სიახლეები
სიახლეები

მოსწავლეებში კორონავირუსის უკვე ათეულობით შემთხვევა ფიქსირდება - კახეთში სკოლებისთვის დამატებითი რეგულაციები შემუშავდა
08-10-2021
-
+


მესამე დღეა, კახეთში ეპიდემილოგიური ვითარება დაიძაბა, სკოლებში კორონა ვირუსის უკვე ათეულობით შემთხვევა ფიქსირდება. გაიზარდა ჰოსპიტალიზაცია და ლეტალობის მაჩვენებელი – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის კახეთის განყოფილების ხელმძღვანელმა, ნელი ხიზანიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

ნელი ხიზანიშვილი ადასტურებს, რომ რეგიონის საჯარო სკოლებსა და ბაღებში, კოვიდ-19- ის შემთხვევები, მკვეთრად მომატებულია

„ჩვენ დამატებით რეგულაციები შევიმუშავეთ, საზოგადოებრივ ჯანდაცვაში და სკოლებს დავურიგეთ, მათ შესაძლებლობა აქვთ, ყოველ ინდივუდუალურ შემთხვევაში მიიღონ გადაწყვეტილება. ასევე მობილობის შესამცირებლად, სკოლას შეუძლია გამოიყენოს ჰიბრიდული სწავლება და ამ გზით ვირუსის გავრცელება აიცილოს თავიდან. გურჯაანშიც ასეთი რეკომენდაციაა გაცემული, რომ კონკრეტული კლასები გადაიყვანონ ონლაინ – სწავლების რეჟიმზე, იმისათვის, რომ საგანმანათლებლო პროცესი არ ჩაიშალოს. სამწუხაროდ, ვაქცინაციის მაჩვენებელი ძალიან შემცირდა და მშობლების დიდი უმრავლესობა აუცრელია”- განაცხადა ხიზანიშვილმა.

შეგახსენებთ, დღეს გურჯაანის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლაში კორონავირუსით ინფიცირების ჯგუფური შემთხვევები, სოფელ ახაშნისა და ჩუმლაყის სკოლებში დაფიქსირდა. კოვიდ- 19 სულ 16 მოსწავლეს დაუდასტურდა.

ინფიცირების შემთხვევა გამოვლინდა ლაგოდეხის მესამე საჯარო სკოლაშიც, სადაც ორი მოსწავლე და ერთი პედაგოგი კოვიდ- 19- ით დაავადდა.

იხილეთ: 11 კლასი, 12 მოსწავლე - ბათუმსა და გურჯაანში კოვიდ-19 ბავშვებში დაფიქსირდა 

„ვაქცინაციაში მაქსიმალურად ჩაერთოს საგანმანათლებლო სექტორი“ - დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი განცხადებას ავრცელებს

ბავშვებში კოვიდინფიცირების მაჩვენებელმა მოიმატა - ივანე ჩხაიძე

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

 პროექტი მარტის ბოლოდან ყველა საჯარო სკოლას შეეხება - დეტალები

ანაზღაურება 2336 ლარია - მანდატურის სამსახური ფისქოლოგების შერჩევას იწყებს 

ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის - როგორ უნდა მოიქცეთ თუ საგანმანათლებლო პროგრამაზე მითითებულია ერთი ან რამდენიმე უცხოური ენა? 

რესურსცენტრების უფროსები სკოლებში თანამშრომლებს დანიშნავენ  - მინისტრის ბრძანება

გამოცდებზე რეგისტრაცია მსურველებს 2 აპრილის ჩათვლით  შეეძებათ


პიროვნება

„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“

სკოლები
საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება