სიახლეები
ეტალონი

„ჩვენსავით კმაყოფილები არიან მშობლებიც, რადგან შედეგი გადასარევია“- თიანეთში ინტელექტ-ჩემპიონატის პირველი ეტაპი გაიმართა
13-10-2021
-
+


საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ დისტანციურ რეჟიმში გრძელდება. 12 ოქტომბერს კონკურსის პირველი ეტაპი თიანელი მოსწავლეებისთვის ჩატარდა.

პირველი ეტაპის შედეგების მიხედვით შეირჩნენ მეორე ეტაპზე გადასული მოსწავლეები. ამასთან, ინტელექტ-ჩემპიონატში მონაწილე ყველა თიანელი მოსწავლე „ეტალონისა“ და თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიისაგან სპეციალური ონლაინ სიგელით დაჯილდოვდა. ინტელექტუალური კონკურსი თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით იმართება. 


თიანეთის სკოლების დირექტორებმა Etaloni.ge-სთან პროექტის მიმდინარეობისა და მნიშვნელობის შესახებ ისაუბრეს.

თინა ზარიძე, თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ღულელების საჯარო სკოლის დირექტორი:

„ბავშვები რომ არ მოდუნდნენ და არსებულ პირობებში აქტიურობა შეინარჩუნონ, „ეტალონი“ ძალიან საჭირო პროექტია. მნიშვნელოვნად მიმაჩნია ეს პროექტი. ჩვენი სკოლის მოსწავლეები ყოველთვის აქტიურად და სიხარულით ერთვებოდნენ. ვფიქრობ, რომ ასეთი საინტერესო და კარგი კონკურსი პანდემიის პირობებშიც არ უნდა შეწყდეს და აუცილებლად უნდა ტარდებოდეს.“

ქეთევან ბეღანაშვილი, თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოჭორმის საჯარო სკოლის დირექტორი:

„ჩვენი სკოლა საბაზო და მცირეკონტინგენტიანია. ყოველთვის ჩართული ვართ „ეტალონში“ და ამასთან, izrune.ge-შიც. უზომოდ კმაყოფილები ვართ. მთის ზონა ვართ, სიახლოვე არავისთან არ გვაქვს ამიტომაც სულ მინდა ხოლმე, რომ მოსწავლეები ღონისძიებებში აქტიურად ჩავრთო. ეს კარგია იმისთვის, რომ ბავშვებს ერთმანეთთან კომუნიკაცია ჰქონდეთ. ჩვენი მოსწავლე, რომელიც ჩემპიონატში იყო ჩართული, მეორე ეტაპზე გადავიდა. იცით რამხელა გამბედაობა და თვითშეფასება აქვთ იმ მოსწავლეებს, რომლებიც „ეტალონში“ მონაწილეობენ?! ჩვენ ყველა ბავშვს კვირის სიგელსაც კი საზეიმოდ ვულოცავთ. ჩვენსავით კმაყოფილები არიან მშობლებიც, რადგან შედეგი გადასარევია. აზროვნება, კომუნიკაცია და მობილიზება მაღალია. პროექტში ჩართულობით მოსწავლეები თავიანთ ცოდნას აფასებენ და თვითშეფასება უმაღლდებათ.“

ნათელა კოჭლამაზაშვილი, მირზა გელოვანის სახელობის თიანეთის N1 საჯარო სკოლის დირექტორი:

ინტელექტ-ჩემპიონატში ჩვენი სკოლის მოსწავლეები სიხარულით ჩაერთნენ. პროექტს ბავშვებისთვის და სკოლებისთვის რა სარგებელიც მოაქვს, როგორ აჯამებს მოსწავლეების ცოდნას, ეს ყველამ კარგად ვიცით. ზოგადად, პროექტი ძალიან კარგია. გასულ წლებშიც აქტიურად მონაწილეობდნენ ჩვენი მოსწავლეები, გვყოლია „ეტალონი მოსწავლეებიც“. წარმატებული პროექტია, სკოლა წარმატებით მონაწილეობს. izrune.ge-შიც ერთვებიან ჩვენი მოსწავლეები. ბავშვებისთვის არის ბევრი სასიამოვნო მომენტი, თუნდაც წარმატებისა და მონაწილეობის წუთები.“

ლელა ზატუაშვილი, თიანეთის N2 საჯარო სკოლის დირექტორი:

„ასეთი პროექტების არსებობა ძალიან მნიშვნელოვანია. მთავარია, ბავშვები ამით დავაინტერესოთ. ისინი პროექტში ჩართვით ცოდნას იღრმავებენ, ინტერესდებიან. წახალისდებიან ხოლმე რომ შემდეგშიც მონაწილეობა მიიღონ. რაც შეეხებათ ჩემ მოსწავლეებს - ერთმა მეცხრეკლასელმა ბავშვმა 82 ქულა მიიღო პირველ ეტაპში და იმდენად გახარებული იყო, რომ ახლა ერთი სული აქვს მეორე ეტაპი როდის იქნება. ჩემი აზრით, მოსწავლეთა წასახალისებლად „ეტალონი“ ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენი სკოლიდან ბავშვები ყოველწლიურად მონაწილეობდნენ.“

ზვიად გიანაშვილი, თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზარიძეების საჯარო სკოლის დირექტორი:

„ეტალონი“ ბავშვების განვითარებისთვის მართლაც რომ მნიშვნელოვანი პროექტია. მისი მნიშვნელობა მით უმეტეს, ამ პირობებში კიდევ უფრო იზრდება, როდესაც ხშირად დისტანციური სწავლების ფორმატზე გადასვლა გვიწევს. ბავშვები „ეტალონს“ ძალიან მოტივირებულები ელოდებოდნენ. ჩვენი სკოლიდან 5 მოსწავლე მეორე ეტაპზეც გადავიდა, აღფრთოვანებულები არიან. ჩვენი სკოლა „ეტალონში“ ყოველ წელს ერთვება. შარშან ჩვენი მოსწავლე გახდა მუნიციპალიტეტის მასშტაბით გამარჯვებული და გვასახელა. ასე რომ, ამ პროექტში საკმაოდ წარმატებულები ვართ. მადლობა მთელ შემოქმედებით ჯგუფს, ვინც ასე ორგანიზებულად ახორციელებს ამ პროექტს.“


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ელექტრონული ჟურნალი გათიშულია - 8 იანვარს შეტანილი მონაცემები არ აისახება

მნიშვნელოვანი ინფორმაცია მასწავლებლებისთვის! -  თუ ჟურნალში მოსწავლეთა მონაცემები ჯერ არ მოგიწესრიგებიათ 

1250-650 და 500 ლარს სტუდენტები მიიღებენ - მაგისტრანტებს ფულადი წახალისება არ ეხებათ  - მუნიციპალური ბიუჯეტი

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

მოსწავლეებმა მოირგეს სხვადასხვა კოსტიუმი და მეტად გაახალისეს და გაამრავალფეროვნეს გარემო

წინასაახალწლო პერიოდმა სკოლაში ძალიან მხიარულად ჩაიარა

ეს დღე თითოეული მათგანისთვის დასამახსოვრებელ მოგონებად იქცა

საინტერესო

მასთან დაკავშირებით საინტერესო ლეგენდა არსებობს 

ერთ-ერთი დავალების შესასრულებლად, მთელი გუნდი გიგანტური სანტას ქუდის ქვეშ გადაადგილდება

სხვა მაგალითებს აქვთ მასწავლებლის მინაწერიც

ძალიან გაგიჭირდებათ ისეთი ოჯახის პოვნა, სადაც ნაძვის ხის სათამაშო ბურთები არ არის

სიახლეები
საზოგადოება