სიახლეები
სამასწავლებლო

ჯუგაანში ბავშვები თანამედროვე სტანდარტების შესაბამის სკოლაში სწავლობენ
31-01-2018
-
+


სანდრო შანშიაშვილის სახელობის სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუგაანის საჯარო სკოლა 2010 წელს აშენდა. სკოლაში სადაც 228 მოსწავლე  სრულად აკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს. სკოლის შესახებ დირექტორი, ქალბატონი მარიამ ბოლაშვილი გვესაუბრა.

- ჯუგაანის საჯარო სკოლა 1930 წლიდან არსებობს. 2010 წლამდე ვსწავლობდით ძველ, ამორტიზირებულ შენობაში, ხოლო 2010 წელს მსოფლიო ბანკის დაფინანსებით აშენდა ახალი ოთხსართულიანი შენობა, რომელიც სრულად პასუხობს თანამედროვე სკოლის მოთხოვნებს. შენობა მორგებულია სსსმ მოსწავლეებზე. ყველაფერთან ერთად სართულებს შორის არის მოძრავი ლიფტი. სკოლა თბება ცენტრალური გათბობით, ყველა სართულზეა კეთილმოწყობილი სველი წერტილები. გვაქვს თანამედროვე სპორტდარბაზი, სააქტო დარბაზი და დიდი ბიბლიოთეკა. სკოლაში ფუნქციონირებს სპორტული და საგანმანათლებლო წრეები. 

 

- რამდენი მოსწავლეა სკოლაში?

- 228 მოსწავლეა. 33 მასწავლებლიდან 14 სერტიფიცირებულია. ყოველწლიურად მოსწავლეთა უმეტესობა უმაღლეს სასწავლებლებში მაღალი ქულებით ირიცხება და მოპოვებული აქვთ სახელმწიფო გრანტი. მაღალი შედეგი გვაქვს ოლიმპიადებში, აქტიურად მონაწილეობენ მხატვრულ და სპორტულ ღონისძიებებშიც. ჩვენი მოსწავლე შოთა უგრეხელიძე მიწვეულია და თამაშობს მილანის ახალგაზრდულ ნაკრებში. შოთა ალადაშვილს წარმატებები აქვს სპორტის სახეობა „კარატეში“. მან  საქართველოს ჩემპიონატში პირველი ადგილი და „შავი ქამარი“ მოიპოვა.  

- სკოლას მრავალფეროვანი ბიბლიოთეკა ჰქონია. ხშირად სტუმრობენ მოსწავლეები ბიბლიოთეკას?

- მართალი ხართ, სკოლის ბიბლიოთეკა მდიდარია მხატვრული ლიტერატურით. თითქმის ყველა დასვენებაზე  და საგაკვეთილო პროცესის დასრულების შემდეგ ბიბლიოთეკის ოთახი ბავშვებით სავსეა.

 

- რა სახის ღონისძიებებს ატარებთ სააქტო დარბაზში ყველაზე ხშირად?

- სააქტო დარბაზში  ტარდება საშემოდგომო, საახალწლო და საგაზაფხულო  ღონისძიებები. როგორც დაწყებითი კლასის მოსწავლეებში, ასევე უფროსკლასელებში, ყოველწლიურად ტარდება გამოსაშვები საღამოები.  ასევე იმართება მოსწავლეთა თვითმმართველობის წევრების მიერ დაგეგმილი სასკოლო  ღონისძიებები.



კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

სასკოლო თემთან მომუშავე ფსიქოლოგების შერჩევა დაიწყო - კვალიფიკაცია, ანაზღაურება და განაცხადის ვადები ცნობილია

რომელ რესურსცენტრს ჰყავს ყველაზე მეტი მედალოსანი მოსწავლე - დეტალური სტატისტიკა 

2024 წლის პროფესიული განათლების მასწავლებლის ვინაობა ცნობილია - პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულები გამოვლინდნენ

 პროექტი მარტის ბოლოდან ყველა საჯარო სკოლას შეეხება - დეტალები

პიროვნება

„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“

სკოლები

„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“

ღონისძიების მთავარი თემა იყო საქართველოს ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის შესწავლა

კიდევ ერთი ლამაზი და სამახსოვრო დღე შეემატა მოსწავლეთა მოგონებათა ყულაბას

სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა

მათ შექმნეს კედლის გაზეთი, წარმოადგინეს საკუთარი ნააზრევი დედასთან დაკავშირებით

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება