სიახლეები
სკოლები

როგორ ჩატარდა ახალციხის N5 საჯარო სკოლის Iა და 1გ კლასებში ღია გაკვეთილი
24-10-2016
-
+


ახალციხის N5 საჯარო სკოლაში Iა და 1გ კლასებში ღია გაკვეთილი ჩატარდა. 

,,ანბანის შემობრძანება“პირველი ბგერა-ასოს გაცნობა, პირველი სიტყვისა და პირველი წინადადების წაკითხვა, პირველი ასოების დაწერა, ეს ყოველივე იმდენად სასიხარულო და ამაღელვებელი აღმოჩნდა, რომ წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა ახალციხის №5 საჯარო სკოლის  Iა და 1გ კლასის თითოეულ მოსწავლეზე'' - აღნიშნავენ კლასის ხელმძღვანელები: ხათუნა ბალახაშვილი და მედეა მერაბიშვილი. 

პატარები გაკვეთილის მსვლელობისას ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ ხატოვან გამონათქვამებში: 

''დედაენა“- უპირველესია მთელ წიგნთა ყვავილეთში, ბუნების გამოღვიძების მახარობელია, იასავით სპეტაკია…

დედაენაზე, კერძოდ ,,აი ია“-ზე ხატოვნად წაიკითხეს ლექსები, გაანალიზეს მოთხრობები, ჟესტებითა და მიმიკებით უპასუხეს შეკითხვებს, გააკეთეს ტესტები ,,ი და ა’’ ასოების ამოცნობაზე სხვა ასოებს შორის, იმუშავეს ბუკებში, გააფერადეს ,,ია’’ ყვავილი შესაბამისი ფერებით. 

''პატარების მიერ ფაქიზად გაფერადებულ და თაბახის ფურცლებზე ასახულ იებს ნამდვილად ეტყობოდა სინაზეც, სილამაზეც, სიმორცხვეც დასილურჯეც. ასეთები იყვნენ პატარებიც თავიანთ ნამდვილ პირველ დღესასწაულზე მასწავლებელთან და სკოლის დირექციასთან ერთად: ფაქიზები და თამამები, სიხარულით გაბრწყინებული თვალებით, რომლებმაც მასწავლებლებსა და სკოლის დირექციას ერთი ლამაზი დღე აჩუქეს." - აღნიშნეს მასწავლებლებმა. 



კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

გაწვიმდება თუ არა აღდგომას - პროგნოზი რეგიონების მიხედვით 

განათლების სამინისტროში რეორგანიზაციის დაწყება etaloni.ge-ს ოფიციალურად დაუდასტურეს

„იცვლება საშუალო საფეხურის მოწყობა“ - მე-11 და მე-12 კლასელების საყურადღებოდ!

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება