მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
8 ოქტომბერს, კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების გამო ბათუმის 11 საჯარო სკოლაში კლასები დაიხურა, - ინფორმაციას აჭარის ა/რ განათლების სამინისტრო etaloni.ge-სთან ადასტურებს. ასევე, კოვიდის შემთხვევების გამო, დღეს აჭარაში 3 საბავშვო ბაღში სამი ჯგუფი დახურეს. ორი ჯგუფი დაიხურა ქედის საბავშვო ბაღში, ხოლო ერთი ჯგუფი – ბათუმში. კოვიდი დაუდასტურდა ერთ პედაგოგს და ბავშვებს. ამ ეტაპზე როგორც სკოლები, ასევე საბავშვო ბაღები შენობებში აგრძელებენ სასწავლო პროცესს.
ასევე, გურჯაანის მუნიციპალიტეტში კოვიდ-19 სოფელ ახაშნის საჯარო სკოლის სხვადასხვა კლასის 12 მოსწავლეს დაუდასტურდა. გურჯაანის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის ინფორმაციით, კორონავირუსის შემთხვევები უკვე დაფიქსირდა სხვა სოფლების საჯარო სკოლებშიც; სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ინფიცირებულთა რაოდენობა ბევრად მეტია „მაგალითად, სოფელ ჩუმლაყში, ოთხი შემთხვევაა სხვადასხვა კლასში“.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მასწავლებლებს ვადა დღეს 18:00 საათამდე აქვთ - ინფორმაციას გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს
არის თუ არა დასვენების დღე დიდი ხუთშაბათი და რამდენ ხანს გაგრძელედება სააღდგომო უქმეები სკოლებსა და ბაღებში
„სწავლა სინათლეა“ – სულორის საჯარო სკოლის პედაგოგის,ლიზა ჟღერიას ხედვა განათლებასა და მომავლის სკოლაზე
„9 აპრილი საქართველოსთვის გლოვის დღეა, თუმცა იმავდროულად ეროვნული თვითგამორკვევისა და თავისუფლებისკენ სწრაფვის სიმბოლოც…“
მოსწავლეებმა შექმნეს 9 აპრილისადმი მიძღვნილი პოსტერები