მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ჟენევაში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორს, ტედროს გებრეიესუსს შეხვედა, სადაც განაცხადა, რომ ვაქცინაცია აუცილებელია:
„დღეს აქედან, ჟენევიდან და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციიდან, მგონი, ძალიან მნიშვნელოვანია კიდევ ერთხელ შევახსენოთ ჩვენს მოსახლეობას, რომ აცრა აუცილებელია! პანდემია არსად გაქრება, ამიტომ სჯობს, ყველა საჭირო ზომა მივიღოთ და ეს აცრით იწყება. დღევანდელ დღეს საქართველოში 4 212 ახალი შემთხვევა აღინიშნა. ეს ნიშნავს, რომ პანდემია გრძელდება და შეიძლება რაღაც მატებაც იყოს.
აცრა აუცილებელია ყველასათვის და პირველ რიგში, იმ ადამიანებისთვის, ვინც ჯანდაცვის სექტორში და სკოლებში მუშაობს, მასწავლებლებისა და სხვებისათვის. თუ გვინდა, რომ ბავშვებმა გააგრძელონ (და ყველას ეს ძალიან გვინდა) სკოლებში სიარული და არ ვიყოთ იძულებულნი, ახალი რეგულაციები შემოვიტანოთ, აუცილებელია, რომ ყველა ვიყოთ პასუხისმგებელნი.
აცრა და პირბადე, პირბადე და აცრა!"- სალომე ზურაბიშვილის განცხადებას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.