დედოფლისწყაროს N1 საჯარო სკოლის ეკოკლუბის წევრმა, მარიამ ყოჩიაშვილმა გარემოსდაცვით კონკურსში გაიმარჯვა
11-10-2021
დაკოპირებულია
-
+
დედოფლისწყაროს N1 საჯარო სკოლის ეკოკლუბის „კამბისენეს“ ხელმძღვანელის, მაია ლაპიაშვილის ინიციატივით კლუბის წევრებმა - მარიამ ყოჩიაშვილმა, ლიზი ზურაშვილმა და ნინი ხუციშვილმა მონაწილეობა გარემოსდაცვით კონკურსში მიიღეს.
გარემოსდაცვითი კონკურსი არასამთავრობო ორგანიზაციამ „კარპე დიემმა“ საერთაშორისო დღესთან - „დღე ავტომობილების გარეშე“ დაკავშირებით გამოაცხადა. ესეების კონკურსში გამარჯვებული მარიამ ყოჩიაშვილი გახდა.
„ეკოკლუბ „კამბისენეს“ ხელმძღვანელ მაია ლაპიაშვილის ინიციატივით კლუბის წევრებმა მარიამ ყოჩიაშვილმა, ლიზი ზურაშვილმა და ნინი ხუციშვილმა მიიღეს მონაწილეობა გარემოსდაცვით კონკურსში, რომელიც გამოაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია „კარპე დიემმა“ საერთაშორისო დღესთან - „დღე ავტომობილების გარეშე“ დაკავშირებით. ესეების კონკურსში „ქალაქი ავტომობილის გარეშე“ გამარჯვებილია მარიამ ყოჩიაშვილი. ესსეები მოსწავლეებმა კლუბის ხელმძღვანელ მაია ლაპიაშვილის ფასილიტაციით დაამუშავეს. მონაწილეთა ნაშრომები შეფასდა კომპეტენტური ჟიურის მიერ. გამარჯვებულს საჩუქრად გადაეცემა ერთ თვიანი, უფასო ინგლისური ენის ონლაინ გაკვეთილები“, - წერია სკოლის დირექციის განცხადებაში.