სიახლეები
ინტერვიუ

„დამსახურებული მასწავლებლების გამოცდილება და ახალგაზრდების მონდომება კარგ შედეგს გვაძლევს“ - თენგიზ გულორდავა, თბილისის N106 საჯარო სკოლის დირექტორი
08-10-2021
-
+


ზურაბ იარაჯულის სახელობის თბილისის N106 საჯარო სკოლის დირექტორი, თენგიზ გულორდავა უკვე 40 წელია, რაც თაობების აღზრდა-განათლებას ემსახურება. თავიდან მასწავლებლად დაიწყო მუშაობა, შემდეგ იყო დირექტორის მოადგილე, სასწავლო ნაწილი, დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის განათლების განყოფილების ინსპექტორ-მეთოდისტი და ბოლოს, სკოლის მართვის სადავეები აიღო ხელში. როგორც თავად Etaloni.ge-ს უამბო, სკოლა მისთვის ის ადგილი აღმოჩნდა, სადაც საკუთარი თავი იპოვა და ვიდრე შესაძლებლობა ექნება, საყვარელ საქმეს ერთგულად მოემსახურება.

თენგიზ გულორდავა:  მთელი ცხოვრება სკოლაში ვმუშაობ - 1980 წლიდან. გავიარე ყველა საფეხური, ვიყავი: პედაგოგი, დირექტორის მოადგილე, სასწავლო ნაწილი, დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის განათლების განყოფილების ინსპექტორ-მეთოდისტი და დღეს დირექტორი გახლავართ. სასკოლო გარემო არის მთელი ჩემი ცხოვრება და დღესაც, თავიდან, რომ ვიწყებდე კარიერას  იგივე გზას ავირჩევდი. ბავშვი და სკოლა ჩემთვის ყველაფერია.

- რატომ აირჩიეთ პედაგოგის პროფესია?

- სიმართლე გითხრათ, თავიდან არ მიფიქრია ამ პროფესიაზე, მაგრამ, როცა სკოლაში დავიწყე მუშაობა იმდენად გამიტაცა ამ ყველაფერმა, რომ სურვილი არ მქონია სხვა გზას დავდგომოდი. საკუთარი თავი ვიპოვე აქ და უკვე, 40 წელია თაობების აღზრდა-განათლებას ვემსახურები. ვიდრე შესაძლებლობა მექნება, იქამდე გავაგრძელებ ჩემს საქმეს.

- როგორ ჩაიარა დასწრებით სწავლების პირველმა კვირამ?

- ორგანიზებულად დავიწყეთ დასწრებით სასწავლო პროცესი. იმისთვის, რომ სკოლაში უსაფრთხო გარემო იყოს განათლების სამინისტრომ მოგვამარაგა ყველა საჭირო ინვენტარით, ასევე მოგვაწოდა რეკომენდაციები. ჩვენი ტექნიკური პერსონალის დაუღალავი შრომის შედეგად კი, სკოლა მოწესრიგებული შეხვდა სწავლის საკლასო ოთახებში განახლებად.

- ემოციური იყო ბავშვებისთვის სკოლაში დაბრუნება?

- მართლაც, ძალიან ემოციური იყო. ამდენი სიხარულით გაბრწყინებული თავლები დიდი ხანია არ მინახავს. საკლასო ოთახში დაბრუნებას დიდი სიხარულით შეხვდნენ, როგორც მოსწავლეები, ასევე მასწავლებლები და მშობლები.

- სწავლების ჰიბრიდული მეთოდი აირჩიეთ, თუ მხოლოდ დასწრებით ფორმატში მიმდინარეობს თქვენთან საგაკვეთილო პროცესი?

- მე-12 კლასელები გადავიდნენ დისტანციურ სწავლებაზე, დანარჩენი - სასკოლო გარემოში აგრძელებს სასწავლო პროცესს. თუმცა, იქედან გამომდინარე, რომ სკოლაში ბევრი ბავშვი სწავლობს, მოგვიწია ონლაინ-ჯგუფების შექმნა - თითო კლასიდან ერთმა მოსწავლემ მაინც გააკეთა არჩევანი დისტანციურზე. ეს განპირობებულია იმით, რომ მშობელთა ნაწილს ჯერ კიდევ ეშინია სკოლაში ბავშვის მოყვანა, ზოგმაც ჯანმრთელობის მდგომაროების გამო შეიკავა თავი. იმედი მაქვს, შიშის საფუძველი მალე აღარ ექნებათ მშობლებს და ბავშვები დაუბრუნდებიან სკოლის შენობას.

- რამდენად შეძლებთ პირისპირ სწავლების შენარჩუნებას, ბატონო თენგო?

- პედაგოგიდან დაწყებული, ჩემით დამთავრებული საამისოდ ყველას სრული მობილიზება გვაქვს. განათლების სამინისტროს მიერ უზრუნველყოფილები ვართ და ჩვენც მაქსიმალურად ვიცავთ თითოეულ რეკომენდაციას: ცვლებს შორის ორივე სასწავლო კორპუსი სუფთავდება და მუშავდება, ხოლო სასწავლო დღის დასრულებისთანავე - მთლიანი სკოლის შენობა; ტარდება ყოველდღიური თერმოსკრინინგი და თუ ვინმეს ტემპერატურა დაუფიქსირდება, მშობლის მოსვლამდე გადაგვყავს იზოლირებულ ოთახში. ჩვენთან ზოგადად, წინა წელსაც ცოტა შემთხვევა დაფიქსირდა ინფიცირების.

- როგორ ფიქრობთ, რამდენად უნდა ჰქონდეს სკოლას უფლება, თავად გადაწყვიტოს სწავლების რომელ ფორმას აირჩევს?

- ჩვენ დამოკიდებული ვართ საერთო ეპიდსიტუაციაზე. ინდივიდუალური გადაწყვეტილების მიღებისგან თავს შევიკავებდი, რადგან უდიდესი პასუხისმგებლობაა. სკოლებს ჯანდაცვის და განათლების სამინისტროები დეტალურ რეკომენდაციებს გვაძლევს და იმედია, ყველაფერი კარგად წარიმართება.


- საყოველთაო ვაქცინაციაში თუ ხართ ჩართული და რამდენად ემხრობით, რომ ვაქცინა მასწავლებლებისთვის სავალდებულო გახდეს?

- რა თქმა უნდა, ჩართულები ვართ და პირველი მე ვიყავი ჩემს სკოლაში, ვინც ვაქცინა გაიკეთა - მაგალითი მივეცი დანარჩენებს. ჩემი კოლექტივის უკვე 74 % აცრილია, ნაწილი უახლოეს პერიოდში აიცრება და არიან ისეთები ვისთვისაც ჯერ არ შეიძლება ვაქცინის გაკეთება  ან კიდევ, ჯანმრთელობის მდგომაროება არ უწყობს ხელს. ნამდვილად ვერ ვხედავ იმის საჭიროებას, რომ ვაქცინა სავალდებულო გახდეს პედაგოგებისთვის, არავითარი დაძალება არ უნდა იყოს. სკოლაში მოდიან სამედიცინოს სფეროს წარმომადგენლები და სავალდებულო ტესტირებას უტარებენ პედაგოგებს - პირველი ეტაპი წარმატებით გავიარეთ.

- რამდენად უსაფრთხოა სკოლის შენობაში Covid-19-ის დასადგენი ტესტირების ჩატარება?

- ჩვენ გვაქვს ცალკე იზოლირებული ექიმის ოთახი, სადაც ყველანაირი პირობაა დაცული, რომ ეს პროცესი უსაფრთხოდ ჩატარდეს.

- ალბათ, მესამე თაობის ახალი ეროვნული გეგმის დანერგვის პროცესში ჩართული ხართ, როგორი დამოკიდებულება აქვთ ამ რეფორმის მიმართ მასწავლებლებს?

- ჩვენი სკოლა თებერვლიდან ჩაერთო აღნიშნულ მოდელში, რომელმაც ხელი შეუწყო მასწავლებლებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას. პედაგოგებმა ერთმანეთს გაუზიარეს ცოდნა და გამოცდილება, შეადგინეს სასწავლო კურუკულუმები. კომპლექსური დავალებები შესაძლებლობას იძლევა, ყველა ბავშვი ჩაერთოს საგაკვეთილო პროცესში და თეორიული ცოდნა პრაქტიკაში გადმოიტანონ. ასევე, გაძლიერდა ინტეგრირებული გაკვეთილების ხარისხი, მოსწავლეები უკვე კარგად აკავშირებენ ერთმანეთს სხვადასხვა საგანში მიღებულ ცოდნას. ნამდვილად შრომატევადია ამ მოდელით მუშაობა, მაგრამ საბოლოო შედეგიც კარგია.

პედაგოგებსაც დადებითი დამოკიდებულება აქვთ - ჩემთან უკმაყოფილო არავინ ყოფილა. ყველა ერთხმად ვთანხმდებით, რომ მათი შრომა გაიზარდა, მაგრამ შედეგი დადებითად აისახება, როგორც მოსწავლეებზე, ასევე მასწავლებლებზე.

- ამის ფონზე, რამდენად დაფასდა ეს პროფესია?

- ეს განათლების სამინისტროს გადასაწყვეტია, მაგრამ როგორც ვიცი ამ საკითხზე მუშაობენ და პედაგოგების ხელფასები უახლოეს მომავალში გაიზრდება.

- რამდენად არის მასწავლებლის პროფესიის მიმართ დაინტერესება? ვაკანსიის გამოცხადების დროს ახალგაზრდები არიან სკოლაში მუშაობის მსურველები?

- მოსწავლეთა კონტინგენტის გაზრდამ საგაკვეთილო საათების დამატება გამოიწვია, რამაც საჭირო გახდა ახალი კადრების შემოყვანის. თავად ბევრი ახალგაზრდა დავასაქმე სკოლაში. მათ შორის ისეთები, რომლებსაც ახალი დამთავრებული ჰქონდათ უნივერსიტეტი. თითოეული მათგანი კარგად შეეწყო სასწავლო გარემოს და დღეს უკვე მოსწავლეების საყვარელი მასწავლებლები არიან. წელსაც კი 8 ახალი კადრი ავიყვანე და მიხარია, რომ ჩვენს სკოლაში ბევრი ახალგაზრდა დასაქმდა.

- რამდენად კარგია ახალგაზრდა კადრი სკოლისთვის და არის თუ არა მოსწავლეებისგან ამის მოთხოვნა?

- მშობლების და მოსწავლეების თითქმის 90% ითხოვს ახალგაზრდა მასწავლებელს, რადგან სწავლების ახალი მიდგომები აქვთ და ჩემი აზრით, ეს კარგია. თუმცა, დიდი პატივს ვცემ იმ დამსახურებული მასწავლებლებს, რომლებიც წლებია სკოლაში ასწავლიან. მათი გამოცდილება და ახალგაზრდების მონდომება კარგ შედეგს გვაძლევს.

- თუმცა, არის ისეთი საგნები, სადაც პედაგოგების დეფიციტია და რთულია ახალგაზრდა კადრის პოვნა...

- დიახ, განსაკუთრებით ქიმია-ფიზიკის მასწავლებლებში. ამ მიმართულებით ისევ ძველი კადრის დახმარება გვჭირდება იმისთვის, რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა დავასაქმოთ. მათი გვერდით დგომით გავზარდეთ ბრწყინვალე პედაგოგები. ჩემი სკოლის დამსახურებული მასწავლებლები არ იშურებენ ძალ-ღონეს და ახალგაზრდებს უზიარებენ თავიანთ ცოდნას და გამოცდილებას.

- პრაქტიკოსი მასწავლებლების ფონზე, ხომ არ იჩაგრებიან მაძიებლები მასწავლებლის გამოცდაზე კრედიტების თვალსაზრისით?

- არ მგონია, სამაგიეროდ პარაქტიკოს მასწავლებელს გამოცდის გარდა სხვა გზითაც უნდა დაეგროვებინა კრედიტები.​ მაძიებლებს 2 წელი აქვთ მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად და ორივე შემთხვევაში არ მგონია, რამე რთული იყოს.

- და, პრაქტიკოსების დაუსრულებელ შანსზე რას ფიქრობთ?

- მასწავლებელმა უნდა დაადასტუროს თავისი კომპეტენცია, ეს მისი წინსვლისთვის და განვითარებისთვის აუცილებელია.

 - წლებია განათლების სფეროში ხართ და განათლების მინისტრი, რომ  იყოთ რას შეცვლიდით?

- მეტი დაფასება და აღიარება სჭირდება პედაგოგს, თუ შესაძლებლობა მექნებოდა, აუცილებლად მოვუმატებდი ანაზღაურებას.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

როგორია ხალი წელი ხელოვნების გაკვეთილზე? - დღეს მოგიყვებით კრეატიულობისა და მხიარულების სინთეზზე... 

ანაზღაურება 2640 ლარია და საკვალიფიკაციო მოთხოვნები ცნობილია - ვაკანსიაზე განაცხადის გაგზავნისთვის ბოლო ვადა დღეს არის

საქართველოში მოსწავლეთა 11.3%, ელექტრონულ სიგარეტს, 11.6% კი თამბაქოს მოიხმარს - დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი

განათლებული მასწავლებელი ინვესტიციაა განათლებულ მომავალში

რა ცვლილებები შეეხება ადგილობრივ სკოლამდელ დაწესებულებებს ცნობილია

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

როგორც სკოლაში გვითხრეს, პროექტი ტრადიციად იქვევა 

16 დეკემბერს კი, მე-8 კლასის მოსწავლეებმა ინგლისური ენის მასწავლებლის სოფიო ალფაიძის ორგანიზებით ჩაატარეს ინგლისურენოვანი ღონისძიება 

მოსწავლეებმა თავიანთი ნიჭიერების წყალობით, სასკოლო საზოგადოების მოწონება დაიმსახურეს

ეს დღე კი, მოსწავლეებისთვის დაუვიწყარ მოგონებად იქცა

საინტერესო

როგორია ხალი წელი ხელოვნების გაკვეთილზე? - დღეს მოგიყვებით კრეატიულობისა და მხიარულების სინთეზზე... 

დღეს, განვიხილავთ იდეებს, რომლებიც მოსწავლეებს სიამოვნებას მიანიჭებს და ბუნებასაც დაიცავს 

ჰიმნის შექმნა არა მხოლოდ მუსიკალური პროექტი, არამედ მთელი სკოლის გაერთიანების შესაძლებლობაა -   ის გვახსენებს, ვინ ვართ, რა გვაერთიანებს და რას ვზეიმობა

ბოლო ერთი კვირის აქტივობები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსწავლეებმა განიცადონ საერთო საახალწლო სიხარული... 

სიახლეები
საზოგადოება