სიახლეები
სიახლეები

„სასწავლო პროცესი გაგრძელდება, სკოლებისთვის დამატებითი შეზღუდვები არ იგეგმება“ - გაბუნია
12-10-2021
-
+


საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდგომ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ აღნიშნა, რომ სკოლების დახურვა არ იგეგმება. ინფიცირების გამოვლენის შემთხვევებში სკოლებში არის პროტოკოლი, რომელსაც ისინი უნდა გაჰყვნენ.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე ონლაინ სწავლებაზე საჯარო სკოლების 2.2% არის გადასული.

„ჩვენ მაქსიმალურად ვმუშაობთ, იმისთვის რომ სკოლების აქტივობა არ შეფერხდეს. სკოლების პროტოკოლი გაწერილია და ყველამ იცის, როგორ უნდა მოიქცეს იმ შემთხვევაში თუ ინფიცირება გამოვლინდა. იყო რამდენიმე შემთხვევა და საჯარო სკოლების 2,2% არის გადასული ონლაინ სწავლებაზე. მაქსიმალური აქტივობით მოხდა და ყურადღებით იმ შემთხვევების გამოვლენა , რაც შეიძლება სასწავლო გარემოში გვქონდეს, იმისთვის რომ სასწავლო პროცესს ხელი არ შეეშალოს ეს არის ჩვენთვის პრიორიტეტი“, - განაცხადა გაბუნიამ და აღნიშნა რომ დამატებითი შეზღუდვები ამ ეტაპზე არ იგეგმება.

რაც შეეხება ბაგა ბაღებს, აქაც მთავარი არის წესების დაცვა და პერსონალის ვაქცინაცია, ვინც ბავშვებთან მუშაობს.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება 

დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

„უფლის ჯვარცმით კაცობრიობამ განაჩენი საკუთარ თავსაც გამოუტანა“...

პასქა ხატისპური არ არის - რა დატვირთვა აქვს ამ ორ სარიტუალო ნამზადს - ეთნოგრაფის განმარტება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება