მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
საქართველოს კერძო და საჯარო სკოლებში დასწრებითი სწავლება თითქმის 2 თვეა, რაც მიმდინარეობს. ამ დროის განმავლობაში, კორონავირუსი არაერთ სკოლაში დაფიქსირდა. იყო ისეთი შემთხვევებიც, როდესაც სკოლები მთლიანად დისტანციურ სწავლებაზე გადავიდნენ.
მიუხედავად იმისა, რომ სკოლების ადმინისტრაციები განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს რეკომენდაციების შესრულებას მაქსიმალურად ცდილობენ, ვირუსის გავრცელების საფრთხე მაინც არსებობს.
როდის არის უკონტროლო სიტუაცია სკოლებში და რა შემთხვევაში იზრდება დაინფიცირების რისკი?
პირველ რიგში, აღსანიშნავია სკოლის ტერიტორიაზე მშობლების თავშეყრა - მიუხედავად იმისა, რომ ახალი რეკომენდაციებით სკოლის ტერიტორიაზე თავყრილობა დაუშვებელია და თითოეულ სკოლას გაფრთხილებული ჰყავს მშობლები, როდესაც დაწყებითი კლასის ბავშვები სკოლაში თანმხლებ პირებთან ერთად მიდიან, მშობლები სკოლის ტერიტორიაზე, ღია სივრცეში ერთად იკრიბებიან და ამა თუ იმ საკითხს განიხილავენ. მართალია, თუ მსგავს ფაქტს მანდატური ან დირექციის წარმომადგენელი შეესწრო, მიუთითებს მათ, დატოვონ ტერიტორია, თუმცა ეს დაინფიცირების რისკებს არ ამცირებს. ასეთივე სიტუაციაა გაკვეთილების დასრულების შემდეგ, როდესაც მშობლები ბავშვების წასაყვანად მიდიან ან პედაგოგთან ჯგუფურად გასაუბრებას ცდილობენ.
ჰიგიენის და სანიტარიის დაცვა - სკოლების უმრავლესობაში დამლაგებლების არასაკმარისი რაოდენობაა, რის გამოც საკლასო ოთახები ცვლებს შორის ან დასვენებებზე შესაბამისად ვერ სუფთავდება. უმეტეს შემთხვევაში სადეზინფექციო ხსნარებით მერხებს პედაგოგები ამუშავებენ და არა დამლაგებლები იმ მიზეზით, რომ დამლაგებლებს დრო არ აქვთ. თუ კლასი დასასუფთავებელია, ეს მოცემულობა ვირუსის გავრცელების შანსს კიდევ უფრო ზრდის.
კვება - მართალია, სკოლებში, კორონავირუსის გავრცელების თავიდან არიდების მიზნით, სასადილოები აღარ მუშაობს, თუმცა მოსწავლეებს საკვები სახლიდან მიაქვთ და დასვენებებზე მიირთმევენ. ლოგიკურია, კვების დროს ისინი პირბადეს იხსნიან, მასწავლებელს არ შეუძლია, მათ სადილობა აუკრძალოს, შესაბამისად, ასეთ დროს დაინფიცირების შანსები დიდია.
კიდევ ერთი ფაქტი, რაც სკოლაში სიტუაციას უკონტროლოს ხდის, მოსწავლეების საპირფარეშოში თავშეყრაა. რეგულაციებიდან გამომდინარე, მასწავლებლები ცდილობენ, მოსწავლეები დასვენების დროსაც არ გაუშვან დერეფანში მასობრივად, რათა ვირუსის გავრცელებას არ შეუწყონ ხელი, თუმცა როდესაც ბავშვს საპირფარეშოში შესვლა სურს, ვერავინ დაუშლის. 5-წუთიანი შესვენებების დროს საპირფარეშოს გამოყენებას ბევრი ცდილობს, შესაბამისად, სხვადასხვა კლასის მოსწავლეები ერთმანეთს ხვდებიან, რაც ვირუსის გავრცელების წყარო შეიძლება გახდეს.
და ბოლოს, ასევე საფრთხის შემცველია ერთმანეთის ნივთების გამოყენება, რაც ნამდვილად უკონტროლოა. პედაგოგი, როგორც უნდა მოინდომოს, მაინც ვერ შეძლებს, აკონტროლოს თითოეული მოსწავლე გაკვეთილის დროს თუ დასვენებაზე, რომ მათ ერთმანეთს საკუთარი ნივთები არ ათხოვონ. ასევე შეუძლებელია მოსწავლეთა სიახლოვის მუდმივი კონტროლი. მართალია, საკლასო ოთახებში მერხები დისტანციით დგას, თუმცა დასვენებაზე ბავშვები ერთად იყრიან თავს და ხშირად, ასეთ დროს, პირბადეც არასწორად აქვთ მორგებული.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ
რომელ დღეებში არ გადაიხდით თანხას მგზავრობაში - სააღდგომოდ ტრანსპორტი თბილისში გახანგრძლივებული დროით იმუშავებს
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.