მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
სასკოლო სივრცეში სწავლა თითქმის ერთი კვირაა განახლდა. მოსწავლეებს, მასწავლებლებს და ზოგადად სკოლის პერსონალს, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული პროტოკოლის შესრულება უწევს. წესები უფრო მკაცრია ვიდრე შარშან, დაწყებითი კლასების მოსწავლეებიც ვალდებულნი არიან, ატარონ პირბადე. გარდა ამისა, დეტალურადაა გაწერილი ყველი ნიუანსი, თუ რა უნდა მოიმოქმედოს სკოლამ, რათა უზრუნველყოს შენობაში უსაფრთხო გარემო. დამტკიცდა ბრძანება, რომელის მიხედვითაც აცრილი პედაგოგები 14, ხოლო ერთჯერადად აცრილი ან აუცრელები ყოველ შვიდ დღეში დაიტესტებიან...
სხვათა შორის, არაერთხელ ითქვა, რომ გამკაცრდებოდა რეგულაციების აღსრულების მონიტორინგი და განათლების მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე დგებუაძემ, ერთ-ერთი ონლაინ-შეხვედრისას განაცხადა, რომ სამინისტრომ პირადად ითავა კონტროლი:
„წესების სრულად შესრულებისთვის, სამინისტრომ შეიმუშავა მონიტორინგის სისტემა და ყოველდღიურად, შესაბამის პორტალზე, ელექტრონულად, განათლების სამინისტროს ექნება წვდომა, თუ როგორ მიმდინარეობს სკოლებში ყველა წესის დაცვა; სკოლა მიიღებს რეკომენდაციებს, თუ, რა თქმა უნდა, გარკვეული დარღვევები იქნება დაფიქსირებული“, - აღნიშნა დგებუაძემ, რაც გულისხმობს, რომ სამინისტრო ყოველდღიურად, სპეციალური პორტალის საშუალებით ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს გააკონტროლებს.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ავტორიზაციის საბჭო 15 იანვარს ხუთი სკოლის მონიტორინგის შედეგს განიხილავს
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
მოსწავლეებმა ახალი წელი იზეიმეს
საახალწლო დეკორაციების დაშლა სკოლაში არის არა მხოლოდ ორგანიზაციული პროცესი, არამედ მნიშვნელოვანი სასწავლო გამოცდილება