სიახლეები
სიახლეები, ინტერვიუ

„სწავლა და უწყვეტი განვითარება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი პედაგოგოებისთვისაა“ - ქეთევან ჩოქური, თბილისის N54 საჯარო სკოლის დირექტორი
11-10-2021
-
+


სოფიკო ჭიაურელის სახელობის თბილისის N54 საჯარო სკოლის დირექტორმა, ქეთევან ჩოქური etaloni.ge-ს სასკოლო-საგანმანათლებლო სფეროში მიმდინარე რეფორმებზე, ახალი სასწავლო წლის მოლოდინებზე, მასწავლებელთა ვაქციანაციაზე და სხვა არაერთ საინტერესო თემაზე ესაუბრა. ასევე გაგვანდო, განათლების მინისტრი რომ ყოფილიყო,  რას შეცვლიდა სისტემაში. 

- ქალბატონო ქეთი, როგორ მიმდიანრეობს სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში?

- უპირველეს ყოვლისა, მადლობა etaloni.ge-ს ჩვენი საქმიანობით დაინტრესებისათვის. მოსწავლეებს, მშობლებს და მასწავლებლებს ვულოცავ სწავლის დაწყებას სასკოლო სივრცეში. განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ პირველკლასელებმა ბუნებრივ გარემოში, მერხებთან დაიწყეს სწავლა. დიდი სიხარულით დავხვდით თითოეულ მათგანს, ხელდამშვენებული   საჩუქრებით, რომლებიც სახელმწიფომ გადასცა: სახელმძღვანელოების კომპლექტი, დედა ენა და „ბუკები“. 

- რამდენად უსაფრთხოა სკოლის შენობა მოსწავლეებისათვის?

- მესმის, მშობლებს გარკვეული შიში აქვთ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. მინდა ისინი დავარწმუნო, სკოლაში ყველა პირობაა შექმნილი, რათა გარემო მაქსიმალურად უსაფრთხო იყოს, გვაქვს: ჰიგიენის ყველა საშუალება, სადეზინფექციო სითხეები, დეზობარიერები, სანიტაიზერები; ყოველდღიურად ტარდება თერმოსკრინინგი, შენობაში გამოყოფილია საიზოლაციო ოთახი, ექიმის კაბინეტი და გვყავს პროფესიონალი ექიმი. დეტალურად გვაქვს გაწერილი პროტოკოლის წესები, რომლებსაც სრული სიზუსტით ვიცავთ. თან, ამ მხრივ ჩვენ უკვე დაგვიგროვდა გამოცდილება. მოგეხსენებათ, თითოეულ მოსაწვლეს თავისი ზნე-ჩვეულებები აქვს, ამიტომ განსაკუთრებული სიფხიზლე გვმართებს პედაგოგებს, ადმინისტრაციას, ექიმს და  ჩვენს მანდატურებს, რათა  ყველამ ერთად უზრუნველყოთ რეგულაციების რეალურად შესრულება. დიდი იმედი მაქვს, მშობლების მხარდაჭერის, რადგან უსაფრთხო გარემოზე პასუხისმგებლობას ყველა ერთად ვიღებთ. 

- სწავლების ჰიბრიდული მოდელი აირჩიეთ?

-  დიახ, ჩვენ ჰიბრიდული მოდელით ვსარგებლობთ. უაღრესად პოზიტიურად ვაფასებ, რომ მშობლებსა და მოსწავლეებს შესაძლებლობა მიეცათ სწავლების ფორმატი აერჩიათ. ჩვენთან 810 მოსწავლიდან, 292-მა სრულად დისტანციურ სწაველებაზე გააკეთა განაცხადი. დანარჩენი მოსწავლეები დასწრებით სწავლებაზე არიან. ცალსახად, სკოლა საუკეთესო გარემოა ბავშვებში სოციალურ-ემოციური უნარ-ჩვევების განვითარებისთვის, თუმცა ნებისმიერი მოდელის არჩევის შემთხვევაში, ჩვენ პასუხსიმგებლობას ვიღებთ მოსწავლეებისთვის მაღალი დონის საგანმანათლებლო სერვისის მიწოდებაზე. ამას თამამად ვაცხადებ, რადგან ვიცი  მშობლებიც დაგვეთანხმებიან - შიდა სასკოლო გამოკითხვებმა და კვლევებმა ეს ნათლად აჩვენა და ჩემი განცხადებაც კვლევებს ეფუძნება.

ჰიბრიდული მოდელი ჩვენი სკოლის მაგალითით გულისხმობს, რომ მე-7 დან მე-11 კლასის ჩათვლით კვირაში 2-ჯერ ტარდება ონლაინ-გაკვეთილები, ხოლო 3-ჯერ დასწრებით. მე-12 კლასებში - 3-ჯერ დისტანციური, 2-ჯერ დასწრებით. დისტანციურ სწავლებასთან დაკავშირებით  სკეპტიკოსებს მინდა  გავუზიარო ჩვენი გამოცდილება და დამოკიდებულება: ეს მოდელი ბევრ ახალ შესაძლებლობას აძლევს, როგორც მოსწავლეებს, ასევე მასწავლებლებს, განსაკუთრებით ციფრული წიგნიერების განვითარების მიმართულებით. რაც შეეხება წარმატებას, ნებისმიერ შემთხვევაში მასწავლებლის კომპეტენტურობაზე და პროფესიონალიზმზეა დამოკიდებული.

- ანუ, ბევრი დადებითი აქვს ონლაინ-სწავლებას?

- დიახ, მასწავლებლები იყენებენ მრავალფეროვან ელექტრონულ რესურსს, მოსწავლეები თავად ქმნიან ვიდეორგოლებს, სასწავლო ანიმაციებს, აწყობენ ონლაინ კონფერენციებს და ასე შემდეგ. მინდა აღვნიშნო, „თიმსის“ პლატფორმის შესაძლებლობები, საშინაო დავალებების კომპონენტი სრულად გატანილია საგაკვეთილო პროცესიდან, შესაბამისად, პედაგოგს და მოსწავლეს მეტი დრო რჩება პრაქტიკული სამუშაოების შესასრულებლად, პროექტების დასაგეგმად, პრეზენტაციების ჩასატარებლად და სხვადასხვა ინტერაქციების წასამართათ. გარდა ამისა, ჩვენი დაკვირვებით, დისტანციურ საგაკვეთილო პროცესში აქტიურად ერთვებიან ის მოსწავლეები, რომლებიც მაღალი აკადემიური მოსწრებით არ გამოირჩევიან, ბუნებით პასიურები არიან. ონლაინ  სივრცეში ისინი უკეთ ახერხებენ საკუთარი შესაძლებლობების წარმოეენას და რეალიზებას. ცხადია, ვსაუბრობ იმ მოცემულობაზე, როდესაც პედაგოგი მოწოდების სიმაღლეზეა და კარგად იყენებს ელექტრონული სწავლების რესურსებს.

- მასწავლებლებთა ტრენინგებზე და გადამზადებაზე რას ფიქრობთ, რამდენად სჭირდებათ მათ ეს ყოველივე?

- სწავლა და უწყვეტი განვითარება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ პროფესიისთვის. ტრენინგები, რომლებიც მასწავლებლებს უტარდებათ, მრავალფეროვანია და სხვადასხვა ორგანიზაიცების მიერ ორგანიზებული, შესაბამისად ხარისხიც განსხვავებულია, თუმცა მასწავლებელმა ყოველწლიურად უნდა იზრუნოს კვალიფიკაციის ამაღლებაზე, შეარჩიოს მათთვის საინტერესო მოდულები და მიღებული ცოდნა დანერგოს საგაკვეთილო პროცესში. ამ ყოველივეში ძალიან გვეხმარება „ახალი სკოლის მოდელი“.

- პრაქტიკოსების დაუსრულებელ შანსზე რას ფიქრობთ?

- მათ ბევრი შესაძლებლობა ჰქოდნათ, რომ კვალიფიკაცია დაედასტურებინათ. 2010 წლის მდგომარეობით პედაგოგებს გამოცდის საშუალებით უნდა მოეპოვებინათ მასწვალებლობის უფლება. შემდეგ ციკლურად, ყოველ 4 წელიწადში ერთხელ, ჩაებარებინათ  გამოცდა, საგანში და პროფესიულ უნარებში, რათა  შეენარჩუნებინათ სტატუსი - წინააღმდეგ შემთხვევაში უნდა გასულიყვნენ პროფესიიდან. 2015 წლიდან  მასწვლებლობის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარების და კარიერული წინსვლის სქემა ამოქმედდა, რომელიც 4 საფეხურს მოიაზრებდა: პრაქტიკოსი მასწავლებელი, უფროსი, წამყვანი და მენტორი. მოქმედ პედაგოგებს, რომლებსაც ამ დროისთვის არ ჰქონდათ ჩაბარებული ორივე გამოცდა, მიენიჭათ პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსი. მათ განესაზღვრათ გონივრული ვადა, რათა ჩაებარებინათ გამოცდები, აგრეთვე მიეცათ საშუალება გამოცდაზე დაბალი ქულების მიღების შემთხვევაში სავალდებულო კრედიტების რაოდენობა შეევსოთ (სულ 19 კრედიტი) სხვადასხვა სასკოლო აქტივობებით. ამ სქემამ რამდენჯერმე განიცადა ცვლილება. პრაქტიკოს მასწავლებლებს 3 წელი მიეცათ გამოცდის ჩასაბარებლად, დაიწია საგამოცდო ბარიერმა. გავიდა ეს სამი წელიც და 2020-2021 სასწვლო წელსაც მიეცათ შანსი გამოცდაზე გასვლის და კომპეტენციების  დადასტურების. ვწუხვარ, რომ მაინც დარჩა პედაგოგების გარკვეული რაოდენობა, რომლებმაც ვერ დაადასტურეს საკუთარი კომპეტენცია, ან გამოცდაზე ვერ დარეგისტრირდნენ. დღეისთვის, პრაქტიკოს მასწავლებლებს მუშაობის უფლება იანვრამდე აქვთ. 

- გყავთ პრაქტიკოსი მასწავლებელი? რამდენად რთული იქნება თქვენთვის პრაქტიკოსი მასწავლებლის სკოლიდან გაშვება?
 

- ჩვენს სკოლაში  ერთი მასწავლებელია, რომელსაც არ აქვს  ჩაბარებული გამოცდა. კოლეგები დამეთანხმებიან, რომ ჰუმანური ადამიანი ვარ, მაგრამ როცა საქმე ბავშვის ინტერესებს ეხება - კომპრომისზე არასდროს მივდივარ.

- მასწავლებლებისთვის ვაქციანაცია უნდა გახდეს თუ არა სავალდებულო?

- ჩვენთან მასწავლებლების 89% ვაქცინირებულია - დარჩნენ მხოლოდ ისინი, ვისაც ვირუსი ახალი გადატანილი აქვთ და მათთვის  ამ ეტაპზე რეკომენდებული არ არის აცრა. გასული წლის მსგავსად, დაიწყო მასწავლებლების რეგულარული ტესტირება, თუმცა სიახლე გვაქვს ამ მხრივ: წელს ყოველ ორ კვირაში ერთხელ დაიტესტებიან ის პედაგოგები, რომლებიც ორჯერადად არიან აცრილები, ხოლო ერთჯერადად ვაქცინირებული და არავაქცინირებულ მასწავლებელბს ყოველ კვირაში ჩაუტარდებათ სწრაფი ტესტირება. არ ვარ მომხრე  დაძალების, დავალდებულების! უნდა მოხდეს ცნობიერების ამაღლება, რათა საკუთარი სურვილით ჩაერთონ ამ პროცესში და მეც სწორედ ასეთი მიდგომით ვმოქმედებ.

- განათლების მინისტრი, რომ იყოთ რას შეცვლიდით?

- პირველ რიგში, მინდა მადლიერება გამოვხატო განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმების გამო. „ახალი სკოლის მოდელი“ მაქვს მხედველობაში. თბილისის N54 სკოლა პროექტქში ერთ-ერთი პირველი ჩაერთო - 2018 წელს. მასწავლებლებს შრომა საგრძნობლად მოემატათ, სამაგიეროდ ნათლად ვხედავთ შედეგს: პანდემიის პირობებში სწრაფად ავუღეთ ალღო და ელექტრონულ სწავლებაზე შედარებით „ხავერდოვნად“ გადავედით, თვალსა და ხელს შუა იზრდება მასწავლებელთა პროფესიონალიზმი და თანამშრომლობითი კულტურა. რაც ყველაზე მნიშვნელოვნია, ეს პირდაპირ აისახება ჩვენს მოსწავლეებზე, მათ მიღწევებზე. კვლევები ადასტურებს, რომ სასწავლო პროცესი უფრო საინტერესო, მოსწავლეზე ორიენტირებული და ეფექტური გახდა. მინდა, მოკლედ გადმოგცეთ ჩემი ხედვა: „ახალი სკოლის მოდელი“ ეფუძნება მსოფლიო და ქართული პედაგოგიკის საუკეთესო გამოცდილებას. გუნდმა  შექმნა ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა, რომელიც აზროვნების ახალ პარადიგმას ამკვიდრებს. სწავლების პროცესში მთავარი აქცენტები დასმულია თითოეული მოსწავლის აზროვნების განვითარებაზე, მასწავლებელსა და მოსწავლის შორის  თანამშრომლობითი ურთიერთობების დამკვიდრებაზე. მოდელი გვთავაზობს მიზნების განხორციელების კონკრეტულ გზებს, რომელთა დატესტვა და საჭიროების შემთხვევაში ცვლილებების შეტანა, უწყვეტად მიმდინარეობს.

ექსპერტებთან და პედაგოგებთან ერთად შემუშავებულია და  დეტალურად გაწერილი სწავლების მრავალფეროვანი სტრატეგიები, კომპლექსური დავალებები, მოსწავლის შეფასების სტრატეგიები. განსაკუთრებით მეძვირფასება, რომ სწავლების პროცესში წახალისებულია შემოქმედობითობა, ბავშვის წარმოსახვითი ქმედება, რის შედეგადაც ვიღებთ ორიგინალურ იდეებს და შემოქმედებით პროდუქტებს. ასევე მივესალმები  მესამე საფეხურზე, მე-10 კლასიდან დიფერენცირებულ სწავლებას მოსწავლეთა ინტერესებიდან გამომდინარე: ჰუმანიტარული, ტექნიკური, სამეცნიერო მიმართულებებით. რამდენადაც ვიცი კონცეფცია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მზად აქვს და 2022 წლიდან დაიწყება დანერგვა.

რას გავაკეთებდი? - რაც უცებ მახსენდება: სასკოლო ასაკს არ მივაბამდი კონკრეტულ 15 სექტემებრს და გარკვეულ პერიოდს, 2-3 თვიან დიაპაზონს ავიღებდი. ასევე პირველკლასელთა რეგისტრაციის დროს ერთ-ერთ პუნქტად დავამატებდი ადგილსაცხოვრებელს. ნომერ პირველ პრიორიტეტად კი მიმაჩნია მცოდნე, განსაკუთრებულად კულტურული და ზნეობრივი ადამიანების მოზიდვა სკოლაში. შეიძლება პათეტიკურად ჟღერს, მაგრამ ამის განხორციელების რეალური მექანიზმები არსებობს. ზოგადად, განათლების სისტემაში მიმდინარე პროცესები ჰარმონიაშია ჩემს ცნობიერებაში ჩამოყალიბებულ პრინციპებთან, რაც ბუნებრივია, მიზრდის სურვილს ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმი გავაკეთო.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ელექტრონული ჟურნალში სემესტრული ცვლილებების შეტანის ბოლო ვადა ცნობილია  - ინფორმაცია მასწავლებლებისა და სკოლის ადმინისტრაციისთვის

მოსალოდნელია ნალექი, ძლიერი თოვა და ქარბუქი - გაფრთხილება გარემოს ეროვნული სააგენტოსგან

მინისტრის ბრძანებით უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესში ცვლილება შევიდა 

2025 წლიდან ბაღებში პერსონალს ხელფასი თითქმის 20%-ით გაეზრდება

როგორც მე-9 კლასის მოსწავლე, ლუკა გვიყვება, ის და თავისი კლასი, რამდენიმე დღით, ბაკურიანში მიდიან

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

I სემესტრის ბოლოს, სკოლაში საინტერესო აქტივობა - „ჩვენი სახლი დედამიწაა“, ჩატარდა, რომელშიც მოსწავლეები დიდი ინტერესით ჩაერთნენ

ღონისძიება ემოციებით სავსე იყო, გაჯერებული მრავალფეროვანი ნომრებით, რამაც დამსწრეთა დიდი მოწონება გამოიწვია 

გაკვეთილს გამასწავლებელი ქეთევან ჩიქვანაია ხელმძღვანელობდა

საინტერესო

როგორც მე-9 კლასის მოსწავლე, ლუკა გვიყვება, ის და თავისი კლასი, რამდენიმე დღით, ბაკურიანში მიდიან

როგორია ხალი წელი ხელოვნების გაკვეთილზე? - დღეს მოგიყვებით კრეატიულობისა და მხიარულების სინთეზზე... 

დღეს, განვიხილავთ იდეებს, რომლებიც მოსწავლეებს სიამოვნებას მიანიჭებს და ბუნებასაც დაიცავს 

ჰიმნის შექმნა არა მხოლოდ მუსიკალური პროექტი, არამედ მთელი სკოლის გაერთიანების შესაძლებლობაა -   ის გვახსენებს, ვინ ვართ, რა გვაერთიანებს და რას ვზეიმობა

სიახლეები
საზოგადოება