სიახლეები
ეტალონი

„მოსწავლეებს უნიკალური შანსი აქვთ ცოდნა შეამოწმონ ყველა საგანში“ - აფხაზეთის ა/რ სკოლებში ინტელექტ-ჩემპიონატის I ეტაპი დასრულდა
13-10-2021
-
+


საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ მიზანს მოსწავლეებში განათლების ხელშეწყობა, მოტივაციის გაზრდა და წახალისება წარმოადგენს. ინტელექტუალური კონკურსი კორონავირუსის გამო დისტანციურ ფორმატში უკვე მეორე წელია ტარდება და მოსწავლეები თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების უნარ-ჩვევებსაც ივითარებან.

12 ოქტომბერს საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ დისტანციურ რეჟიმში აფხაზეთის ა/რ მოსწავლეებისთვის ჩატარდა. ინტელექტუალურ კონკურსში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ. 

კონკურსის მნიშვნელობაზე აფხაზეთის ა/რ  საჯარო სკოლების დირექტორები etaloni.ge-სთან საუბრობენ.

ნანა ჯალაღონია, აფხაზეთის N2 საჯარო სკოლის დირექტორი:

საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მოსწავლეების ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ის კითხვები, რომლებიც კონკურსში იყო მოცემული მხოლოდ ერთი მიმართულებით არ შემოიფარგლებოდა და ეს ძალიან კარგია. ვფიქრობ, მოსწავლეებს უნიკალური შანსი აქვთ, რომ თავიანთი ცოდნა შეამოწმონ არამხოლოდ ერთ, არამედ ყველა საგანში. მგონია, რომ ეს შესაძლებლობა ყველა ბავშვმა უნდა გამოიყენოს. მოსწავლეებმა უნდა გაიაზრონ, რომ „ეტალონის“ კონკურსის საშუალებით ისინი თავიანთი ცოდნის დემონსტრირებას შეძლებენ. აქედან გამომდინარე, „ეტალონი“ ძალიან მნიშვნელოვანი და საჭირო პროექტია.

ნუგზარ ჯომიდავა, აფხაზეთის N10 საჯარო სკოლის დირექტორი:

 „ეტალონი“  ბავშვებისთვის მართლაც ძალიან კარგი პროექტია. კონკურსში მონაწილეობით ჩვენ ძალიან კმაყოფილები ვართ. ინტელექტ-ჩემპიონატი ბავშვებს სწავლაში უწყობს ხელს, რადგან შეკითხვები ყველა საგანს მოიცავს. მოლოდინი გვაქვს, რომ ჩვენი მოსწავლეები შემდეგ ეტაპზე კიდევ უფრო კარგ შედეგებს მიიღებენ. „ეტალონი“ მოსწავლეებს სწავლისადმი მოტივაციას უმაღლებს და რაც მეტი ასეთი შემეცნებითი პროექტი იქნება მით უკეთესი. „ეტალონი“ კიდევ იმიტომაც არის დასაფასებელი, რომ პანდემიის პერიოდში არ გაჩერდა. კონკურსში საინტერესო შეკითხვებია დასმული. მოსწავლეები რწმუნდებიან, რომ კითხვა და სწავლა მათი მომავლისთვის აუცილებელია; „ეტალონი“ სწორედ ის პროექტია, რომელიც სწავლას უწყობს ხელს.

ნატო ესართია, აფხაზეთის N14 საჯარო სკოლის დირექტორი:

„ეტალონი“  მოსწავლეებს საშუალებას აძლებს, რომ გამოავლინონ ცოდნა და საკუთარი თავი სათანადოდ შეაფასონ. მოსწავლეები ისედაც სულ სახლში არიან და დისტანციურად კონკურსის ჩატარება ნამდვილად საჭიროა. პირადად მე ამ ჩემპიონატს მივესალმები, რადგან ბავშვების განვითარებისთვის არის აუცილებელი და  „ეტალონის“ ამისთვის დიდი მადლობა.

ზაზა კოკაია, აფხაზეთის N15 საჯარო სკოლის დირექტორი:

 „ეტალონი“  მართლაც ძალიან კარგი პროექტია. მოლოდინი მაქვს, რომ ბავშვები კიდევ უფრო გააუმჯობესებენ საკუთარ შედეგებს. „ეტალონი“ ნამდვილად სახალხო პროექტია და ძალიან დიდი მადლობა მთელს გუნდს, ბატონ გოჩა ტყეშელაშვილს, რომ მიუხედავად ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაციისა მაინც ტარდება ეს კონკურსი და მოსწავლეებს გვერდში უდგას.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება 

დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

„უფლის ჯვარცმით კაცობრიობამ განაჩენი საკუთარ თავსაც გამოუტანა“...

პასქა ხატისპური არ არის - რა დატვირთვა აქვს ამ ორ სარიტუალო ნამზადს - ეთნოგრაფის განმარტება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება