მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
სპეცმასწავლებლებმა წელს პირველად ჩააბარეს გამოცდა, რომლის საშუალებითაც მათ უფროსის სტატუსის მოპოვება შეეძლოთ. გამოცდაზე 1650 აპლიკანტი გავიდა, საიდანაც კომპეტენციის ზღვარი წარმატებით მხოლოდ 908-მ გადალახა. აღსანიშნავია, რომ არიან პედაგოგები, რომლებსაც ბარიერის გადასალახად მხოლოდ 0.5 ქულა დააკლდათ - სწორედ ისინი მიმართავენ განათლებისა და მეცნიერების მინისტრს, მიხეილ ჩხენკელს კოლექტიური წერილით და გამოცდაზე დაკლებული ნახევარი ქულის მიუხედავად, სთხოვენ სტატუსის ამაღლებას. პედაგოგების მიმართვას etaloni.ge უცვლელად გთავაზობთ:
„ბატონო მინისტრო, ჩვენმა რამდენიმე წლიანმა საქმიანობამ ინკლუზიური განათლების სფეროში, გამოცდილებამ, სოციალურმა უნარ-ჩვევებმა და იმ პიროვნულმა თვისებებმა მოგვცა საფუძველი იმისა, რომ ვიფიქროთ, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ის სსსმ და შშმ პირებისთვის. ჩვენი მუშაობა აღნიშნულ პირებს სამომავლოდ დაეხმარება გახდნენ სრულფასოვანი საქართველოს მოქალაქეები. ამ რამდენიმე წლიანმა მუშაობამ აღნიშნულ სფეროში მოგვცა მნიშვნელოვანი გამოცდილება, გამოგვევლინა სსსმ და შშმ პირების ძლიერი მხარეები და საჭიროებები. ყოველივე ამის შემდეგ ჩვენ, იმ სპეციალურ მასწავლებლებს, რომლებსაც 60%-იანი ბარიერის გადალახვისას მხოლოდ 0.5 ქულა დაგვაკლდა, უნდა იყოს გათვალისწინებული რამდენიმე ფაქტორი:
ბატონო მინისტრო, ველით თქვენგან გამოხმაურებას და ჩვენს თხოვნაზე დადებით პასუხს. გვაქვს თქვენი თანადგომის იმედი, რომ 32,4-ის ნაცვლად 32 ქულა ჩაითვალოს ბარიერგადალახულად.
პატივისცემით: სპეციალური მასწავლებლები“.
იხილეთ: 2021 წლის გამოცდა მასწავლებლობის 18 320 მსურველიდან მხოლოდ 4488-მ ჩააბარა
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.