მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მოქალაქეებს კორონავირუსის სწრაფი ტესტის საფასურის გადახდა, გერმანიაში თავად მოუწევთ. მედიის ინფორმაციით, გამონაკლისი შეეხება მხოლოდ იმ პირებს, რომლებსაც ვაქცინაცია არ შეუძლიათ, მათ შორის 12 წლამდე ასაკის ბავშვებს.
ამასთან, 12-დან 17 წლამდე ასაკის მოქალაქეებისა და ორსულებისთვის კოვიდტესტი კვირაში ერთხელ უფასო იქნება და ეს რეგულაცია 31 დეკემბრამდე იმოქმედებს. უფასო ტესტის გაკეთების საშუალება ექნებათ იმ მოქალაქეებსაც, რომლებიც კორონავირუსით ინფიცირების გამო კარანტინში იმყოფებიან და ტესტის პასუხი კარანტინის დასასრულებლად სჭირდებათ.
კვლავ უფასო იქნება პისიარ ტესტებიც, რომელსაც მოქალაქეები ექიმების ან ჯანდაცვის სამსახურების განკარგულების საფუძველზე ჩაიტარებენ.
მედიის ინფორმაციით, ამ ნაბიჯით გერმანიის ხელისუფლებას სურს, ქვეყანაში ვაქცინაციის ტემპი დააჩქაროს. აღსანიშნავია, რომ ამ დროისთვის ქვეყანაში სრულად ვაქცინირებულია მოსახლეობის 65 %, რაც ევროკავშირში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.
მოსახლეობის გარკვეული ნაწილისთვის კორონავირუსზე ტესტი ფასიანი ხდება შვეიცარიაშიც. გამონაკლისი შეეხებათ 16 წლამდე ასაკის პირებს, მათ, ვინც ვაქცინის ერთი დოზა უკვე გაიკეთეს და მათ, ვინც, უტყუარი სამედიცინო მიზეზის გამო, აცრას ვერ იკეთებს.
როგორც გერმანიაში, ასევე შვეიცარიაში დახურული ტიპის რესტორნებში, კულტურულ და გასართობ ობიექტებში შესასვლელად, ასევე დახურულ სივრცეში გამართულ ღონისძიებებზე დასასწრებად მოქალაქეები ვალდებულები არიან წარადგინონ სერტიფიკატი, რომელიც ადასტურებს, რომ ვაქცინირებული ან კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულები არიან, ან კორონავირუსზე ჩატარებული ტესტის პასუხი უარყოფითია.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.