მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ფარცხანაყანევის N4 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი რეგულაციების დაცვით საკლასო ოთახებში განახლდა.
მოსწავლეთა და მასწავლებელთა ჯანმრთელობის დაცვის მიზნით სკოლის ადმინისტრაციამ ყველა რეკომენდაცია გაითვალისწინა.
სკოლაში მისვლა განსაკუთრებით ამაღელვებელი იყო პირველკლასელთათვის, რომელთაც პედაგოგები განსაკუთრებული სითბოთი და სიყვარულით დახვდნენ.
სკოლის დირექტორმა, ფატი თევდორაძემ პირველკლასელებს სწავლის დაწყება თბილი სიტყვებით მიულოცა.
„ძვირფასო პირველკლასელებო! დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა! ახლა, თქვენ სკოლის მოსწავლეები ხართ. პირველი კლასის მოსწავლეები პირველ ნაბიჯებს დგამთ ცოდნის სამყაროში. შეგიძლიათ გახდეთ ჭკვიანი, განათლებული მოზარდები. მინდა გისურვოთ მოთმინება და ძალა. ცოდნა არც ისე ადვილია. მაგრამ არ ინერვიულოთ, სკოლა არა მხოლოდ პასუხისმგებლობაა, არამედ ახალი მეგობრებიც, რომლებთანაც გვერდიგვერდ ივლით, ალბათ მთელი ცხოვრება. ეს არის მხიარული არდადეგები, საინტერესო გაკვეთილები, სასიამოვნო ცვლილებები და კეთილი მასწავლებლები, რომლებიც ყოველთვის დაგეხმარებიან. იყავით ყურადღებიანი, მხიარული, მამაცი და მგრძნობიარე! ისწავლეთ და იცხოვრეთ ვნებით! გილოცავთ ახალ სასწავლო წელს!“,- მიმართა პირველკლასელებს დირექტორმა.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მედალოსანი მოსწავლეების ფინანსური წახალისების წესი დამტკიცდა - ვინ მიიღებს 500 და 300 ლარს
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
სკოლაში გაზაფხულის პირველი დღესასწაულები განსაკუთრებულად აღინიშნა