სიახლეები
სკოლები

ქობულეთის N3 საჯარო სკოლის პედაგოგი ლალი აბაშიძე პროფესიულ საქმიანობაში მიღწეული წარმატებისთვის დაჯილდოვდა
08-10-2021
-
+


თეიმურაზ ჯორბენაძის სახელობის ქალაქ ქობულეთის N3 საჯარო სკოლის პედაგოგ ლალი აბაშიძეს პროფესიულ საქმიანობაში მიღწეული წარმატებისთვის მადლობის სიგელი გადაეცა.

მას სიგელი აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ მასწავლებლის საერთაშორისო დღეს გადასცა. სულ აჭარის 65 პედაგოგი დაჯილდოვდა.

აღსანიშნავია, რომ პედაგოგთა შერჩევის დროს ერთ-ერთ კრიტერიუმი სასკოლო ოლიმპიადებში მათი მოსწავლეების მიერ მიღწეული წარმატება და სასკოლო-საგანმანათლებლო საქმიანობაში პედაგოგების აქტიურობა და ჩართულობა იყო.

სკოლა ულოცავს პედაგოგს ამ დიდ წარმატებას და კარიერულ წინსვლას უსურვებს.

„განუზომელია მასწავლებლის როლი და დამსახურება მომავალი თაობების აღზრდის საქმეში. ნებისმიერი სფეროს თუ დარგის განვითარებისთვის, ქვეყნის წინსვლისთვის უდიდესი მნიშვნელობა სწორედ პედაგოგების  თავდაუზოგავ შრომას ენიჭება.
ქობულეთის N3 საჯარო სკოლა ამაყობს თავისი მასწავლებლების პროფესიონალიზმით და მიღწეული წარმატებებით.
ვულოცავთ პედაგოგ ლალი აბაშიძეს პროფესიულ საქმიანობაში მიღწეული წარმატებების ღირსეულ დაფასებას, ვუსურვებთ ახალ-ახალ წარმატებებს და არაერთი სასახელო თაობის აღზრდა-დაფრთიანებას“,- წერს სკოლა.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ძალიან გაგიჭირდებათ ისეთი ოჯახის პოვნა, სადაც ნაძვის ხის სათამაშო ბურთები არ არის

გეოგრაფიის მასწავლებელმა ერთხელ მითხრა, გამორჩეულად ნიჭიერი გოგო ხარო. ამ სიტყვებმა ძალიან გამახარა და როდესაც მას ვხედავ, მახსენდება“

„მასწავლებლები მომწონს, კარგად გველაპარაკებიან, გაკვეთილებს გასაგებად გვიხსნიან“

მომავალი ახალი წელი იქნება არამარტო ინოვაციური, არამედ ადამიანების გაერთიანების ახალი გზა... 

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

„სკოლის დირექცია მადლობას უხდის კლუბ „ბაზისის" ლიდერს საინტერესო აქტივობისთვის“

„ყოველთვის გვეძვირფასებით. წარმატებები ყველგან და ყველაფერში!!! მომავალო პედაგოგებო“!

მოსწავლეებმა, პედაგოგებთან ერთად, მშობლიურ სკოლასა და სრულიად საქართველოს მიულოცეს 2025 წლის შემობრძანება

„მსგავსი ღონისძიებები ხელს უწყობს მოსწავლეთა ღირებულებების ჩამოყალიბებას“

საინტერესო

ძალიან გაგიჭირდებათ ისეთი ოჯახის პოვნა, სადაც ნაძვის ხის სათამაშო ბურთები არ არის

გეოგრაფიის მასწავლებელმა ერთხელ მითხრა, გამორჩეულად ნიჭიერი გოგო ხარო. ამ სიტყვებმა ძალიან გამახარა და როდესაც მას ვხედავ, მახსენდება“

„მასწავლებლები მომწონს, კარგად გველაპარაკებიან, გაკვეთილებს გასაგებად გვიხსნიან“

მომავალი ახალი წელი იქნება არამარტო ინოვაციური, არამედ ადამიანების გაერთიანების ახალი გზა... 

სიახლეები
საზოგადოება