მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ მაცხოვრისკარში ახალი სკოლა გაიხსნა. ახალ სკოლაში სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში განახლდა.
მოსწავლეებს და მასწავლებლებს დასწრებითი სასწავლო პროცესის ახალ სკოლაში განახლება სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ ნინო ვიბლიანმა და აბაშის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ირაკლი პერტენავამ მიულოცეს. პირველკლასელებს კი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსგან კომპიუტერები გადაეცათ.
სკოლის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, 60 მოსწავლეზე გათვლილი სკოლა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისია.
„სკოლა აღჭურვილია ახალი ინვენტარით, სკოლაში მოწყობილია კლას-კაბინეტები, ლაბორატორია, ბიბლიოთეკა და კომპიუტერული კლასი, დამონტაჟდა ცენტრალიზებული გათბობის და წყალმომარაგების სისტემები. შენობა ადაპტირებულია შშმ პირებზე. მაცხოვრისკარის სკოლაში კეთილმოეწყო ეზო და ღია სპორტული მოედანი. პროექტი ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა განახორციელა“,- აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის - როგორ უნდა მოიქცეთ თუ საგანმანათლებლო პროგრამაზე მითითებულია ერთი ან რამდენიმე უცხოური ენა?
„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
სასწავლო პროცესს მასწავლებელი მანუშაკ კიურეღიანი ხელმძღვანელობდა