გაიცანით, და-ძმა - ლუკა და ბარბარე გოგმაჩაძეები, რომელთა წარმატება კერძო სკოლა „გიმნაზიისთვის“ საამაყოა
11-10-2021
დაკოპირებულია
-
+
ფოთის კერძო სკოლის - „გიმნაზია“ეტალონის პედაგოგი მაია კუცია სკოლის წარმატებული მოსწავლისა და კურსდამთავრებულის - და-ძმა გოგმაჩაძეების, შესახებ ინფორმაციას გვიზიარებს.
სკოლის კურსდამთავრებულმა ლუკა გოგმაჩაძემ ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარა და თავისუფალ უნივერსიტეტში 100% სახელმწიფო გრანტით ჩაირიცხა.
წარმატებული მოსწავლეა მისი და ბარბარე გოგმაჩაძეც, რომელმაც „ეტალონის“ ინტელექტ-ჩემპიონატში მეორე ეტაპის ყველაზე მაღალქულიან მონაწილეთა რეიტინგში, 67 ქულით, მესამე ადგილი დაიკავა.
„ჩვენი გიმნაზიის 2020-2021 სასწავლო წლის ოქროსმედალოსანი კურსდამთავრებული ლუკა გოგმაჩაძე 100% გრანტით ჩაირიცხა თავისუფალ უნივერსიტეტში საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე. ეროვნულ გამოცდებზე მინიჭებული ქულების გათვალისწინებით, ლუკა რეიტინგით მეხუთე ადგილზეა ფაკულტეტზე ჩარიცხულ 75 სტუდენტს შორის. აქვე მინდა დავამატო კიდევ ერთი სასიამოვნო სიახლის შესახებ: ლუკა გოგმაჩაძის და, ბარბარე გოგმაჩაძე, რომელიც ასევე ჩვენი გიმნაზიის წარჩინებული მე-10 კლასელია, მონაწილეობდა 5 ოქტომბერს ჩატარებულ საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონის" ფოთის დისტანციურ კონკურსში, სადაც მან 67 ქულა მოიპოვა და მეორე-მესამე ადგილი გაიყო. ვულოცავთ და-ძმა გოგმაჩაძეებს მორიგ წარმატებას“,- ნათქვამია პედაგოგ მაია კუციას მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.