მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები 4 ოქტომბერს ერთი პირობით გაიხსნა - ზედმიწევნით უნდა შესრულდეს ყველა რეკომენდაცია, რომელიც ჯანდაცვისა და განათლების სამინისტროებმა ერთობლივად შეიმუშავეს. გამკაცრებულია მონიტორინგიც, მაგრამ etaloni.ge-ს მიაწოდეს ინფორმაცია, რომ თბილისის N151 საჯარო სკოლაში სოციალური დისტანციის დაცვა და სხვა რეკომენდაციების გათვალისწინება არ ხდება. ასევე მოგვაწოდეს ვიდეო, სადაც გარკვევით ჩანს, რომ ეზოში არც მოსწავლეები, არც მშობლები დისტანციას არ იცავენ, არ უკეთიათ პირბადე...
როგორც ანონიმური წყარო ამბობს, თავად 15 წუთის განმავლობაში ითხოვდა სკოლის შენობიდან ბავშვების გამოშვებას, თუმცა დირექტორის მოადგილე მოსწავლეებს გარეთ გამოსვლის საშუალებას არ აძლევდა. „დირექტორის მოადგილე ხელით გავწიე, არაკოორდინირებულად მოქმედებენ, მე მთელი რიგი დარღვევების შესახებ ინფორმაცია მივაწოდე განათლებისა და ჯანდაცვის სამინისტროებს. ჩავრთავ აუდიტის სამსახურსაც“.
ბუნებრივია, ინფორმაცია პირდაპირ ადრესატთან - თბილისის N151 საჯარო სკოლის დირექტორთან, ლია რუხაძესთან გადავამოწმეთ, რომელმაც განმარტა, რომ ეს ვიდეო გადაღებულია 5 ოქტომბერს, საკლასო ოთახებში სწავლის განახლებიდან მეორე დღეს:
„სკოლაში მოსწავლეების ორი კარით სარგებლობენ. ყველაფერს ზედმიწევნით ვაკონტროლებთ. ამ დღეს 6 გაკვეთილი დასრულდა, ბავშვების ნაწილი უნდა გასულიყო შენობიდან, თუმცა ჩემი მოადგილე აკონტროლებდა, ის მოსწავლეებიც არ წასულიყვნენ, ვისთვისაც სასწავლო დღე ჯერ დასრულებული არ იყო და 7 გაკვეთილი ჰქონდა. ეს ქალბატონი, ვინც ვიდეო გამოგიგზავნათ, ჩემს მოადგილეს ქოლგას ურტყამდა და იცით, ყველაფერი ძალიან კარგად ჩანს სკოლის კამერებში. ძალიან შეურაცხმყოფელი იყო მისი ქცევა და აქეთ გვაქვს მოსადავებელი ფიზიკური შეურაცხყოფის გამო, წარმოიდგინეთ, ვერც მანდატურმა გააჩერა.
პირადად მობრძანდით და დარწმუნდებით, რომ ჩვენს სკოლაში ყველა რეგულაცია სრულდება, 2 საათამდე კაბინეტში არ შევდივარ, ყველაფერს ვაკონტროლებ და ეზოში თუ ვინმე პირბადეს მოიხსნის, ამას უკვე ვეღარ მივყვებით“.
იხილეთ ვიდეო:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.