სიახლეები
სკოლები

ხარაგაულის N3 საჯარო სკოლის კლუბი „მომავლის ხელოვანები“ მუშაობის პროგრამასა და წესდებას აქვეყნებს
01-02-2018
-
+


ხარაგაულის N3 საჯარო სკოლაში 2017 წლის 6 ოქტომბრიდან ფუნქციონირებს კლუბი - ,,მომავლის ხელოვანები“, რომლის უმთავრესი მიზანია მოსწავლეებს გაუღრმავოს და გაუმდიდროს ცოდნა მათთვის საინტერესო საკითხებზე ხელოვნების მიმართულებით, გაზარდოს მოსწავლეთა ინტერესი მსოფლიო და ქართული ხელოვნებისადმი და შეძლებისდაგვარად მოახდინოს მოსწავლეთა რეალიზება.

კლუბში გაწევრიანებული არიან მე-8-მე-10 კლასების მოსწავლეები, რომლებმაც განცხადებით მიმართეს კლუბის კურატორს, მასწავლებელს დალი ლურსმანაშვილს და თანახმანი არიან დაემორჩილნონ კლუბის წესდებას.

ხარაგაულის N3 საჯარო სკოლის კლუბი ,,მომავლის ხელოვანების“
წესდებაა აქვეყნებს.


წესდება:

1.ზოგადი დებულებები

1.1.სსიპ დაბა ხარაგაულის #3 საჯარო სკოლის კლუბი ,,მომავლის ხელ;ოვანები“ (შემდგომში - კლუბი) დაფუძნებულია ხელოვნების მოყვარული მოსწავლეებისა და „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 48-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტისა და ,,ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის N448 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სკოლის წესდების მე-10 მუხლის მე-6 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მოსწავლეთა თვითმმართველობის წევრთა ინიციატივით.

1.2.კლუბი დაფუძნებულია ერთი სასწავლო წლის ვადით.

1.3.კლუბს აქვს სახელწოდება, ლოგო, აგრეთვე შეიძლება ჰქონდეს სხვა რეკვიზიტები.

1.4 კლუბის იურიდიული მისამართი: საქართველო, ხარაგაული, სოლომონ მეფის ქუჩა11, #3 საჯარო სკოლა

2.კლუბის მიზნები და ამოცანები2.1. ხელოვნების პოპულარიზაცი;

2.2. მოსწავლეებში ხელოვნების მიმართ ინტერესის გაზრდა და ამ მიმართულებით გემოვნების დახვეწა;
2.3.პრეზენტაციის უნარის ჩამოყალიბება;
2.4. მოსწავლეთა კვლევის, სინთეზის, ანალიზის, დისკუსიის უნარების გამოვლენა და ჩამოყალიბება;
2.5. პრობლემის გადაჭრის უნარის გამოვლენა;
2.6.წყვილებში, ჯგუფებსა და ინდივიდუალურად მუშაობის გამოცდილების მიღება-გაზიარება;
2.7. ხელოვნების საღამოების ორგანიზება;
2.8.პასუხისმგებლობის გრძნობის განვითარება;
2.9.კლუბი უფლებამოსილია განახორციელოს ნებისმიერი საქმიანობა,რომელიც ემსახურება კლუბის მიზნებს,ინტერესებს, ორიენტირებულია შედეგზე და არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას;
2.10. სასკოლო კლუბის ძირითად მიზნებს წარმოადგენს მოსწავლეთათვის კლუბის ფარგლებში წარმოშობილი პრობლემური თუ საინტერესო საკითხების განხილვა. ასევე, სხვადასხვა საგანმანათლებლო აქტივობის ორგანიზება მოსწავლეთა პრაქტიკული და თეორიული უნარების განვითარებისათვის.
3. კლუბშიგაწევრიანება და წევრობის შეწყვეტა
3.1. კლუბის წევრობა ნებაყოფლობითია;
3.2.კლუბის წევრი შეიძლება გახდეს ამავე სკოლისსაბაზო/საშუალო საფეხურის მოსწავლე, რომელიც იზიარებს კლუბის მიზნებს;
3.3.კლუბის წევრობის მსურველმა უნდა მიმართოს კლუბს წერილობით.
3.4.კლუბის წევრი ვალდებულია მიიღოს მონაწილეობა კლუბის საქმიანობაში,დაიცვას წესდების მოთხოვნები, შეასრულოს დავალებები და კლუბის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები;
3.5.კლუბის წევრს ეკრძალება იმოქმედოს ორგანიზაციის სახელით კურატორთან შეთანხმების გარეშე;
3.6.კლუბი პასუხისმგებელია მისი წევრის მხოლოდ იმ საქმიანობაზე,რომელიც დაკავშირებულია კლუბის საქმიანობასთან;

3.7.კლუბის წევრს უფლებამოსილება უწყდება:

ა) პირადი განცხადების საფუძველზე;
ბ)კლუბის წევრთა ხმათა უმრავლესობის გადაწყვეტილებით, როდესაც მისი საქმიანობა ეწინააღმდეგება კლუბის მიზნებს და უხეშად არღვევს აღნიშნული წესდების დებულებებს;
გ) მოსწავლის ამორიცხვის, გარიცხვის, სტატუსის შეჩერების შედეგად.
4.კლუბის მართვა და გადაწყვეტილებების მიღების წესი
4.1. კლუბს შეიძლება ჰყავდეს კურატორი (მასწავლებელი), რომლის უფლებამოსილებაა უხელმძღვანელოს კლუბის საქმიანობას, ერთპიროვნულად წარადგინოს კლუბი მესამე პირებთან, უხელმძღვანელოს კლუბის მიერ განსახორციელებელი პროექტებისა და პროგრამების შემუშავებასა და რეალიზაციას, განაგოს კლუბის ქონება;
4.2. გადაწყვეტილების მიღებისას ხმის უფლებით სარგებლობენ კლუბის წევრები, რომლებიც გადაწყვეტილებას იღებენ დამსწრეთა უმრავლესობით.
5.კლუბის მუშაობა
5.1.კლუბი იკრიბება კვირაში ერთხელ, ყოველ პარასკევს, გაკვეთილების შემდეგ და აგრეთვე შეიძლება შეიკრიბოს საჭიროებიდან გამომდინარე;
5.2.კლუბი მუშაობს წინასწარ შემუშავებული სამოქმედო გეგმით;
5.3. კლუბის კურატორი ინტერნეტსივრცეში ქმნის facebook–ის გვერდს, სადაც განთავსდება ინფორმაცია კლუბის სახელწოდება, კლუბის წესდება, სამოქმედო გეგმა და ფოტომასალა კლუბის საქმიანობის შესახებ;

5.4. ამ წესდების მეორე მუხლით გათვალისწინებული ამოცანებისა და მიზნების მისაღწევად კლუბის წევრები:

• ახორციელებენ კვლევას სკოლის მოსწავლეთა საზოგადოებისათვის საინტერესო საკითხვებზე;
• ორგანიზებას უწევენ კონკურსებსა და სხვადასხვა პროექტს;
• უზრუნველყოფენ მოსწავლეთა ინფორმირებას კლუბის ფარგლებში წამოჭრილ სიახლეებთან დაკავშირებით;
• წინადადებებით მიმართავენ სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობას.

6. ცვლილებების შეტანა

წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება შესაბამისი წინადადების მოსწავლეთა თვითმმართველობის საბაზო/საშუალო საფეხურის გაერთიანებულ სხდომაზე განხილვისა და დამტკიცების შედეგად.

7.კლუბის საქმიანობის შეწყვეტის საფუძვლები

კლუბის საქმიანობა წყდება:

ა) მოსწავლეთა თვითმმართველობის წევრებისგადაწყვეტილებით, თუკი კლუბმა დაკარგა აქტუალურობა (მოსწავლეებში დაინტერესება);
ბ) კლუბის მოქმედების ვადის გასვლით.

სსიპ დაბა ხარაგაულის #3საჯარო სკოლის ხელოვნების მიმართულების კლუბი „მომავალი ხელოვანები“.


კლუბის ხელმძღვანელი: დალი ლურსმანაშვილი

კლუბის კონცეფცია მისია:


კლუბი ხელს შეუწყობს მოსწავლეებში, მსოფლიო მნიშვნელობის
ხელოვანების და მათ შორის ქართველი ხელოვანების მიერ შექმნილი შედევრების აღქმისა და შესწავლისათვის საჭირო ცოდნისა და უნარების განვითარებას.

მიზანი

კლუბის მიზანია მოსწავლეებს გაუღრმავოს და გაუმდიდროს ხელოვნების გაკვეთილებზე მიღებული ცოდნა მსოფლიო ხელოვნებისა
და ხელოვანების შესახებ და მოახდინოს მოსწავლეთა რეალიზება.

ამოცანები

1. მოსწავლეები გაიღრმავებენ ცოდნას მსოფლიო ხელოვნების მიმდინარეობების შესახებ.
2. მოსწავლეები გაიმდიდრებენ ცოდნას მსოფლიო დონის ხელოვანების და მათ შორის ქართველი ხელოვანების ცხოვრებისა
და მოღვაწეობის შესახებ.
3. მოსწავლეები ხელოვნების გაკვეთილებზე მიღებული ცოდნისა და კლუბური მუშაობის საფუძველზე მიღებული ცოდნის

გამოყენებით, მოახდენენ საკუთარი თავის რეალიზებას ხელოვნებათმცოდნეობის მიმართულებით.

სამიზნე ჯგუფი

მე–8, მე–9, მე–10 კლასის მოსწავლეები რაოდენობა
მინიმუმ 5მოსწავლე და მაქსიმუმ 20 მოსწავლე.

შედეგები

1. მოსწავლეები მოაწყობენ ღონისძიებებს მსოფლიო მნიშვნელობის ხელოვანთა ცხოვრების და შემოქმედების შესახებ.
2. მოსწავლეები კლუბური მუშაობის საფუძველზე მიღებული
ცოდნით, გაიუმჯობესებენ აკადემიურ მოსწრებას.
3. მოსწავლეები მოაწყობენ გამოფენას.

კლუბის პროგრამა

კალენდარი

კვირაში ერთი შეხვედრა ერთი საათის ხანგრძლივობით. საჭიროების შემთხვევაში (მოსწავლეთა სურვილის და მოთხოვნის გათვალისწინებით) შეხვედრების რაოდენობა შეიძლება გაიზარდოს კვირაში ორ საათამდე.

კამპანია

სასწავლო წლის პირველ დღეს, საზეიმო ღონისძიებაზე, რომელსაც ესწრებოდნენ პედაგოგები, მოსწავლეები და მათი მშობლები და მოწვეული სტუმრები, დირექციის წარმომადგენელთა მხრიდან მისასალმებელ სიტყვაში გაკეთდა განცხადება, სკოლაში კლუბური მუშაობის დანერგვის შესახებ სხვადასხვა მიმართულებით და მათ შორის ხელოვნების მიმართულებით.

მომდევნო სასწავლო დღეს, დიდ დასვენებაზე მოხდა სამიზნე ჯგუფებში შესვლა და მოსწავლეთა ინფორმირება ხელოვნების კლუბის დაარსების თაობაზე. დაინტერესებულმა მოსწავლეებმა დასვეს კითხვები კლუბის სამუშაო გეგმებთან დაკავშირებით. ისინი გაეცნენ კლუბის კონცეფციას. რამდენიმე მოსწავლემ მაშინვე გამოთქვა სურვილი კლუბში გაწევრიანებისა. მომდევნო დღეს, დაინტერესებულმა მშობელმა, სატელეფონო საუბრით მიიღო ინფორმაცია კლუბის კონცეფციის შესახებ და სურვილი გამოთქვა მისი შვილის კლუბში გაწევრიანების თაობაზე.


მომდევნო დღეებში დაგეგმილია მშობელთა კრებები, სადაც კლასის დამრიგებლები გააცნობებ მშობლებს კლუბის შესახებ ინფორმაციას და დაინტერესებულები მიიღებენ ამომწურავ პასუხებს დასმულ კითხვებზე.

შეხვედრების ცხრილი

1. ურთიერთგაცნობა და კლუბის სამუშაო გეგმის გაცნობა. წესების შემუშავება მოსწავლეები გაეცნობიან კლუბის სამუშაო გეგმას. მოსწავლეთა თანამონაწილეობით მოხდება კლუბში მუშაობის წესების შემუშავება.
2. უძველესი ადამიანების ხელოვნება ფოტო და ვიდეო მასალების გამოყენებით გამოქვაბულების ხელოვნების შესახებ ცოდნის გამდიდრება
3. შუამდინარეთის ხელოვნება სხვადასხვა სახელმძღვანელოებიდან შუამდინარული ხელოვნების შესახებ მასალების წაკითხვა და ფოტომასალების გაცნობა–განხილვა.
4. საოცარი ეგვიპტე სხვადასხვა ენციკლოპედიებიდან ეგვიპტის შესახებ მასალების გაცნობა
5. საბერძნეთი საუბრები ბერძნულ არქიტექტურასა და ქანდაკებაზე
6. ყველა გზა რომში მიდის ფოტო და ვიდეო მასალებით რომში მოგზაურობა
7. ძველი ცივილიზაციების განზოგადება საუბრები ძველი ცივილიზაციების ხელოვნების თავისებურებების შესახებ
8. პრაქტიკული სამუშაო მოსწავლეები გადმოსცემენ შთაბეჭდილებებს ძველი ცივილიზაციების შესახებ ესეს, ნახატის ან მისთვის სასურველი ნებისმიერი ფორმით.
9. შუა საუკუნეების ჩინეთის და იაპონიის ხელოვნება მოსწავლეები გააკეთებენ პრეზენტაციას მოძიებული მასალებისა შუა საუკუნეების ჩინეთისა და იაპონიის ხელოვნების შესახებ.
10. აღმოსავლეთი–მარაოს სამშობლო გაეცნობიან მარაოს ისტორიას. ქაღალდებით გააკეთებენ მარაოებს და მოხატავენ
11. რენესანსი–ხელოვნების მწვერვალი გაეცნობიან აქამდე უცნობ ნამუშევრებს რენესანსის ეპოქიდან ფოტო და ვიდეო მასალებით .


12. პრეზენტაცია–რენესანსის კორიფეები მოსწავლეები წარმოადგენენ მოძიებულ მასალებს მათთვის ყველაზე საინტერესო ხელოვანის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ რენესანსის ეპოქიდან.
13. სტუმრად მუზეუმში ხარაგაულის მუზეუმში ნახატების დათვალიერება
14. ბაროკო–უფორმო მარგალიტი ბაროკოს ეპოქის გაცნობა
15. რუბენსი და რემბრანდტი საუბრები რუბენსისა და რემბრანდტის შესახებ
16. იმპრესიონიზმი იმპრესიონისტი მხატვრების გაცნობა
17. როდენი საუბრები როდენზე
18. დავით კაკაბაძე საუბრები დავით კაკაბაძეზე
19. პიკასო და მე–20 საუკუნის მხატვრული მიმდინარეობები ფოტო, ვიდეო და ლიტერატურული მასალების გაცნობა პიკასოს შესახებ
20. ექსპრესიონიზმი, აბსტრაქციონიზმი,
სიურეალიზმი მხატვრების და მათი ნამუშვრების გაცნობა
21. ქართული ხუროთმოძღვრება ფოტო და ვიდეო მასალების გაცნობა
22. ექსკურსია უბისის წმიდა გიორგის მონასტერში 
23. საკვირაო სკოლაში მისვლა საუბრების მოსმენა ქართული ტაძრების შესახებ
24. ფიროსმ,ანი საუბრები ფიროსმანის შესახებ
25. ფიროსმანი ფილმის ნახვა ფირტოსმანზე
26. ქართული ქანდაკება საუბრები ქართულ ქანდაკებაზე
27. ქართული ქანდაკება ექსკურსია თბილისში ქანდაკებების სანახავად
28. ქართული ქანდაკება შთაბეჭდილებების გადმოცემა ექსკურსიის შემდეგ ნახატის, ესეს, ჩანახატის ან სხვა ნებისმიერი ფორმით.
29. რა მომცა კლუბმა საუბრები კლუბში განხორციელებული აქტივობების პროდუქტიულობის შესახებ
30. გამოფენა კლუბის მუშაობის ამსახველი ფოტო გამოფენის მოწყობა

კლუბში გაწევრიანების მსურველის განაცხადის ნიმუში

ხარაგაულის მესამე საჯარო სკოლის
კლუბის კურატორს 
ქ-ნ დალი ლურსმანაშვილს
ამავე სკოლის … კლასის მოსწავლის,
სახელი და გვარი

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

მსურს გაცნობოთ, რომ გავეცანი ჩვენი სკოლის ხელოვნების კლუბის წესდებას და თანახმა ვარ გავწევრიანდე აღნიშნულ კლუბში.

პატივისცემით ….

თარიღი

ვუსურვებთ კლუბს წარმატებებს საქმიანობაში.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ცნობილია, რომელი უმაღლესის ავტორიზაციის ხელახალი განხილვა იქნება 27 დეკემბერს 

მედიაწიგნიერება სასკოლო განათლებაში

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტსა (KIU) და მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტს (TUM) შორის თანამშრომლობა ღრმავდება

თბილისის საბავშვო ბაღებში ზამთრის არდადეგები 27 დეკემბრიდან დაიწყება

ნიმუშში შეტანილია 7 დავალება ტესტის თითოეული ნაწილიდან

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

ოსწავლეებმა დიდი ინტერესი გამოიჩინეს და ყურადღებით მოუსმინეს პრეზენტაციას

ამჯერად, გიმნაზიის III კლასის მოსწავლეებმა (დამრიგებელი ქეთევან გაგოშიძე) სკოლაში წარადგინეს ღონისძიება - „ტყის საშობაო ზღაპარი“ 

აქტივობაში ისინი დიდი ენთუზიაზმით მონაწილეობდნენ

მოსწავლეებისთვის თამაში სასწავლო-შემეცნებითთან ერთად სახალისო და თავშესაქცევი აღმოჩნდა

საინტერესო

დღეს, განვიხილავთ იდეებს, რომლებიც მოსწავლეებს სიამოვნებას მიანიჭებს და ბუნებასაც დაიცავს 

ჰიმნის შექმნა არა მხოლოდ მუსიკალური პროექტი, არამედ მთელი სკოლის გაერთიანების შესაძლებლობაა -   ის გვახსენებს, ვინ ვართ, რა გვაერთიანებს და რას ვზეიმობა

ბოლო ერთი კვირის აქტივობები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსწავლეებმა განიცადონ საერთო საახალწლო სიხარული... 

მოსწავლეების ფანტაზია უსაზღვროა და საჩუქარს, ძირითადად, ადრესატის გემოვნებიდან გამომდინარე არჩევენ

სიახლეები
საზოგადოება