მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
XXI საუკუნე კომპიუტერისა და ტექნოლოგიური განვითარების გარეშე წარმოუდგენელია. სკოლებში ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები პირველივე კლასიდან ისწავლება, თუმცა მოსწავლეები საგანს სახელმძღვანელოს გარეშე სწავლობენ.
რა ისწავლება ისტ - ის (ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები) გაკვეთილზე და როგორ უნდა მიაწოდოს მასწავლებელმა პირველკლასელებს საგანი, საინტერესო და მარტივად აღსაქმელი რომ იყოს?
სასურველია, საგნის პედაგოგი გაკვეთილს პროექტორის საშუალებით ატარებდეს, რათა ბავშვებისთვის მარტივად აღსაქმელი იყოს ახსნილი თემა. ამავდროულად, საჭიროა საგანი ისწავლებოდეს კომპიუტერებთან/ბუკებთან.
პირველ რიგში, პატარები ეცნობიან - რა არის კომპიუტერი? მასწავლებელი უხსნის მოსწავლეებს ბუკის მოხმარების წესებს (გახსნა, დახურვა, ჩართვა, გამორთვა, დატენვა). ბავშვები ამავდროულად სწავლობენ კომპიუტერთან სწორად ჯდომას.
პირველკლასელები მარტივ ენაზე სწავლობენ კომპიუტერის შესაძლებლობებს, მათ პედაგოგი უხსნის, რა არის ფაილი და აცნობს გრაფიკულ, ტექსტურ, ვიდეო და აუდიო ფაილებს.
საგანი რომ რთული და მოსაწყენი არ იყოს, დაწყებით კლასში ისტ-ზე ბავშვები კომპიუტერში ხატვასაც სწავლობენ, ასევე ეცნობიან, რომ paint-ში ნახატების აგება შეიძლება გეომეტრიული ფიგურების დახმარებითაც.
გარდა ნახატებისა, პირველივე კლასში მოსწავლეები ტექსტის აკრეფას და კლავიატურაზე ქართული ასოების აკრეფას სწავლობენ.
ზემოთ ჩამოთვლილი ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ის მცირედი ნაწილია, რომელსაც ბავშვები სკოლაში სწავლის პირველ წელს ეუფლებიან. მართალია, მათ საგნის სახელმძღვანელოები არ დაურიგდათ, თუმცა ცოდნას პრაქტიკულად იღებენ. პატარებისთვის საგანი სახალისო და საინტერესოა, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ახალ თაობაში კომპიუტერულ უნარ-ჩვევებს ბავშვები ნაადრევად, სკოლაში მისვლამდეც ფლობენ და მათთვის ისტ-ის გაკვეთილები სახლში ნასწავლის გამეორებაა.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.