასალის ცოდნით ავსებენ. ეს კონკურსი ბავშვებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.“

ლეონინე (ლალი) სულაბერიძე, ტიციან ტაბიძის სახელობის ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ შუამთის საჯარო სკოლის დირექტორი:

„ეტალონი“ ძალიან მნიშვნელოვანი, ეროვნული პროექტია და მთელი საქართველოს მასშტაბით საგანმანათლებლო სივრცისათვის ძალიან დიდ საქმეს აკეთებს. ჩემპიონატი მოსწავლეთა ინტელექტუალურ განვითარებას ხელს უწყობს. ჩვენი სკოლიდან მოსწავლეთა ჩართულობა ყოველ წელს მაღალია. რაც „ეტალონის“ ტესტირებები დაიწყო, ჩვენი სკოლიდან ყოველთვის საშუალოდ 20 ან მეტი მოსწავლე მონაწილეობდა. ახლაც მაღალი იყო ჩართულობა მითუმეტეს იმას თუ გავითვალისწინებთ, რომ ბევრი მოსწავლე იზოლაციაშია და ამიტომ ვერ მოახერხა პროექტში ჩართვა. ის რომ კონკურსი პანდემიის პირობებშიც გრძელდება, მოსწავლეებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.“

ნარგიზა ტყეშელაშვილი, ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ბზვანის საჯარო სკოლის დირექტორი:

„ეტალონის“ პროექტით ძალიან კმაყოფილები ვართ, ძალიან კარგი აქტივობაა. მით უმეტეს, პანდემიის დროს ახერხებს მოსწავლეებთან წვდომას და ამისთვის დიდ მადლობას ვიხდი. ჩვენი სკოლის მოსწავლეები წინა წლებშიც აქტიურად მონაწილეობდნენ. იმედი მაქვს, მომავალშიც ასე გაგრძელდება და მეტიც, ჩართულობა გაიზრდება კიდეც. მალე სკოლის ახალი შენობა გვექნება, რომელიც თანამედროვე ტექნოლოგიებით იქნება მოწყობილი და ვფიქრობ, ესეც ხელს შეუწყობს მოსწავლეთა კიდევ უფრო გააქტიურებას. „ეტალონის“ არსებობა მოსწავლეებისთვის, მათი მოტივაციის ასამაღლებლად ძალიან კარგი და მნიშვნელოვანია.“

ავთანდილ ხურციძე, შოთა ხურციძის სახელობის ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ საპრასიის საჯარო სკოლის დირექტორი:

„ეტალონის“ ინტელექტ-ჩემპიონატი ჩვენს სკოლაში უკვე ჩატარდა. რაიმე შეფერხებას ადგილი არ ჰქონია. ჩართულობა მაღალი იყო, ბავშვებმა მონაწილეობა სახლებიდან მიიღეს და კმაყოფილები არიან. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი სკოლა მცირეკონტინგენტიანია მოსწავლეთა ჩართულობა ყოველთვის მაინც მაქსიმალურია.“

რიმა მელია, ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ სალხინოს საჯარო სკოლის დირექტორი:

„აღნიშნული ჩემპიონატით სკოლის მოსწავლეები ძალიან კმაყოფილები არიან, ერთ-ერთ მათგანს ლუკა ხურციძეს ოქროს სიგელი გადაეცა. ჩემპიონატში ჩვენი სკოლის მოსწავლეები ადრეც მონაწილეობდნენ. პროექტი მოსწავლეებისთვის მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია. სიგელის გადაცემა, ჩართულობა ბავშვებს ახალისებთ. ამის გამო ისინი მეტად მოტივირებულები ხდებიან. ზოგადად, ბავშვებს სიახლეები მოსწონთ და შესაბამისად, მათთვის ეს პროექტიც ძალიან საინტერესო და ბევრისმომცემია.“


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება 

დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

„უფლის ჯვარცმით კაცობრიობამ განაჩენი საკუთარ თავსაც გამოუტანა“...

პასქა ხატისპური არ არის - რა დატვირთვა აქვს ამ ორ სარიტუალო ნამზადს - ეთნოგრაფის განმარტება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება