სიახლეები
სიახლეები, საინტერესო

აცრა გარდაცვალების რისკს 90%-ით ამცირებს - საფრანგეთში მასშტაბური კვლევა ჩატარდა
19-10-2021
-
+


ვაქცინაცია ჰოსპიტალიზაციის ან გარდაცვალების რისკს 90 %-ით ამცირებს, - განაცხადეს მეცნიერებმა საფრანგეთში ჩატარებული მასშტაბური კვლევის შედეგებზე დაყრდნობით. „ეს ნიშნავს, რომ ვაქცინირებული ადამიანები ჰოსპიტალიზაციისა და გარდაცვალების 9-ჯერ უფრო ნაკლები რისკის ქვეშ იმყოფებიან არავაქცინირებულებთან შედარებით“,- აღნიშნა ეპიდემიოლოგმა მაჰმუდ ზურეიკმა, რომელიც კვლევას ზედამხედველობდა.

კვლევის დროს 2020 წლის 27 დეკემბრიდან 2021 წლის 20 ივლისამდე პერიოდში 50 წლიდან ასაკის 22.6 მილიონ ადამიანს დააკვირდნენ. კერძოდ, 11.3 მილიონი 50 წელს გადაცილებული სრულად ვაქცინირებული პირი იმავე რაოდენობის არავაქცინირებულებს შეადარეს. შედეგები ანალოგიური იყო „ფაიზერ/ბიონტექის“, „მოდერნასა“ და „ასტრაზენეკას“ ვაქცინების შემთხვევაში.

აღსანიშნავია, რომ ვაქცინის ეფექტურობა აცრიდან 5 თვის განმავლობაში არ შემცირებულა.

მკვლევარებს მხოლოდ ერთი თვე ჰქონდათ „დელტა“ ვარიანტის შემთხვევაში ვაქცინების ეფექტურობის შესაფასებლად, ვინაიდან კორონავირუსის ეს ვარიანტი საფრანგეთში დომინანტური მიმდინარე წლის ივნისიდან გახდა, თუმცა შედეგებმა აჩვენა, რომ ვაქცინებმა მძიმე სიმპტომებისა და გარდაცვალების რისკი 75 წელზე უფროსი ასაკის ადამიანებში 84% -ით, 50-74 წლის პირებში კი - 92%-ით შეამცირა.

„ეს ძალიან მოკლე პერიოდია ამ ვარიანტზე ვაქცინაციის რეალური გავლენის შესაფასებლად“,- აღნიშნა ზურეიკმა და დასძინა, რომ ამ მიმართულებით კვლევები გრძელდება. კვლევა სამეცნიერო ჯგუფმა Epi-Phare-მა ჩაატარა.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

2024 წლის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის გამარჯვებულების ვინაობა ცნობილია

იცვლება მასწავლებლის განათლებისადმი დადგენილი მოთხოვნები - მთავრობის დოკუმენტი

ინფორმაცია სპეცმასწავლებლებისთვის, რომლებსც პრაქტიკოსის სტატუსი აქვთ

რა განათლება უნდა ჰქონდეს აღმზრდელსა და თანაშემწეს - ბრძანება

რესურსცენტრების ხელმძღვანელებს დამატებითი ვალდებულება განესაზღვრათ - მუნიციპალური ბიუჯეტი

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

ღონისძიებაში აქტიურად ჩაერთნენ მესამე კლასის მოსწავლეებიც

წიგნიერების დღესასწაულს არაერთი კლასი გამოეხმაურა

ბავშვებმა ერთმანეთსა და დამსწრე საზოგადოებას დაუვიწყარი წუთები და ემოციები აჩუქეს

საინტერესო

საკლასო ოთახების ციფრული ტრანსფორმაცია წარმოადგენს საჭირო და გარდაუვალ პროცესს... 

მწერლის ერთ-ერთი პირველი ფსევდონიმი „რაზიკოვი“ იყო... ლუკა რაზიკაშვილმა ვაჟა-ფშაველას ფსევდონიმით ხელმოწერა 1885 წელს დაიწყო

დამატებითი უქმე დღე მასწავლებლებისთვის - ასე ცდილობენ ბრიტანეთის სკოლებში ახალგაზრდა კადრების მოზიდვას

სიახლეები
საზოგადოება