მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
კორონავირუსის შემთხვევების მატება საგანმანათლებლო სივრცეზეც აისახა, ჯერ ორი კვირაც არაა, რაც სკოლები გაიხსნა და ვირუსის შემთხვევების გამო ასეულობით კლასი ისევ ონლაინ სწავლებაზე გადავიდა.
სკოლის ხელმძღვანელები პედაგოგებს სთხოვენ, ზედმიწევნით დაიცვან რეგულაციები, აკონტროლონ ბავშვები, რომ მათ არ ჰქონდეთ კონტაქტი პირბადის გარეშე ერთმანეთთან, ასევე იზღუდება დასვენებებზე მოსწავლეების დერეფნებში სიარული. დაუშვებელია სკოლის შენობაში მშობელთა შესვლაც და მასწავლებელთან პირდაპირი კომუნიკაციაც. აღარაფერს ვამბობთ იმაზე, რომ სკოლის შენობაში შესვლისას თერმოსკრინინგი და სადეზინფექციო ხსნარით ხელის დამუშავება ერთგვარ რუტინად იქცა.
კორონავირუსის თავიდან აცილების მიზნით, გარდა ჩამონათვალისა, დირექტორები პედაგოგებს სთხოვენ, შემაჯამებელი წერები დისტანციურ რეჟიმში ჩაატარონ, რათა მასწავლებელს მოსწავლეთა ნაშრომებთან შეხება არ მოუწიოს და ვირუსის გავრცელება არ მოხდეს. მასწავლებელთა ნაწილისთვის აღნიშნული რეკომენდაცია მისაღებია, ნაწილი კი ფიქრობს, რომ ასეთ შემაჯამებელს აზრი ეკარგება, რადგან ბავშვები სახლში მუშაობის დროს სახელმძღვანელოებს დაიხმარებენ.
მიუხედავად იმისა, რომ ყველა მასწავლებელმა კარგად იცის, ონლაინ შემაჯამებელი წერა ვერ შეამოწმებს მოსწავლის რეალურ ცოდნას, ამ ეტაპისთვის პირველ ადგილზე ბავშვების და პედაგოგების ჯანმრთელობა დგას, შესაბამისად, სკოლის ხელმძღვანელები მოუწოდებენ მასწავლებლებს, ნუ ჩაიგდებენ თავს საფრთხეში და შეამცირონ ბავშვებთან ნებისმიერი რისკის შემცველი კონტაქტი.
იხილეთ ასევე: კლასის დამრიგებლებს მშობლებთან პირდაპირი კომუნიკაცია აეკრძალათ
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.