სიახლეები
სიახლეები

მოზარდების დაჭრის საქმეში ახალი დეტალები გაირკვა
01-02-2018
-
+


მოზარდების დაჭრის საქმეში ახალი დეტალები გაირკვა. 

ამ დრომდე ცნობილი იყო, რომ გუშინ, წითელი ბაღის ტერიტორიაზე მხოლოდ ორი მოსწავლე დაჭრეს

თუმცა ირკვევა, რომ დაზიანებები კიდევ ერთმა არასრულწლოვანმა მიიღო. მისი ადვოკატის რამაზ ჩინჩალაძის თქმით, ის მხოლოდ აშველებდა თანატოლებს და დაზიანებები სწორედ ამ დროს მიიღო. თუმცა საავადმყოფოში არ გადაუყვანიათ. მას მხოლოდ ხელზე აქვს მსუბუქი დაზიანება. 

35-ე სკოლის სკოლის დირექტორის მიხეილ ჩიკვილაძის თქმით, შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა მოსწავლეები რეპეტიტორთან მიდიოდნენ. 

მოზარდები ამ დრომდე რესპუბლიკურ საავადმყოფოში რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფებიან. მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ექიმების თქმით, არასრულწლოვნებს ქირურგიული ჩარევა არ დასჭირდათ. 

ერთ-ერთი დაჭრილი მოსწავლის მშობლის, ირაკლი ცანავას განცხადებით, ბავშვებს ჭრილობები მათთვის უცნობმა თანატოლებმა მიაყენეს. ამის შესახებ ირაკლი ცანავამ ჟურნალისტებს დღეს რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან განუცხადა. 

ასევე გაირკვა, რომ მოსწავლეები დაახლოებით 2-3 წლის წინ პირველი ექსპერიმენტულიდან 35-ე სკოლაში გადავიდნენ. გადასვლის მიზეზები უცნობია. 


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

რესურსცენტრების უფროსები სკოლებში თანამშრომლებს დანიშნავენ  - მინისტრის ბრძანება

გამოცდებზე რეგისტრაცია მსურველებს 2 აპრილის ჩათვლით  შეეძებათ


მედლების შესაძენად 130 ათას ლარზე მეტია გამოყოფილი


მედალოსანი მოსწავლეების ფინანსური წახალისების წესი დამტკიცდა - ვინ მიიღებს 500 და 300 ლარს

მასწავლებლებს განაცხადის გასაკეთებლად ვადა დღის ბოლომდე აქვთ - დეტალები

პიროვნება

სსიპ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ მაწიმის საჯარო სკოლა



ნატო    ჯავახია ინგლისური ენის მასწავლებელი


„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 
სკოლები
სკოლაში არაფორმალური განათლების პროექტებში მოსწავლეთა ჩართულობას ახალისებენ
საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება