მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
სკოლებში დასწრებითი სწავლება მიმდინარეობს, თუმცა პერიოდულად ცალკეული კლასები, ზოგან კი სრულად სკოლა, კოვიდის დაფიქსირების გამო, ონლაინ-რეჟიმზე გადადის. როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულებისას აღნიშნა, ჯერჯერობით საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის დამატებითი შეზღუდვების დაწესება არ იგეგმება, თუმცა კვლავ დახურულია სასკოლო სასადილოები. ამ საკითხთან დაკავშირებით, განათლების მინისტრის მოადგილემ ეკა დგებუაძემ განმარტება გააკეთა:
„სასკოლო სასადილოების გამოყენება არის შეზღუდული, იმის გამო, რომ ერთად გადაადგილებამ ან რიგში დგომამ შესაძლოა, ბევრი მოსწავლის თავმოყრა გამოიწვიოს. ჯანდაცვის სამინისტროს, პირველ ეტაპზე, არ მიაჩნია მიზანშეწონილად, „ბუფეტების“ ფუნქციონირება იყოს დაშვებული. შევხედოთ, როგორ განვითარდება მოვლენები: ეს არის თითოეულ ჩვენგანზეა დამოკიდებული, როგორ შევასრულებთ არსებულ რეგულაციებს და აქედან გამომდინარე, დაშვებასაც ვაკეთებთ, რომ შესაძლებელია, „ბუფეტებმა“ დაიწყოს ფუნქციონირება“.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.