უნივერისტეტში დაბრუნებისთვის დეტალური პროტოკოლი ცნობილია
07-10-2021
დაკოპირებულია
-
+
ჯანდაცვის სამინისტრომ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის დასწრებითი სწავლების გასაახლებლად დეტალური პროტოკოლი შეიმუშავა. დოკუმენტში გაწერილია რეკომენდაცები და ვალდებულებები სტუდენტების, ლექტორებისა და უნივერსიტეტის თანამშრომლებისთვის, რომელიც რამდენიმე ნაწილისგან შედგება.
მათ შორისაა: უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სივრცეში გადაადგილების შესახებ ინფორმაცია, სავალდებულო დისტანცია საგანმანათლებლო პროცესის დროს დახურულ და ღია სივრცეებში, რეკომენდაციები კვების პროცესისადმი, ვალდებულებები სასწავლო სივრცეებისთვის, რეკომენდაციები უმაღლესი სამედიცინო განათლების დაწესებულებებში კლინიკურ დისციპლინებში სწავლებისათვისვალდებულებები საგამოცდო ცენტრებისთვისა და პედაგოგთა/თანამშრომლეთა და სტუდენტთა ვალდებულებები.
ძირითადი რეკომენდაციები:
უზრუნველყავით უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სტუდენტთა, პედაგოგთა, თანამშრომელთა და სხვა პირთა დაშვება უსაფრთხო დისტანციის დაცვით;
შესასვლელთან განახორციელეთ თერმოსკრინინგი, რათა გააკონტროლოთ როგორც სტუდენტებისა და პედაგოგების, ასევე ყველა თანამშრომლისა და ვიზიტორის ჯანმრთელობის მდგომარეობა, ტემპერატურის გაზომვით;
სტუდენტის/პედაგოგის/თანამშრომლის ჯანმრთელობაზე მეთვალყურეობის მიზნით, ექიმის/ექთნის არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყავით სამედიცინო პუნქტის/კაბინეტის ფუნქციონირება;
დაწესებულებაში ცხელების/რესპირატორული სიმპტომების დაფიქსირების შემთხვევისთვის გამოყავით სპეციალური საიზოლაციო ოთახი, სადაც მოხდება პირის დროებითი დაყოვნება საჭიროების შემთხვევაში, მათ შორის, სასწრაფო დახმარების მოსვლამდე;
საიზოლაციო მიზნებისთვის გამოყენებული ოთახი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:
უზრუნველყოფილი იყოს ოპტიმალური ბუნებრივი ვენტილაციით;
აღჭურვილი იყოს დასაჯდომი/მოსასვენებელი საშუალებებით (სკამი/სავარძელი/ტახტი);
ხელმისაწვდომი იყოს ხელის ჰიგიენის საშუალებები: ხელსაბანი, ნიჟარა და თხევადი საპონი, ან ხელის სანიტაიზერი;
ყოველი გამოყენების შემთხვევაში საიზოლაციო ოთახი უნდა დამუშავდეს სველი წესით;
დაწესებულებების და სასადილოს შესასვლელში განათავსეთ დეზობარიერი, გამოყენების შესაბამისი სავალდებულო ნიშნის მითითებით;
თვალსაჩინო ადგილას გამოაკარით ინფორმაცია COVID-19 ვირუსთან დაკავშირებული პრევენციული ღონისძიებების შესახებ;
უზრუნველყავით პედაგოგთა/თანამშრომელთა და სტუდენტთა დაშვება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მხოლოდ ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით (ნიღაბი, საჭიროების შემთხვევაში სახის ფარი/დამცავი სათვალე);
სასწავლო აუდიტორიები, ადმინისტრაციული სათავსები და საერთო სარგებლობის ფართები აღჭურვეთ გამოყენებული ერთჯერადი ხელსახოცებისა თუ სხვა ჰიგიენური ნარჩენებისთვის განკუთვნილი კონტეინერებით (დახურული კონტეინერებით, სატერფულით გახსნის შესაძლებლობით), რომლებშიც ჩაფენილი იქნება ერთჯერადი პოლიეთილენის პარკი. ნარჩენების პარკი ამოიღეთ და განკარგეთ ერთჯერადი ხელთათმანების გამოყენებით. უზრუნველყავით ასეთი ნარჩენების დროული გატანა შესაბამისი პირის/სამსახურის მიერ;
უზრუნველყავით პედაგოგები/თანამშრომლები და სტუდენტები ხელის დაბანის გამართული საშუალებებით (ხელსაბანი ნიჟარა, თხევადი საპონი და ხელის გასამშრალებელი ერთჯერადი ხელსახოცი);
სამუშაო ადგილებზე განათავსეთ ხშირად შეხებადი ზედაპირების დასამუშავებელი სადეზინფექციო საშუალებები და უზრუნველყავით მათი სწორად მოხმარების პრაქტიკა (შესაბამისი წესების შემუშავება და ლექტორების/თანამშრომლების/სტუდენტების ინფორმირება/ტრენირება);
პერიოდულად, დღეში რამდენჯერმე, უზრუნველყავით სამუშაო სივრცეების ბუნებრივივენტილაცია;
უზრუნველყავით საერთო სამუშაო ფართის ყოველდღიური დეზინფექცია;
უზრუნველყავით სახელურების, ლიფტის ღილაკების, მოაჯირების, კარების სახელურების და ხშირად გამოყენებული ზედაპირების სანიტარიული დამუშავება პერიოდულად (2-საათიანი ინტერვალებით);
უზრუნველყავით სანიტარიული წერტილების პერიოდული დეზინფექცია;
დაწესებულება ვალდებულია სასწავლებლის ტერიტორიაზე გასაწევი ეკონომიკური საქმიანობის (კვებით მომსახურება, არაფორმალური საგანმანათლებლო მომსახურება და სხვა) განმახორციელებელ პირს მოსთხოვოს „სამუშაო ადგილებზე ახალი კორონავირუსის (COVID- 19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით რეკომენდაციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 29 მაისის №01-227/ო ბრძანების მოთხოვნათა უზრუნველყოფა;
საერთო საცხოვრებლის (კამპუსის) ფუნქციონირება ხორციელდება „სამუშაო ადგილებზე ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით რეკომენდაციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 29 მაისის №01-227/ო ბრძანების №16 დანართის „ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციასთან (COVID-19) დაკავშირებული ზოგადი რეკომენდაციები სასტუმროებისთვის“ შესაბამისად;
უზრუნველყოს სამუშაო სივრცის სველი წესით დალაგება/დეზინფექცია ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 25 მარტის №01-123/ო ბრძანების „ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) გავრცელების პრევენციისა და მართვის უზრუნველყოფის მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ შესაბამისი დანართით გათვალისწინებული წესით.
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სივრცეში გადაადგილება:
შენობის გარე პერიმეტრი (ასეთის არსებობის შემთხვევაში; გარე პერიმეტრად შესაძლებელია განხილულ იქნეს შესასვლელი, ეზო, შენობის მიმდებარე ღია სივრცეში განთავსებული ტერიტორია) გამოიყენეთ თერმოსკრინინგის ჩასატარებლად;
შენობაში შესვლა პედაგოგების, თანამშრომლებისა და ვიზიტორებისთვის დასაშვებია მხოლოდ პირბადით, ხოლო საჭიროების შემთხვევაში სხვა ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით (დამცავი ფარი/დამცავი სათვალე, ბახილი, ხალათი);
პირი, რომელიც ატარებს თერმოსკრინინგს, ვალდებულია ეკეთოს პირბადე და იცავდეს არანაკლებ 1-მეტრიან დისტანციას;
თერმოსკრინინგისას ცხელების - 370С ან 370С -ზე მეტი ტემპერატურის დაფიქსირების შემთხვევაში, პირი ექვემდებარება ტემპერატურის გადამოწმებას ვერცხლისწყლის თერმომეტრით 15-წუთიან შუალედში, მოსაცდელ სივრცეში (ვერცხლისწყლის თერმომეტრი სავალდებულოა დამუშავდეს სადეზინფექციო ხსნარით ყოველი გამოყენების შემდეგ);
ტემპერატურის გადამოწმების შემდეგ 370С ან 370С -ზე მეტი ტემპერატურის დადასტურების შემთხვევაში:
პირი არ დაიშვება დაწესებულებაში და ვალდებულია მიმართოს ოჯახის ექიმს;
სტუდენტის/პედაგოგის, თანამშრომლის დროებითი დაყოვნება (ასეთის საჭიროების შემთხვევაში) უნდა მოხდეს საიზოლაციო ოთახში;
საჭიროების დროს დაუკავშირდით 112-ს შესაბამისი სამედიცინო სერვისის მისაღებად, გადამისამართების მიზნით;
დაფიქსირებული ცხელების შემთხვევები უნდა აღირიცხოს შესაბამის ფორმაში.
სავალდებულო დისტანცია საგანმანათლებლო პროცესის დროს დახურულ და ღია სივრცეებში:
სასწავლო აუდიტორიებში მაგიდების/მერხების განლაგება მიზანშეწონილია მოხდეს იმგვარად, რომ სტუდენტები არ ისხდნენ ერთმანეთის პირისპირ და მათ (სტუდენტებს) შორის უზრუნველყოფილი იყოს „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებით განსაზღვრული დისტანციის დაცვა;
მაგიდების პირისპირ განლაგების აუცილებლობის შემთხვევაში, უზრუნველყავით მაგიდებს შორის არანაკლებ 2 მ-იანი დისტანცია;
ლექციის/სემინარის დროს პედაგოგს (როგორც სპიკერს) უნდა ეკეთოს პირბადე იმ შემთხვევაში, თუ მაგიდები განლაგებულია იმგვარად, რომ მასსა და სტუდენტებს შორის შეუძლებელია 2-მეტრიანი დისტანციის დაცვა.
ამ წესის საილუსტრაციოდ, სასწავლო აუდიტორიებში აუცილებელია შესაბამისი სტიკერებით მოინიშნოს უსაფრთხო დისტანციის განსსაზღვრელი ადგილები.
რეკომენდაციები კვების პროცესისადმი:
დაწესებულების სასადილოს ფუნქციონირება შესაძლებელია, თუ ის აკმაყოფილებს „სამუშაო ადგილებზე ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით რეკომენდაციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 29 მაისის №01-227/ო ბრძანების №17 დანართის „ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციასთან (COVID-19) დაკავშირებული ზოგადი რეკომენდაციები საზოგადოებრივი კვების ობიექტებისთვის“ მოთხოვნებს;
არ დაუშვათ სასადილოს ფუნქციონირება, თუ შეუძლებელია მომხმარებელთა რიგში დგომის დროს უსაფრთხო დისტანციის დაცვა;
სასადილოს შესასვლელთან ახლოს, შიდა სივრცეში ხელმისაწვდომი უნდა იყოს ფუნქციონირებისთვის გამართული ხელსაბანები.
ვალდებულებები სასწავლო სივრცეებისთვის:
პედაგოგები/ასისტენტები სამუშაო ადგილას გამოცხადნენ წინასწარ შედგენილი ცხრილის მიხედვით;
პედაგოგები/ასისტენტები და სტუდენტები მაგიდებთან არ განათავსოთ ერთმანეთის პირისპირ;
ინტენსიურად გამოიყენეთ ბუნებრივი ვენტილაცია;
უზრუნველყავით სამუშაო ადგილზე ხელის პერიოდული დეზინფექციისთვის საჭირო სულ მცირე 70% ალკოჰოლის შემცველი ხელის დასამუშავებელი ხსნარის განთავსება;
არ დაუშვათ სამუშაო სივრცეში პედაგოგების/ასისტენტები და სტუდენტები, სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე, აუცილებელი ინდივიდუალური დაცვის საშუალების გარეშე, მათ შორის:
ნიღაბი;
ხელთათმანი;
სახის დამცავი ფარი;
საჭიროების შემთხვევაში, ბახილები;
სპეც. ტანსაცმელი/ხალათი;
უზრუნველყავით გამოყენებული ერთჯერადი ხელსახოცებისა თუ სხვა გამოყენებული ჰიგიენური ნარჩენებისთვის დახურული კონტეინერების განთავსება, რომელშიც ჩაფენილი იქნება ერთჯერადი პლასტიკური პაკეტი. ნარჩენების პარკის ამოღება და განკარგვა მოახდინეთ ერთჯერადი ხელთათმანების გამოყენებით. უზრუნველყავით ასეთი ნარჩენების დროული გატანა შესაბამისი პირის/სამსახურის მიერ.
რეკომენდაციები უმაღლესი სამედიცინო განათლების დაწესებულებებში კლინიკურ დისციპლინებში სწავლებისათვის:
სტაციონარულ და ამბულატორიულ სამედიცინო დაწესებულებებში (მათ შორის, სტომატოლოგიურ კაბინეტებში) პრაქტიკული სწავლებისას უზრუნველყავით სტუდენტთა ნაკადის დაყოფა ისე, რომ გამოირიცხოს მათი კრიტიკული რაოდენობის თავშეყრა კლინიკურ სივრცეში. ერთდროულად დასაშვები სტუდენტების მაქსიმალური რაოდენობა კლინიკური სივრცის სპეციფიკისგან დამოკიდებულებით განისაზღვრება კონკრეტული სამედიცინო დაწესებულების ინფექციის კონტროლზე პასუხისმგებელ პირთან/ეპიდემიოლოგთან შეთანხმებით;
კლინიკურ დისციპლინებში პრაქტიკული მეცადინეობებისას ასევე გათვალისწინებულ უნდა იყოს კლინიკაში არსებული და სახელმწიფოს მხრიდან დაწესებული წესები და შეზღუდვები, რაც შესაძლოა შეეხებოდეს დამატებითი უსაფრთხოების ღონისძიებების გატარებას სხვადასხვა რისკის პირობებში (მათ შორის, რისკის ზონების შესაბამისი ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გამოყენებისა და უსაფრთხოების ღონისძიებებისადმი განსაზღვრული მოთხოვნები).
ვალდებულებები საგამოცდო ცენტრებისთვის:
მაგიდების განლაგებისას გამოიყენეთ სტუდენტებს შორის 2 მ დისტანციის შესაძლებლობა;
არ დაუშვით საგამოცდო ცენტრში პედაგოგები და სტუდენტები ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გარეშე;
სტუდენტები მაგიდებთან არ განათავსოთ ერთმანეთის პირისპირ;
საგამოცდო ცენტრში სტუდენტების მისაღებად გამოიყენეთ ცვლებში მუშაობის რეჟიმი;
ყოველი ცვლის შემდგომ გამოიყენეთ სანიტარიული შესვენება;
უზრუნველყავით საგამოცდო დარბაზის შესასვლელში ხელის დეზინფექციისთვის საჭირო სულ მცირე 70% ალკოჰოლის შემცველი ხელის დასამუშავებელი ხსნარის განთავსება;
უზრუნველყავით გამოყენებული ერთჯერადი ხელსახოცებისა თუ სხვა გამოყენებული ჰიგიენური ნარჩენებისთვის დახურული კონტეინერების განთავსება, რომელშიც ჩაფენილი იქნება ერთჯერადი პლასტიკური პაკეტი. ნარჩენების პარკის ამოღება და განკარგვა მოახდინეთ ერთჯერადი ხელთათმანების გამოყენებით. უზრუნველყავით ასეთი ნარჩენების დროული გატანა შესაბამისი პირის/სამსახურის მიერ.
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბიბლიოთეკა:
დაწესებულების ბიბლიოთეკის ფუნქციონირება უნდა განხორციელდეს „სამუშაო ადგილებზე ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით რეკომენდაციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 29 მაისის №01-227/ო ბრძანების № 36 დანართის შესაბამისად.
პედაგოგთა/თანამშრომლეთა და სტუდენტთა ვალდებულებები:
დაიცავით ჰიგიენის წესები სასწავლო დაწესებულების სივრცეში;
გამოიყენეთ სრულად ინდივიდუალური დაცვის საშუალებები;
ჩაიტარეთ ხელების ადეკვატური ჰიგიენა (სულ მცირე 70% სპირტის შემცველი ხელის საწმენდი საშუალებების გამოყენება იმ შემთხვევაში, როცა ვერ ხერხდება ხელების დაბანა. ხილული დაბინძურების, ან ბიოლოგიური სითხეების მოხვედრისას სავალდებულოა ხელების წყლითა და საპნით დაბანა);
მოერიდეთ ხელებით თვალებზე, ცხვირსა და პირზე შეხებას. მუშაობის პერიოდში უზრუნველყავით თმის შეკვრა/მჭიდროდ დამაგრება, რათა მაქსიმალურად შეიზღუდოს თმების სახის ზედაპირთან შეხება.