სიახლეები
საინტერესო

თანამედროვე ხელოვნების 10 ყველაზე უჩვეულო ფორმა
01-02-2018
-
+


თავდაპირველად, ხელოვანები  რეალობის აღწერისკენ მიილტვოდნენ და ალბათ, ვერც წაროიდგენდნენ, როგორ უცნაურ ფორმებს მიიღებდა ხელოვნება თანამედროვეობაში.                   

1. ანამორფული

არის გამოსახულების შექმნის ტექნიკა, რომელიც შესაძლოა, დაინახო მხოლოდ განსაზღვრული ადგილიდან და რაკურსით. ანამორფულ გამოსახულებას იყენებდა ლეონარდო და ვინჩიც მე-15 საუკუნეში.


 

ჟამთასვლასთან ერთად ტექნიკა დაიხვეწა და  შედეგად მივიღეთ „ქუჩის ხელოვნება“- ნახატები შენობის ვრცელ კედლებსა და გზებზე. 

თანამედროვე ანამორფოზის ყველაზე საინტერესო გამოხატულება ბეჭდვაა. სტუდენტებმა ჯოზეფ იგანმა და ჰანტერ ტომსონმა, რომლებიც გრაფიკურ დიზაინს სწავლობდნენ, კოლეჯის სივრცეებში  დამახინჯებული ტექსტები გამოფინეს, რომელთა წავითხვაც მხოლოდ განსაზღვრული წერტილიდან იყო შესაძლებელი.

 2. ფოტორეალიზმი


60-იანი წლებიდან  მოყოლებული ფოტორეალისტი მხატვრები ცდილობდნენ, შეექმნათ ტილოები რეალური ფოტოების მსგავსად. კადრის დეტალური, ზუსტი ხატვით ხელოვანები ქმნიდნენ „სურათის ცხოვრებას სურათიდან“.


3. მტვრიან ავტომობილებზე ხატვა

თანამედროვეობაში მტვრით ხატვაც ხელოვნებად ითვლება.

52 წლის გრაფიკული დიზაინერი სკოტ უვეიდი ცნობილი სწორედ ავტომობილის მტვრიან მინებზე შესრულებული ნახატებით გახდა.

ცნობილ კარიკატურებს ის მტვერზე თითით ასრულებს და ამით მეპატრონეებს ავტომობილების  სახელით ეუბნება: „გამრეცხე“.

 

სკოტი დღეს არაერთ  სამხატვრო გამოფენაზეა მიწვეული, მისი შემოქმედებით სარეკლამო კომპანიებიც დაინტერესდნენ.

4. ორგანული სითხეების გამოყენება ხელოვნებაში

ბრაზილიელი მხატვარი ვინიციუს კესადა ერთერთი ხელოვანთაგანია, რომელიც ტილოების შესაქმნელად საკუთარ სისხლს იყენებს. ამ გზით არტისტი  ნახატს იდუმალ წითელს სძენს და  სიურეალისტურ ატმოსფეროს ქმნის.

  

5. სხეულის ნაწილებით ხატვა

სხეულის სხვადასხვა ნაწილით ხატვა არა მხოლოდ შესრულების ახალ ტექნიკას, არამედ პოპულარობის მოპოვების მარტივ გზას წარმოადგენს. ეპატაჟური მხატვრები და მათი ხელოვნება, რომელზეც ბევრი ლაპარაკობს. 

მიმდინარეობის ერთერთი მოკრძალებული წარმომადგენელი ენი კ-ა, რომელიც ენით ასრულებს ნახატს.

6. „სამგანზომილებიანი ნახატების საპირისპიროდ“

გამოხატვის ტექნიკა, რომელიც სამგანზომილებიან  გამოსახულებას ორ, უფრო ცოცხალ განზომილებას ანიჭებს.

ამ სტილის ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენელი ალექს მიდია ლოს-ანჯელესიდან.

 

თავის ნამუშევრებში ის აკრილის  არატოქსიკურ საღებავს იყენებს, შედეგად  ხელოვანი თავის ასისტენტებს სთხოვს, რომ  უსულო, ორგანზომილებიან პორტრეტებს დაემსგავსნონ. მიდის შემოქმედებაში, როგორც წესი, მთავარი გმირი კედელთან მჯდომი ადამიანია, რომელიც ისეთ ფერებშია  შეღებილი, რომ დამთვალიერებელს შეუქმნას ილუზია-მათ წინაშე ჩვეულებრივი ტილო, ჩვეულებრივი პორტრეტია წარმოდგენილი.

არტისტმა ამ სტილით ხატვა 2008 წელს დაიწყო და ფართო საზოგადოებას ნამუშევრები 2009 წლიდან წარუდგინა. 

7. ჩრდილები ხელოვნებაში

ჩრდილის ბუნების წამიერი გამოვლინებაა, რომელიც რთულია დაიჭირო. უცნობია, როდის დაიწყო ხელოვნებამ მისით დაინტერესება, მაგრამ თანამედროვე ხელოვანები  საგნებისა და განათების არაორდინალური განლაგებით ოსტატურად ახერხებენ ჩრდილისგან ხელოვნების ნიმუშების შექმნას. 

 

 ამ სტილის ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენლები კუმი იამაშიტა და ფრედ ერდერკესი არიან.

 

8. „საპირისპირო წარწერები“

როგორც მტვრიან ავტომობილებზე ხატვა, ამ სტილის მიდგომაც ზედმეტი ჭუჭყის მოცილების ტექნიკას ემყარება. ყველაფერი მხატვარ პოლა კერტისისგან დაიწყო, რომელმაც პირველი ნამუშევარი ნიკოტინისგან გაშავებულ კედელზე შექმნა რესტორანში, სადაც თავად მუშაობდა.

9. სხეულის ხელოვნების ილუზია

სხეულის მოხატვის კულტურა საუკუნეებია არსებობს და ამ მხრივ საკუთარ ძალებს ჯერ კიდევ ძველ ეგვიპტეში ცდიდნენ. „სხეულის ხელოვნების ილუზიას“ უძველესი პრაქტიკა თანამედროვეობის ახალ ხარისხში აჰყავს.

 

მიმდინარეობა  სახატავ ობიექტად სხეულს იყენებს, თანაც ისე, რომ დამთვალიერებელს უჩვეულო ილუზიას უქმნის.

ამ სტილის ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენელი იაპონელი ხიკარუ ჩო და მისი ილუზიური ქმნილებებია.

10. სინათლით ხატვა 

ხელოვნებაში ამ მეთოდის გამოყენება 1935 წლიდან იწყება, როდესაც სიურეალისტი მხატვარი მან რეი საკუთარი გამოსახულების შესაქმნელად იყენებს ფოტოაპარატს ღია ჩამკეტით. 

დიდი ხნის განმავლობაში ვერავინ ხვდებოდა,საიდან ისახებოდა სინათლის სხივები ფოტოზე. მხოლოდ 2009 წელს გახდა ცნობილი, რომ ნათება არ იყო შემთხვევითობა და ეს სარკისებრი ეფექტის გამოყენება მხატვრის ხელწერას წარმოადგენდა.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

მასწავლებლობის მაძიებლობის პერიოდის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ნიმუში დამტკიცდა

2200 ლარიანი ვაკანსია - განაცხადის წარდგენის ვადა 3 დღეში იწურება - რამდენი კადრი უნდა შეირჩეს

არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება 

დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

„უფლის ჯვარცმით კაცობრიობამ განაჩენი საკუთარ თავსაც გამოუტანა“...

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

კონკურსი მოსწავლეთა მაღალი ჩართულობითა და აქტიურობით წარიმართა

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება