სიახლეები
სიახლეები, უნივერსიტეტები, საინტერესო

სტუდენტები დისტანციურ ლექციებზე უფრო აქტიურობენ, ვიდრე ისინი ვინც აუდიტორიებში სწავლობენ - მეცნიერები
16-10-2021
-
+


კოპენჰაგენის უნივერსიტეტის მეცნიერებმა კვლევა ჩაატარეს, რომლის შედეგებით ირკვევა, რომ სტუდენტები, რომლებიც ონლაინ სწავლობენ, ლექციებზე უფრო აქტიურნი არიან, ვიდრე ის სტუდენტები, რომლებიც მათ ფიზიკურად ესწრებიან. 

COVID-19-ის პანდემიის გამო ბევრი სასწავლო დაწესებულება ონლაინ-ფორმატზე გადავიდა. ლექტორებმა ლექციების ჩატარება Zoom-სა და სხვა რესურსებში დაიწყეს. 

ამიტომ კოპენჰაგენის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ლექციაზე ონლაინ და ოფლაინ მყოფი სტუდენტების ქცევის შედარება გადაწყვიტეს. 

გაირკვა, რომ უფრო აქტიურნი და ლექციაში ჩართულნი აღმოჩნდნენ ისინი, ვინც ლექციას ონლაინ ისმენდნენ. კერძოდ, ისინი ლექტორებს უფრო მეტ კითხვას უსვამდნენ. 

ამას მკვლევარები ხსნიან იმით, რომ ლექციის დროს სტუდენტებს, რომლებიც დისტანციურად სწავლობენ, „სულელური“ კითხვების გამო განკითხვის არ ეშინიათ.

კიდევ ერთი შესაძლო ახსნა, თუ რატომ იყვნენ ონლაინ-სტუდენტები უფრო აქტიურნი ჩატში, შესაძლოა იყოს ის, რომ ისინი სოციალურ ქსელებში ერთმანეთთან ურთიერთობას წერილობითი ფორმით მიეჩვივნენ. 

წყარო: Phys.org


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

გაწვიმდება თუ არა აღდგომას - პროგნოზი რეგიონების მიხედვით 

განათლების სამინისტროში რეორგანიზაციის დაწყება etaloni.ge-ს ოფიციალურად დაუდასტურეს

„იცვლება საშუალო საფეხურის მოწყობა“ - მე-11 და მე-12 კლასელების საყურადღებოდ!

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება