სიახლეები
სკოლები

გურიანთის საჯარო სკოლაში რეკომენდაციებს ზედმიწევნით იცავენ
12-10-2021
-
+


თეიმურაზ ჭიტაძის სახელობის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გურიანთის საჯარო სკოლაში ყველა შესაბამის რეგულაციასა და რეკომენდაციას იცავენ. 

სასწავლო პროცესი დასწრებითად ისევე როგორც საქართველოს სხვა სკოლებში, ამ სკოლაშიც 4 ოქტომბერს განახლდა.

სწავლის დასწრებით ფორმატში განახლებას სკოლა სრულ მზადყოფნაში დახვდა. შენობაში ჩატრდა ყველა შესაბამისი ღონისძიება, რათა მოსწავლეებს უსაფრთხო და მშვიდ გარემოში მიეღოთ განათლება.

სანამ სწავლა სკოლის შენობაში დაიწყებოდა, დირექტორმა ნანა შარაძემ გაავრცელა განცხადება, რომელშიც დეტალურად იყო ახსნილი თუ რა ღონისძიებებს ატარებდა სკოლა და როგორ უნდა მოქცეულიყვნენ მშობლები, მოსწავლეები და პედაგოგები.

„თეიმურაზ ჭიტაძის  სახელობის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გურიანთის საჯარო სკოლის მოსწავლეების მშობელთა, მოსწავლეთა და თანამშრომელთა საყურადღებოდ! 
გილოცავთ  სასწავლო პროცესის გაგრძელებას  სასკოლო სივრცეში. განსაკუთრებით ეს დღე მნიშვნელოვანია პირველკლასელებისათვის.  თითოეულ მათგანს ვულოცავთ მათ ცხოვრებაში ახალი ეტაპის დაწყებას , ვუსურვებთ წარმატებებს, ჯანმრთელობას და ბედნიერ მომავალს!
გაცნობებთ, რომ ჯანდაცვისა და განათლების სამინისტროს მითითებებისა და რეგულაციების შესაბამისად სკოლაში განხორციელდალდა ყველა ის მნიშვნელოვანი ღონისძიება, რომ თითოეულმა მოსწავლემ სკოლაში თავი იგრძნოს ჯანმრთელობისთვის საჭირო უსაფრთხო გარემოში.
• სკოლის მთელ ტერიტორიაზე, ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენლების მიერ (საკლასო ოთახები, დერეფნები, სველი წერილები, კიბის უჯრედები, საერთო გამოყენების სივრცეები ) ჩატარდა სადეზინფექციო სამუშაოები, არჩევნების დასრულებისთანავე, დღეს,(3ოქტომბერს) განმეორებითი სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა სკოლის ტერიტორიაზე.(დერეფნები, ფოიე, საკლასო ოთახები, კარის სახელურები, კიბის მოაჯირები)
• Covid-19-ის გამოწვევების საპასუხოდ სკოლა აღჭურვილია: დეზობარიერებითა და დეზობარიერის სითხეებით, იატაკის მოვლისა და ზედაპირების დასამუშავებელი ხსნარებით, ხელის სადეზინფექციო სითხეებით, თერმომეტრებით, პირბადეების მარაგით, თხევადი სასაპნეებითა და საპნით, ხელის გასამშრალებელი ქაღალდით, სასკოლო ინვენტარის დასამუშავებელი ხსნარით, სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვისთვის საჭირო ყველა საშუალებებით.
• სველი წერტილები აკმაყოფილებს სანიტარულ -ჰიგიენური თვალსაზრისით ყველა პირობას და აღჭურვილია ყველა საჭირო საშუალებით. 
• სასწავლო პროცესის უსაფრთხოდ წარმართვის მიზნით,სკოლამ გაითვალისწინა ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული ყველა რეკომენდაცია.
• გაკვეთილის ხანგრძლივობადაწყებით კლასებში 35 , ხოლო საბაზო და საშუალო საფეხურზე 40 წუთია ,გაკვეთილებს შორის შესვენება 5 წუთი 
• სკოლის ეზოსა და შენობაში უცხო პირთა და მშობელთა შემოსვლა  გამკაცრებულია, გთხოვთ კომუნიკაციისთვის გამოიყენოთ დისტანციური ფორმა,სატელეფონო შეტყობინება ან გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში სავალდებულო რეგულაციების დაცვით (პირბადე,სადეზინფექციო ხსნარი,თერმოსკრინინგი) მობრძანდეთ სკოლაში.
• მოსწავლეთა თერმოსკრინინგი განხორციელდება, როგორც სატრანსპორტოს საშუალებაში ასვლისას, ასევე შენობაში შემოსვლისთანავე. 
• სკოლის პერიმეტრზე: ეზოში, შენობის საერთო სივრცეებში, საკლასო ოთახში პირბადის ტარებასთან დაკავშირებული მოთხოვნები ვრცელდება სკოლის თანამშრომლებზე , I - XII კლასის მოსწავლეებზე,მშობლებზე და სკოლაში ვიზიტად მყოფ ყველა პირზე. 
• აღნიშნული პროცესების მართვასა და კოორდინაციაზე პასუხისმგებელია სკოლის დირექტორი და დირექტორის ბრძანებით განსაზღვრული პირები.
• საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად სკოლის ყველა თანამშრომელმა გაიარა სავალდებულო ტესტირება (ყველა თანამშრომელი კოვიდ-უარყოფითია,თანამშრომელთა 86 %  აცრილია ) Covid-19-ის ახალი შემთხვევების დროული გამოვლენის მიზნით პერიოდული ტესტირება ჩატარდება კვირაში ერთხელ.
• მიმდინარე საგაკვეთილო ცხრილის, მოსწავლეთა სკოლაში გამოცხადების დროის, თითოეული კლასისთვის განკუთვნილი საკლასო ოთახების შესახებ ინფორმაცია დეტალურად მოგაწოდეს კლასის დამრიგებლებმა.
• სსსმ მოსწავლეებისთვის რესურსოთახით სარგებლობის განრიგი განსაზღვრულია სკოლის სპეც. მასწავლებლის მიერ.
• მოგეხსენებათ, რომ ამ სასწავლო წელს მშობლის სურვილისამებრ შესაძლებელია , დისტანციური სწავლების არჩევა. დისტანციურ სწავლებაზე გადაყვანის/დისტანციური სწავლებიდან დასწრებით სწავლებაზე დაბრუნების მიზნით ვებგვერდზე www.Online.emis.ge როგორც მშობელს, ასევე, სკოლას მოქმედების შესრულების შესაძლებლობა ექნება ყოველი კვირის ხუთშაბათს. მოსწავლის მშობელი რეგისტრირდება ვებ-გვერდზე www.Online.emis.ge. ონლაინ ჯგუფს შესაძლოა ასწავლიდეს სკოლის სხვა მასწავლებელიც.
როგორც მოგეხსენებათ, სკოლაში სასკოლო ბუფეტი არ ფუნქციონირებს, ამიტომ რეკომენდირებულია მოსწავლემ თან იქონიოს საკვები ლანჩ-ბოქსით.
ძვირფასო მშობლებო! გთხოვთ ,გაითვალისწინოთ შემდეგი:
• ცხელების/რესპირატორული დაავადების დაფიქსირების შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოთ სკოლას და მოსწავლე სრულად გამოჯანმრთელებამდე არ გამოუშვათ სკოლაში;
• სკოლის ტერიტორიაზე ცხელების/რესპირატორული დაავადების სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში დროულად გაიყვანეთ მოსწავლე სკოლიდან და უზრუნველყავით ბავშვის გადაყვანა სამედიცინო ცენტრში ტესტირების ჩასატარებლად;
• გთხოვთ,უზრუნველყოთ მოსწავლის სკოლაში გამოცხადება პირბადით ;
• სასურველია მოსწავლეს თან ჰქონდეს ბოთლით სასმელი წყალი;
დავიცვათ რეგულაციები! გავუფრთხილდეთ ერთმანეთს“,- წერს სკოლის დირექტორი ნანა შარაძე.

კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

რის მიხედვით ცხადდება ვარიანტი რთულად?

ჰაერის ტემპერატურას სასკოლო ტესტების შედეგებზე შეუძლია გავლენის მოხდენა

სახელმწიფომ 205 000 ლარი გამოყო მაგისტრების დასაფინანსებლად - დეტალები

ეროვნულ გამოცდებზე გამოყენებული ყველა ტესტი საგნების მიხედვით - დეტალები

მასწავლებელთა საგნის გამოცდაზე გამოყენებული ტესტები - 2024

პიროვნება
სკოლები

სკოლაში თითოეული მოსწავლის ინტერესებზე მორგებული გარემოა შექმნილი

ახალქალაქის ცენტრალურ პარკში კონკურსის ფინალური ეტაპის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა

კვლევაში აქტიურად იყვნენ ჩართულნი მოსწავლეები, მშობლები, პედაგოგები და დირექცია

მოსწავლეებმა შეისწავლეს სამხედრო დისციპლინები - ტოპოგრაფია და სამხედრო ნავიგაცია

საინტერესო

ჰაერის ტემპერატურას სასკოლო ტესტების შედეგებზე შეუძლია გავლენის მოხდენა

„მე არასდროს მიფიქრია საჯარო სკოლაში გადასვლაზე, დიდი და წარმატებული ოჯახის წევრი ვარ და ეს ძალიან მახარებს“

ესპანეთში, ბავშვები  დაახლოებით 10-12 კვირა ისვენებენ, სკოლები ივნისის დასასრულს ასრულებენ სასწავლო პროცესს 

სიახლეები
საზოგადოება