სიახლეები
სიახლეები

X-XII კლასებისთვის მესამე თაობის ესგ მზად არის - ახალი სტანდარტი წლის ბოლომდე დამტკიცდება
13-10-2021
-
+


საშუალო საფეხურის ეროვნული სასწავლო გეგმის ახალი კონცეფციისა და სტანდარტების განხილვის მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ორდღიანი ექსპერტული პანელი გამართა, რომელშიც მონაწილეობა მინისტრის პირველმა მოადგილე ეკატერინე დგებუაძემ, განათლების სფეროს 200-მდე სპეციალისტმა და ზოგადი და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებმა მიიღეს - ინფორმაცია ჩხენკელის უწყება ავრცელებს. 

შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებმა იმ მნიშვნელოვან და აქტუალურ საკითხებზე იმსჯელეს, რომლებსაც სამინისტროს სკოლამდელი და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტის საგნობრივი ექსპერტები საშუალო საფეხურის ახალ სტანდარტებზე მუშაობის პროცესში გაითვალისწინებენ. აღსანიშნავია, რომ საშუალო საფეხურის განახლებული სტანდარტების დამტკიცება მიმდინარე წელს იგეგმება.

ეკატერინე დგებუაძემ მადლობა გადაუხადა დამსწრე საზოგადოებას აქტიური ჩართულობისათვის. მისი თქმით, ამ მიმართულებით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენელთა უკუკავშირი, რადგან სწორედ სკოლა არის ის ადგილი, სადაც ხდება ახალგაზრდების მომზადება განათლების მომდევნო საფეხურისთვის. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, სისტემაში არსებული გამოწვევების საპასუხოდ, სწავლა-სწავლების მიზნებისა და ორგანიზების პრინციპების სწორად განსაზღვრა, რასაც ემსახურება მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმა.

საშუალო საფეხურის მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის კონცეფცია და სტანდარტები მასწავლებლების, სკოლის დირექტორების, მშობლების, რესურსცენტრების, პროფესიული ასოციაციების, პროფესორ-მასწავლებლების ფართო ჩართულობით და საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით შემუშავდა. აღნიშნული მოდელი შეიცავს ბევრ საინტერესო სიახლეს და მის საფუძველს დიფერენცირებული სწავლების პრინციპები წარმოადგენს“, - აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება 

დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

„უფლის ჯვარცმით კაცობრიობამ განაჩენი საკუთარ თავსაც გამოუტანა“...

პასქა ხატისპური არ არის - რა დატვირთვა აქვს ამ ორ სარიტუალო ნამზადს - ეთნოგრაფის განმარტება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება