მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
5 ოქტომბერს პედაგოგებმა პროფესიული დღესასწაული იზეიმეს. ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ დეხვირის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საყვარელ მასწავლებლებს ეს დღე მრავალფეროვანი აქტივობებით მიულოცეს.
„მოსწავლეებმა შექმნეს ნახატები, წაიკითხეს ლექსები, გაიმართა კინოჩვენება. მოსწავლეებმა ნახეს პიტერ უერნერის ფილმი - „კლასის წინ“, რომელიც კიდევ ერთხელ ააშკარავებს პედაგოგის განუზომელ როლს მოსწავლის ცხოვრებაში. მასწავლებელს ნამდვილად შეუძლია შეცვალოს მოსწავლის ცხოვრება უკეთესობისკენ. ფილმი სამოტივაციო ხასიათისაა და გვასწავლის, რომ ჩვენი ოცნებებისთვის ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი.
ასევე, სკოლას ყოველთვის ახსოვს ჩვენი ღვაწლმოსილი პედაგოგები.. მოსწავლეებმა მისალოცი ბარათები და დიდი სიყვარული გაუგზავნეს მათ. კიდევ ერთხელ ვულოცავთ ამ მშვენიერ დღეს ყველა პედაგოგს“,- ნათქვამია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მედალოსანი მოსწავლეების ფინანსური წახალისების წესი დამტკიცდა - ვინ მიიღებს 500 და 300 ლარს
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
სკოლაში გაზაფხულის პირველი დღესასწაულები განსაკუთრებულად აღინიშნა