სიახლეები
ეტალონი

„ეტალონი“ მოსწავლეების მომავალი განვითარებისთვის აუცილებელია“ - შუახევის სკოლებში ინტელექტ-ჩემპიონატის I ეტაპი დასრულდა
13-10-2021
-
+


საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ მიზანს მოსწავლეებში განათლების ხელშეწყობა, მოტივაციის გაზრდა და წახალისება წარმოადგენს. ინტელექტუალური კონკურსი კორონავირუსის გამო დისტანციურ ფორმატში უკვე მეორე წელია ტარდება და მოსწავლეები თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების უნარ-ჩვევებსაც ივითარებან.

12 ოქტომბერს საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ დისტანციურ რეჟიმში შუახევის მუნიციპალიტეტის  მოსწავლეებისთვის ჩატარდა. ინტელექტუალურ კონკურსში შუახევის სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ. 

კონკურსის მნიშვნელობაზე შუახევის საჯარო სკოლების დირექტორები etaloni.ge-სთან საუბრობენ.

ჯემალ ზოიძე, შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ მაწყვალთის საჯარო სკოლის დირექტორი:

საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ მოსწავლეებისთვის ნამდვილად სასიკეთო პროექტია და მივესალმები; დიდი მადლობა „ეტალონს“, რომ პანდემიის მიუხედავად კონკურსი არ შეჩერებულა. აღნიშნული ჩემპიონატი მოსწავლეებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან საკუთარ ცოდნას უფრო იღრმავებენ და ვითარდებიან.

რომან კონცელიძე, შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემოხევის საჯარო სკოლის დირექტორი:

პირადად ჩვენ, „ეტალონით“ ძალიან კმაყოფილები ვართ. მოლოდინი გვაქვს, რომ ბავშვები კიდევ უფრო კარგ ქულებს მიიღებენ და შედეგებს გააუმჯობესებენ მეორე ეტაპზე. მიმაჩნია, რომ „ეტალონის“ პროექტები ბავშვებისთვის აუცილებელია, რადგან მეტ გამოცდილებას და ცოდნას იღებენ. ის ფაქტი, რომ კონკურსი პანდემიის გამო არ შეჩერებულა და დისტანციურად კვლავ გრძელდება, არის ძალიან კარგი და დასაფასებელი.

ციალა ჭაღალიძე, შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ გომარდულის საჯარო სკოლის დირექტორი:

„ეტალონი“ მართლაც ძალიან კარგი კონკურსია და მოსწავლეების მონაწილეობა აუცილებელია. აღნიშნული ჩემპიონატი ბავშვებს მრავალმხრივ ავითარებს; მოსწავლეები კონკურსში ახალ ცოდნას იღებენ, თუ რომელიმე კითხვას ვერ უპასუხებენ შემდეგ იძიებენ მასალებს და პრობლემურ საკითხს სათანადოდ ამუშავებენ. ვფიქრობ, „ეტალონმა“ შესაშური საქმიანობა გასწია, რომ პანდემიის გამო კონკურსი არ შეწყვიტა, ეს ძალიან მნიშვნელოვანი და მისაბაძი საქციელია.

გოჩა ზურაბაშვილი, შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ დაბაძველის საჯარო სკოლის დირექტორი:

საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ ბავშვებისთვის მნიშვნელოვანი პროექტია, რადგან ცოდნას და ინტელექტს უფრო იღრმავებენ. ის ფაქტი, რომ ქვეყანაში არსებული მდგომარეობის გამო პროექტი არ შეჩერდა ძალიან კარგია. დისტანციური მუშაობა ვფიქრობ, ახალი იდეების გამოღვიძებას უწყობს ხელს. მიმაჩნია, რომ მოსწავლეებმა საკუთარი თავის გამოსაცდელად „ეტალონში“ მონაწილეობა აუცილებლად უნდა მიიღონ.

მერი ბერიძე, შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ წაბლანის საჯარო სკოლის დირექტორი:

მიუხედავად იმისა, რომ მცირეკონტიგენტიანი სკოლა გვაქვს ჩვენმა მოსწავლეებმა „ეტალონში“ აქტიურად მიიღეს მონაწილეობა. დამოუკიდებლად იმუშავეს და ეს მათი მომავალი განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია. მეც ძალიან კმაყოფილი ვარ, რადგან აღნიშნული კონკურსი მათ განვითარებას, თვითშემეცნებას უწყობს ხელს. ბავშვები უფრო მეტად იხსნებიან და სასარგებლო საქმიანობაში ერთვებიან.

ამირან ბერიძე, შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაბელაშვილების საჯარო სკოლის დირექტორი:

საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ მოსწავლეებისთვის ძალიან კარგია და ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ აქტიურად მივიღოთ მონაწილეობა. მიმაჩნია, რომ „ეტალონის“ კონკურსის საშუალებით ბავშვები საკუთარ ცოდნას უფრო მეტად იღრმავებენ და მეტ სიახლეს იგებენ. მიმაჩნია, რომ ამ პროექტში ბავშვების მონაწილეობა აუცილებელია, რადგან „ეტალონი“ ცოდნის ამაღლებას უწყობს ხელს.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

 NAEC მასწავლებლებისთვის ვაკანსიას აცხადებს- ტესტური დავალებები 13 საგანში შეიქმნება მე-6 და მე-10 კლასების მოსწავლეებისთვის


საბერიოში დატრიალებული ტრაგედიის გამო 9 იანვარი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა

სკოლის ექიმის ხელფასი 800, ექთნის კი 670 ლარი იქნება - მთავრობის დადგენილება

მასწავლებელთა სქემის მუხლები 1-ელ ივლისამდეა შეჩერებული - სამინისტრო ახალ ვადებს ასახელებს

„ბაღებში კვების მენიუში დასაშვებია თანხის ცდომილება რამდენიმე თეთრით“ - დოკუმენტი

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

სასკოლო საზოგადოება - მასწავლებლები, მოსწავლეები და მშობლები ახალ წელს ერთმანეთს ულოცავდნენ

სკოლაში მადლობას უხდიან მოსწავლეებს, მათ ქორეოგრაფსა და მშობლებს

საერთაშორისო კამპანიის მიზანია მსოფლიო ბავშვების გაერთიანება მშვიდობისთვის


მათ დრო ნაყოფიერად გაატარეს და როლები ოსტატურად შეასრულეს

საინტერესო

მასთან დაკავშირებით საინტერესო ლეგენდა არსებობს 

ერთ-ერთი დავალების შესასრულებლად, მთელი გუნდი გიგანტური სანტას ქუდის ქვეშ გადაადგილდება

სხვა მაგალითებს აქვთ მასწავლებლის მინაწერიც

ძალიან გაგიჭირდებათ ისეთი ოჯახის პოვნა, სადაც ნაძვის ხის სათამაშო ბურთები არ არის

სიახლეები
საზოგადოება