TOP ნიუსი
სიახლეები
საინტერესო

მოსწავლეებს საკუთარი სახელის დაწერაც არ შეუძლიათ: აშშ-ში მასწავლებელმა დისტანციური სწავლების გამო სამსახური მიატოვა
20-10-2021
-
+


ილინოისის შტატის დაწყებითი სკოლის მასწავლებელმა ონლაინ ფორმატით სწავლების გამო სამსახური მიატოვა. მისი თქმით, ბავშვებმა საკუთარი სახელის დაწერა არ იციან, პედაგოგები კი მთავრობის ქმედებებით იმედგაცრუებულნი არიან. 

მასწავლებლისთვის ბოლო წვეთი COVID-ტესტის მხოლოდ ქალაქის გარკვეულ ლაბორატორიებში ჩატარების მოთხოვნა გახდა. 

მეორე კლასის მასწავლებელი მარბეტ შილი ფრანკლინის სახელმწიფო სკოლიდან წავიდა. სამსახურის დატოვებიდან მალევე სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც იმედგაცრუების შესახებ საუბრობდა და ოლქის პოლიტიკას აკრიტიკებდა, რომელიც, მისი თქმით, მასწავლებლებს სამუშაოს შესრულებაში უშლის ხელს. 

შილის თქმით, ექვსწლიანი მუშაობის მანძილზე არასდროს უნახავს კოლეგების სულისკვეთების ასეთი დაცემა და დასძენს, რომ ადრე, როდესაც საქმე ცუდად მიდიოდა, მასწავლებლები ერთმანეთის მხარდაჭერას ცდილობდნენ, მაგრამ არა წელს. 

წელს გვითხრეს, რომ კომპიუტერებს ჩვენი სამუშაოს შესრულება ჩვენზე უკეთ შეუძლიათ. დააგზავნო, შეაგროვო და 20-ზე მეტი ბავშვი აიძულო დღეში რამდენჯერმე შემოვიდეს სხვადასხვა საგანმანათლებლო პლატფორმაზე - მარტივი საქმე არ არის და დიდი დრო მიაქვს, - განმარტავს მასწავლებელი. 

მარბეტ შილმა აღნიშნა, რომ მისი მოსწავლეების ცოდნის დონე წელს ძალიან დაბალია. 

მასწავლებელი იმედგაცრუებულია. მისი თქმით, პროფესია აღარ იტაცებს, რადგან მისი სამუშაო ძიძის საქმიანობას ჰგავს. არსებული მდგომარეობით დამძიმებულია სკოლის პერსონალიც, მათი პრობლემები კი ყურადღების მიღმა რჩება. 

ამიტომ შილმა ვიდეორგოლის გადაღება და პედაგოგების პრობლემებზე ხმამაღლა საუბარი გადაწყვიტა. 

„ყველას ეშინია, რომ სამსახურს დაკარგავს... გულწრფელად რომ ვთქვა, მეც მაკანკალებდა, როდესაც ვიდეოს ვაგზავნიდი“,- ამბობს პედაგოგი. 

ქალაქის მასწავლებლების ფედერაციის პრეზიდენტის, ჯეფ ადკინს-დუტროს თქმით, პედაგოგის ვიდეო ვირუსული გახდა, რადგან ქალაქის მასწავლებლების დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ის დასძენს, რომ იმედგაცრუება და სამსახურის მიტოვების სურვილი - მასწავლებლებს შორის იშვიათი არ არის. 

წყარო: CIsproud.com


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

სიახლეები

მე-8 კლასელი მოსწავლე თანასკოლელმა დანით, თავისა და კისრის არეში დაჭრა - შემთხვევა საჯარო სკოლის ტერიტორიაზე მოხდა 

შერჩეული მასწავლებლები დამატებით მიიღებენ სახელფასო დანამატს 1000 ლარის ოდენობით

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მუხროვანის საჯარო სკოლის დირექტორი სვეტლანა სუხორუკოვა პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

სკოლები

პატარა მსახიობი ლიკა ჭანტურაიას შესრულებულმა როლმა მაყურებლის განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა

წინასაახალწლო სამზადისი სკოლის ყოველწლიური ტრადიციაა

პირველკლასელმა ანბანის სწავლა ხალისით დაიწყო და ანბანის პირველ ასო-ბგერას დიდი ენთუზიაზმით გაეცნო

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

რა გავლენას ახდენს ChatGPT მოსწავლეებსა და სწავლაზე? - საინტერესო კვლევა

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

სიახლეები
საზოგადოება