სიახლეები
სიახლეები

ელექტრონული ჟურნალის მობილური აპლიკაცია არ მუშაობს - დამატებითი დისკომფორტი მასწავლებლებისთვის
14-10-2021
-
+


ელექტრონულ ჟურნალთან დაკავშირებით გაუგებრობა კვლავ გრძელდება. ჯერ იყო და კლასები არ იქმნებოდა, შემდეგ მასწავლებებს ცვლილებები ვერ შეჰქონდათ, ეწერა „მიმდინარეობს განახლება“... მარტივად რომ ვთქვათ, ამ სიახლემ პედაგოგებს დისკომფორტი შეუქმნა. სწორედ ამიტომ, განათლების მართვის საინფორმაციო სისტემამ პედაგოგებისთვის კიდევ ერთი განმარტება გააკეთა. სიახლის მიხედვით, ელჟურნალის მობილური აპლიკაცია არ ფუნქციონირებს და ელექტრონულ ჟურნალში შესვლა მხოლოდ ბრაუზერით, ოფოციალური ვებგვერდიდანაა შესაძელებელი.

იქიდან გამომდინარე, რომ Microsoft Teams-იდან ჟურნალში შესვლის დროს, დამახსოვრებული იყო ძველი ინფორმაცია და მომხმარებლების უმრავლეს ნაწილთან წერდა ,,მიმდინარეობს განახლება” მაშინ, როდესაც ჟურნალი რეალურად ჩართული იყო, ხვალიდან, 14 ოქტომბრიდან, ელექტრონულ ჟურნალში შესვლას შეძლებთ მხოლოდ მისი ოფიციალური ვებ-გვერდიდან: https://onlineschool.emis.ge

ამისათვის როგორც კომპიუტერიდან,ისე მობილურიდან უნდა გახსნათ ბრაუზერი (Google Chrome, Opera,Microsoft Edge ან სხვა) და ჩაწეროთ https://onlineschool.emis.ge

ელექტრონული ჟურნალის მობილური აპლიკაცია ამ ეტაპისთვის არ ფუნქციონირებს“.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება 

დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

„უფლის ჯვარცმით კაცობრიობამ განაჩენი საკუთარ თავსაც გამოუტანა“...

პასქა ხატისპური არ არის - რა დატვირთვა აქვს ამ ორ სარიტუალო ნამზადს - ეთნოგრაფის განმარტება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება