სიახლეები
სიახლეები

„მინდა, მეტი ბავშვი ჩაერთოს „იზურნეს“ ტესტებში“ - მარინა ლომია, თბილისის N191 საჯარო სკოლის მასწავლებელი
12-10-2021
-
+


მოსწავლეები, მშობლები და მასწავლებლები ერთხმად აღიარებენ, რომ „იზრუნეს“ ტესტები უმარტივებთ სასწავლო პროცესს და დადებითად მოქმედებს ბავშვების მოტივაციაზე. 

Izrune.ge-ში ერთ-ერთი აქტიურად ჩართული კლასი და დამრიგებელი თბილისის N191 საჯარო სკოლის II-ე კლასია. პროექტის მნიშვნელობაზე კლასის დამრიგებელი - მარინა ლომია გვესაუბრა.

- ქალბატონო მარინა, როგორ ჩაერთეთ izrune.ge-ს პროექტში?
- უპირველესად გეტყვით, 191-ე სკოლა, მისი ხელმძღვანელი თინათინ ბაქრაძე და სკოლის დირექცია, თავიდანვე აქტიურად ჩაერთო პორექტში - დიდი შრომა გასწიეს სკოლაში წარმატებით დანერგვისთვის. წლების წინ დაიწყო ჩვენი თანამშრომლობა, მაშინ, როცა ყველასთვის სიახლე იყო ეს პროექტი. ბატონ გოჩა ტეყშელაშვილს განათლების სამინისტროში შეხვედრა ჰქონდა პედაგოგოებთან და მათ შორის, მეც ვიყავი. იქედან მოყოლებული აქტიურად ვართ ჩართულები, თუმცა იმ დროს მხოლოდ, უფროსკლასელებს ვასწავლიდი. როცა დაწყებით საფეხურზე სერტიფიცირება მივიღე და პატარებთან შევედი სასწავლებლად, მაშინვე დავიწყე მათი ჩართვა „იზრუნეს“ ტესტებში.


- რამდენად მნიშვნელოვანია ეს პროექტი ბრავშვებისთვის?

- გულწრფელად, ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენ ყოველთვის დიდი ენთუზიაზმით ვმუშაობთ მასზე. ყოველთვის ვურჩევ მოსწავლეებს მონაწილეობას, რადგან ტესტები შემეცნებითი ხასიათისაა და ასევე, ეჩვევიან კომპიუტერთან მუშაობას. 
სხვა მრავალი პლატფორმაა, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია ტესტირების გავლა, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც izrune.ge-ს აქვს სისტემატური ხასიათია. სულ სხვაგვარად მობილიზებულები არიან ბავშვები, როცა იციან ყოველ ხუთშაბათსა და თვის ბოლო კვირა დღეს ტესტების გაკეთების საშუალება აქვთ. წამახალისებელი დიპლომები კი, ძალიან კარგად აისახება მათ მოტივაციაზე. 



- ბავშვებს როგრო მოსწონთ „იზრუნეს“ ტესტები?

- ჩვენ პირველი კლასიდან ჩავერთეთ პროექტში და ხუთშაბათობით „ზეიმი“ აქვთ ხოლმე - უხარიათ. ტესტირებაში დიდი მოლოდინით და ინტერესით ერთვებიან, როგორც მოსწავლეები, ასევე მშობლები. ეს ყოველივე კი ბავშვის მოტივაციაზე დადებითად მოქმედებს. წინა კლასთან  ვინიშნავდით ქულებს, გეგმაში გვქონდა სხვადასხვა სტატუსის მოპოვება, რაც მოსწავლეებს ინტერეს უღვივებდათ სწვლის მიმართ - ცდილობდნენ კარგად ესწავლათ, რათა ტესტი წარმატებით ჩაებარებინათ. 



- პანდემიის დროს რა როლი ჰქონდა მოსწავლეებისთვის და მასწავლებლებისთვის izrune.ge-ს?

-  მთელი წლის განმავლობაში ვიყავით ჩართულები, არდადეგების დროსაც კი არ შეუწყვეტიათ ბავშვებს ტესტების გაკეთება. პანდემიის პირობებში კიდევ უფრო დავინახეთ ამ პროექტის მნიშვნელობა - საჭირო და აუცილებელია მოსწავლეებისათვის. მაშინ, როცა ბავშვები ჩაკეტილები იყვნენ სახლში „იზრუნე“ ნათელი სარკმელივით იყო მათთვის. 



- უფრო კონკრეტულად, ზოგად განათლების მხრივ რამდენად მნიშვნელოვანია?

- მაგალით გეტყვით, როგორც მოქმედი პედაგოგი.  Izrune.ge-ს ტესტებში ბავშვებს ხშირად ხვდებათ იგავ-არაკები. როცა პროგრამულად გადავედით ამ თემაზე და ახსნა დავიწყე, ის მოსწავლეები, რომლებიც „იზრუნეს“ ტესტებს აკეთებდნენ ერთმანეთს არ აცდიდნენ პასუხის გაცემას - ყველაფერი ახსენდებოდათ, რაც ტესტებში შეხვდათ და მათი ზოგადი ცოდნა თემასთან დაკავშირებით, გაცილებით მაღალი იყო.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება 

დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

„უფლის ჯვარცმით კაცობრიობამ განაჩენი საკუთარ თავსაც გამოუტანა“...

პასქა ხატისპური არ არის - რა დატვირთვა აქვს ამ ორ სარიტუალო ნამზადს - ეთნოგრაფის განმარტება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება