სიახლეები
სიახლეები

რამდენია სსსმ მოსწავლის ასისტენტის ანაზღაურება და რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეთ თუ სკოლაში დასაქმება გსურთ?
02-11-2021
-
+


ყველა ბავშვს აქვს უფლება, მიიღოს განათლება. სახელმწიფო ვალდებულია, განათლება ხელმისაწვდომი გახადოს თითოეული ბავშვისთვის, მიუხედავად მათი შესაძლებლობებისა, უნარ-ჩვევებისა, რელიგიური თუ რასობრივი კუთნილებისა.

სწორედ ამიტომ, მოსწავლეებისთვის ინკლუზიურ განათლებაში ჩართული სპეციალისტები მუშაობენ. ესენი არიან: სპეციალური მასწავლებელი, ფსიქოლოგი, ოკუპაციური თერაპევტი, ენისა და მეტყველების სპეციალისტი, ჟესტური ენის თარჯიმანი, ჟესტური ენის სპეციალისტი, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირის ასისტენტი, მობილობისა და ორიენტაციის სპეციალისტი.

ამჯერად, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირის ასისტენტის ფუნქცია-მოვალეობებზე და მათი შრომის ანაზღაურებაზე ვისაუბრებთ.

ოფიციალური განმარტებით, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის ასისტენტი - ესაა პირი, რომელიც ინდივიდუალურ მხარდაჭერას უწევს სსსმ მოსწავლეს სხვადასხვა საგანმანათლებლო და ფუნქციური აქტივობის დროს.

სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირის ასისტენტი უნდა დაემატოს შტატში იმ შემთხვევაში, თუ სკოლაში სწავლობენ სსსმ მოსწავლე/მოსწავლეები, რომლებიც საჭიროებენ დახმარებას გადაადგილების დროს, არ აქვთ განვითარებული თვითმომსახურების ჩვევები ან აქვთ სირთულეები ქცევის მართვაში

რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს სსსმ მოსწავლის ასისტენტი, თუ მას სკოლაში მუშაობის დაწყება სურს?

კანდიდატი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირის ასისტენტის შტატზე უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

  • ჰქონდეს მინიმუმ პროფესიული განათლება, ბაკალავრის აკადემიური ხარისხი ან იყოს დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
  • ჰქონდეს მუშაობის, მოხალისეობის ან სტაჟირების მინიმუმ 6 თვიანი გამოცდილება;
  • ფლობდეს ინფორმაციას შეზღუდული შესაძლებლობის, განვითარების კანონზომიერებების და დარღვევების შესახებ. ჰქონდეს მინიმალური კომპეტენცია ასისტირების სტრატეგიების და ქცევის მართვის საკითხებზე.

უპირატესობა ენიჭება პირს, რომელსაც დამატებით:

  • აქვს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების/ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სწავლების ან/და ზრუნვის გამოცდილება;
  • აქვს გავლილი ტრენინგ-კურსები ინკლუზიური განათლების საკითხებზე (შეუძლია წარმოადგინოს შესაბამისი სერტიფიკატი);
  • აქვს გავლილი სტაჟირება ინკლუზიური განათლების სფეროში;
  • აქვს განათლების სისტემაში (სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება/პროფესიული საგანმანთლებლო დაწესებულება/სკოლა) მუშაობის გამოცდილება;
  • აქვს ფსიქოლოგის, მასწავლებლის, სპეციალური მასწავლებლის, ოკუპაციური თერაპევტის, სოციალური მუშაკის, სამედიცინო განათლება.
ასისტენტი საჭიროების შემთხვევაში უნდა ფლობდეს ჟესტურ ენას, ბრაილზე წერა-კითხვის ტექნიკებს.

დამეთანხმებით, მოთხოვნები არც თუ ისე ცოტაა, რაც შეეხება ანაზღაურებას, ეს სსსმ მოსწავლის ასისტენტის საათობრივ დატვირთვაზეა დამოკიდებული.

სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირის ასისტენტის შრომის ანაზღაურება შეადგენს საათში 3 ლარს, კვირაში მაქსიმალური დატვირთვა კი 30 საათია.

სახალხო დამცველის 2019 წლის ანგარიშის მიხედვით, ასისტენტის ანაზღაურება ინკლუზიური განათლების სხვა სპეციალისტების ანაზღაურებასთან შედარებით ნაკლებია, რაც მნიშვნელოვნად ართულებს შესაბამისი კადრის მოძიებას. თუ სსსმ მოსწავლის ასისტენტად დასაქმება გსურთ, უნდა დარეგისტრირდეთ ვებ-გვერდზე http://teacherjobs.ge და თვალი ადევნოთ ვაკანსიებს.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

„უფლის ჯვარცმით კაცობრიობამ განაჩენი საკუთარ თავსაც გამოუტანა“...

პასქა ხატისპური არ არის - რა დატვირთვა აქვს ამ ორ სარიტუალო ნამზადს - ეთნოგრაფის განმარტება

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება