სიახლეები
სიახლეები, უნივერსიტეტები

„სტუდენტები უნდა დაემორჩილონ წესს, რომელსაც დაუწესებენ უნივერსიტეტები“ - ნუნუ მიცკევიჩი
12-10-2021
-
+


4 ოქტომბრიდან განათლების სამინისტრომ უმაღლესი სასწავლებლები გახსნილად გამოაცხადა, თუმცა თითოეულ მათგანს აქვს უფლებამოსილება, გადაწყვიტოს სწავლის ფორმატი. განათლების მინისტრის მოადგილემ, ნუნუ მიცკევიჩმა, ონლაინ შეხვედრაზე უმაღლესი სასწავლებლების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ სასწავლო პროცესის ფორმატი არა ერთპიროვნულად მისაღები, არამედ მრავალკომპონენტიანი გადაწყვეტილებაა და მრავალი ფაქტორია გასათვალისწინებელი:

„ყველა უმაღლეს სასწავლებელს მიენიჭა უფლებამოსილება, 4 ოქტომბრიდან დაუბრუნდეს სააუდიტორიო სივრცეს, თუმცა უსაფრთხო უნივერსიტეტების პოლიტიკა, უპირველეს ყოვლისა ადგილზე უსაფრთხო გარემოს შექმნას ითვალისწინებს; მოგეხსენებათ, პანდემიის მართვის ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტი ვაქცინაცია გახლავთ და ჩვენ თვალყურს ვადევნებთ, როგორც უნივერსიტეტების პერსონალის, ასევე სტუდენტების ვაქცინაციის მაჩვენებელსა და მთლიანად ეპიდემიოლოგიურ მაჩვენებელებს. ეს ინფორმაცია მუშავდება ჯანდაცვის უწყებასა და დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან ერთად.

სასწავლო პროცესის ფორმატი არა ერთპიროვნულად მისაღები, არამედ მრავალკომპონენტიანი გადაწყვეტილება გახლავთ და მრავალი ფაქტორია გასათვალისწინებელი. გარდა ერთიანი მიდგომისა, უნივერსიტეტები უფლებამოსილნი არიან, საკუთარი მზაობიდან გამომდინარე, თვითონ მიიღონ გადაწყვეტილება.

მაქსიმალური ყურადღება უნდა დაეთმოს ვაქცინაციის მაჩვენებელს, როგორც პროფესორ-მასწავლებლების, პერსონალისა და ისე სტუდენტების მხრიდან. მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. სკოლასა თუ უნივერსიტეტში ჩვენი მოსწავლეები და სტუდენტები ცხოვრების მნიშვნელოვან ნაწილს ატარებენ, აქედან გამომდინარე, ერთმანეთს უნდა გავუფრთხილდეთ, რათა  ეს ჯაჭვი, რომელიც ვერაგ ვირუსთან ბრძოლაში პასუხისმგებლობას უფრო გვიზრდის, საბოლოოდ გაწყდეს.

უსაფრთხოებასთან დაკავშირებით გადამოწმებულია ყველა უმაღლესი სასწავლებელი და მათი ინსპექტირება გაგრძელდება. ამასთან, ადგილზე უსაფრთხოების ნორმების დაცვასა და შესრულებასთან დაკავშირებით მუდმივი მონიტორინგი ჩატარდება იმ უნივერისტეტებში, რომლებიც გაიხსნება“.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

გაწვიმდება თუ არა აღდგომას - პროგნოზი რეგიონების მიხედვით 

განათლების სამინისტროში რეორგანიზაციის დაწყება etaloni.ge-ს ოფიციალურად დაუდასტურეს

„იცვლება საშუალო საფეხურის მოწყობა“ - მე-11 და მე-12 კლასელების საყურადღებოდ!

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება